https://sputnik-georgia.com/20211121/cicisvilis-bavsvta-klinikasi-erti-pacientis-mdgomareoba-kritikulad-mzimea-262258546.html
ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა
ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა
Sputnik საქართველო
ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში მყოფი პაციენტების დიდი ნაწილი აუცრელია 21.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-21T13:48+0400
2021-11-21T13:48+0400
2023-08-17T18:15+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24262/92/242629261_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_2f9586a8e450253a4f0a31b9d280f5f4.jpg
თბილისი, 21 ნოემბერი - Sputnik. ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში 122 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, აქედან 20 ინტენსიური თერაპიის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, განაცხადა კლინიკის ექიმმა დავით რეხვიაშვილმა.მისი თქმით, კლინიკაში მოთავსებული პაციენტებიდან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.„მას თანმხლები დაავადებები არ აღენიშნებოდა, ის ტრანსპორტირებული არის ბათუმიდან, უკვე მძიმე მდგომარეობაში და მას აღენიშნება ფილტვის დაზიანება. დანარჩენის მდგომარეობა ფასდება საშუალო სიმძიმით“, - აღნიშნა რეხვიაშვილმა.ექიმმა ასევე ვაქცინაციის მაჩვენებელზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კლინიკაში მოთავსებული პაციენტებიდან მხოლოდ ცხრა მათგანის მშობელია აცრილი. მან მოსახლეობას და მშობლებს ვაქცინაციისკენ მოუწოდა.„უნდა აიცრას როგორც მშობელი, ასევე ის ადამიანი, რომელიც კონტაქტობს ბავშვთან, რომ შევამციროთ რისკი კოვიდ-ინფიცირების. ასევე, მნიშვნელოვანია 12 წლის ზემოთ ბავშვები იყვნენ ვაქცინირებულები“, - განაცხადა რეხვიაშვილმა.საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.357-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 812.246-ს მიაღწია. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 76 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 11.498 შეადგინა.მასობრივი ვაქცინაცია საქართველოში 5 ივლისს დაიწყო. ვაქცინაციის პორტალზე 12–15 წლის ასაკის ბავშვების რეგისტრაციის სერვისი უკვე ამოქმედდა. მოზარდების აცრა Pfizer-ის ვაქცინით არის შესაძლებელი.საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
https://sputnik-georgia.com/20211121/kovid-statisitika-saqartvelos-regionebis-mixedvit-262256469.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24262/92/242629261_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_f825f969d4b4c6f6a3196f02592630ee.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა
13:48 21.11.2021 (განახლებულია: 18:15 17.08.2023) ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში მყოფი პაციენტების დიდი ნაწილი აუცრელია
თბილისი, 21 ნოემბერი - Sputnik. ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში 122 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, აქედან 20 ინტენსიური თერაპიის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, განაცხადა კლინიკის ექიმმა დავით რეხვიაშვილმა.
მისი თქმით, კლინიკაში მოთავსებული პაციენტებიდან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.
„მას თანმხლები დაავადებები არ აღენიშნებოდა, ის ტრანსპორტირებული არის ბათუმიდან, უკვე მძიმე მდგომარეობაში და მას აღენიშნება ფილტვის დაზიანება. დანარჩენის მდგომარეობა ფასდება საშუალო სიმძიმით“, - აღნიშნა რეხვიაშვილმა.
ექიმმა ასევე ვაქცინაციის მაჩვენებელზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კლინიკაში მოთავსებული პაციენტებიდან მხოლოდ ცხრა მათგანის მშობელია აცრილი. მან მოსახლეობას და მშობლებს ვაქცინაციისკენ მოუწოდა.
„უნდა აიცრას როგორც მშობელი, ასევე ის ადამიანი, რომელიც კონტაქტობს ბავშვთან, რომ შევამციროთ რისკი კოვიდ-ინფიცირების. ასევე, მნიშვნელოვანია 12 წლის ზემოთ ბავშვები იყვნენ ვაქცინირებულები“, - განაცხადა რეხვიაშვილმა.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.357-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 812.246-ს მიაღწია. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 76 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 11.498 შეადგინა.
მასობრივი ვაქცინაცია საქართველოში 5 ივლისს დაიწყო. ვაქცინაციის პორტალზე 12–15 წლის ასაკის ბავშვების რეგისტრაციის სერვისი უკვე ამოქმედდა. მოზარდების აცრა Pfizer-ის ვაქცინით არის შესაძლებელი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.