https://sputnik-georgia.com/20220210/izolaciis-vada-xut-dremde-mcirdeba-vis-exeba-cvlileba-264300087.html
დღეიდან იზოლაციის ვადა ხუთ დღემდე მცირდება: ვის ეხება ცვლილება
დღეიდან იზოლაციის ვადა ხუთ დღემდე მცირდება: ვის ეხება ცვლილება
Sputnik საქართველო
ახალი რეკომენდაცია გათვლილია იმაზე, რომ ყველა კლინიკას საჭირო რაოდენობის სამედიცინო პერსონალი ჰყავდეს და დეფიციტი არ შეიქმნას.
2022-02-10T11:09+0400
2022-02-10T11:09+0400
2023-08-17T18:16+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
საქართველო
ახალი ამბები
ჯანდაცვა საქართველოში
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/09/264269433_0:0:3364:1893_1920x0_80_0_0_2fe89e8d2a5e9f596e16e28a36eef89e.jpg
თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. დღეიდან ძალაში შედის ჯანდაცვის სამინისტროს ახალი რეკომენდაცია, რომელიც სამედიცინო პერსონალისთვის იზოლაციის ვადის რვიდან ხუთ დღემდე შემცირებას ითვალისწინებს.ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი რეკომენდაცია შემუშავდა იმისათვის, რათა ყველა კლინიკას საჭირო რაოდენობის სამედიცინო პერსონალი ჰყავდეს და დეფიციტი არ შეიქმნას.საქართველოში ინფიცირების შემთხვევების 95% კორონავირუსის ახალ „ომიკრონ“ შტამზე მოდის, რომელიც ძირითადად მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება და ამიტომ ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ იზრდება. პაციენტების უმრავლესობა მკურნალობს ბინაზე და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს ოჯახის ექიმები აწარმოებენ.საქართველოში იზოლაციის ვადა, შესაძლოა, კიდევ შემცირდეს>>საქართველოში გარკვეული კატეგორიისთვის იზოლაციისა და კარანტინისთვის დაწესებული ვადები 17 იანვრიდან უკვე შემცირდა, რომლის მიხედვით:ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, იზოლაციისა და კარანტინის ვადების ცვლილება განპირობებულია „ომიკრონის“ შედარებით მსუბუქი მიმდინარეობით, კერძოდ, ავადმყოფობის პერიოდი შედარებით ხანმოკლეა, ვიდრე აქამდე არსებული შტამების შემთხვევაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/09/264269433_522:0:3253:2048_1920x0_80_0_0_1518fd511041fc52c41fdb5844ba0ea4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
იზოლაცია ვადა კორონავირუსი კლინიკა პერსონალი
იზოლაცია ვადა კორონავირუსი კლინიკა პერსონალი
დღეიდან იზოლაციის ვადა ხუთ დღემდე მცირდება: ვის ეხება ცვლილება
11:09 10.02.2022 (განახლებულია: 18:16 17.08.2023) იზოლაციის ვადის შემცირება ძირითადად დაკავშირებულია „ომიკრონის“ შედარებით მსუბუქ მიმდინარეობასთან.
თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. დღეიდან ძალაში შედის ჯანდაცვის სამინისტროს ახალი რეკომენდაცია, რომელიც სამედიცინო პერსონალისთვის იზოლაციის ვადის რვიდან ხუთ დღემდე შემცირებას ითვალისწინებს.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი რეკომენდაცია შემუშავდა იმისათვის, რათა ყველა კლინიკას საჭირო რაოდენობის სამედიცინო პერსონალი ჰყავდეს და დეფიციტი არ შეიქმნას.
საქართველოში ინფიცირების შემთხვევების 95% კორონავირუსის ახალ „ომიკრონ“ შტამზე მოდის, რომელიც ძირითადად მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება და ამიტომ ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ იზრდება. პაციენტების უმრავლესობა მკურნალობს ბინაზე და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს ოჯახის ექიმები აწარმოებენ.
საქართველოში გარკვეული კატეგორიისთვის იზოლაციისა და კარანტინისთვის დაწესებული ვადები 17 იანვრიდან უკვე შემცირდა, რომლის მიხედვით:
ასიმპტომური, მსუბუქი შემთხვევებისთვის იზოლაცია–კარანტინის ვადა რვა დღეა. ამასთან, სიმპტომების ალაგებიდან უნდა იყოს გასული სულ მცირე 24 საათი, იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში მკაცრად რეკომენდებულია ნიღბის ტარება.
საშუალოდ და მძიმედ მიმდინარე შემთხვევებისთვის განსაზღვრულია 10-დღიანი ვადა. სახეზე უნდა იყოს სიმპტომების მკვეთრი გაუმჯობესების დინამიკა უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში. იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო ხუთი დღე მკაცრად რეკომენდებულია ნიღბის ტარება.
არავაქცინირებული პირების შემთხვევაში რეკომენდებულია, რომ ინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ რვა დღის განმავლობაში პირი კარანტინში იყოს. კარანტინის დასრულებიდან 9-12 დღის განმავლობაში მკაცრად რეკომენდებულია ნიღბის ტარება.
ახალი რეგულაციის თანახმად, თუ კორონავირუსით დაავადებულთან კონტაქტში მყოფი პირი ვაქცინირებულია, მათ შორის ბუსტერ-დოზით, ვაქცინაციის შემდეგ ორი კვირიდან 90 დღემდე ვადაში კარანტინისგან თავისუფლდება.
ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, იზოლაციისა და კარანტინის ვადების ცვლილება განპირობებულია „ომიკრონის“ შედარებით მსუბუქი მიმდინარეობით, კერძოდ, ავადმყოფობის პერიოდი შედარებით ხანმოკლეა, ვიდრე აქამდე არსებული შტამების შემთხვევაში.