https://sputnik-georgia.com/20220210/liluasvilma-sasamartlosi-or-telearxsa-da-ert-deputats-ucivla-264309559.html
სარჩელი სასამართლოში: სუსის უფროსი ორ ოპოზიციურ ტელეარხსა და ერთ დეპუტატს უჩივის
სარჩელი სასამართლოში: სუსის უფროსი ორ ოპოზიციურ ტელეარხსა და ერთ დეპუტატს უჩივის
Sputnik საქართველო
მოსარჩელე მოპასუხისგან მოითხოვს აღიარებას, რომ სიუჟეტში მოყვანილი ფაქტები სიცრუეა. სარჩელის შენატის მიზანია, რომ საზოგადოებამ სიმართლე გაიგოს, აღნიშნავს სუსის უფროსის ადვოკატი
2022-02-10T13:57+0400
2022-02-10T13:57+0400
2022-02-10T17:32+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24668/85/246688534_0:0:1201:676_1920x0_80_0_0_55ec6b2d87ad681b7ad3b12ecb087cd7.jpg
თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა ოპოზიციური ტელეარხების – „მთავარისა“ და „ფორმულას“, ასევე პარლამენტის დეპუტატის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.ამის შესახებ ინფორმაციას ლილუაშვილის ადვოკატი მამუკა ღვინიაშვილი ავრცელებს.სარჩელი უკავშირდება სიუჟეტს, რომელიც „მთავარისა“ და „ფორმულას“ ეთერში გავიდა ე.წ. ქოლ-ცენტრების უკანონო საქმიანობისა და ფულის გათეთრების სქემების შესახებ. ამ საინფორმაციო საშუალებებში ქოლ-ცენტრებთან უშუალო კავშირში სუსის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი დაადანაშაულეს.მისი თქმით, ამგვარი ინფორმაციის გავრცელებამ შელახა ლილუაშვილის საქმიანი რეპუტაცია, სახელი და ღირსება.მოსარჩელე მოპასუხისგან მოითხოვს აღიარებას, რომ სიუჟეტში მოყვანილი ფაქტები არის სიცრუე, ასევე ითხოვს მიყენებული ზიანისთვის სიმბოლური კომპენსაციის – 1 ლარის გადახდას.ღვინიაშვილის განცხადებით, მათ სასამართლოში შეიტანეს არგუმენტირებული და დასაბუთებული სარჩელი, რომელიც დადგენილ საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.„სარჩელის წარდგენის მიზანი არის ის, რომ საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე“, – ნათქვამია განცხადებაში.დეტალური ინფორმაცია სარჩელის შესახებ დაინტერესებულ მხარეებს მომავალ კვირაში პრესკონფერენციის ფორმატით მიეწოდებათ.ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ოპოზიციური მასმედია ხელისუფლებასა და მმართველ პარტიას უკანონო ქოლ-ცენტრებთან თანამშრომლობასა და მათ მფარველობაში სდებს ბრალს. გასული წლის ნოემბერში „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ე.წ. ქოლ-ცენტრებს, რომლებიც მხილებული არიან საერთაშორისო მასშტაბის დანაშაულში, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მფარველობენ და ისინი აქედან იღებენ წილს პარტიის საჭიროებებისთვის.პროკურატურამ მაშინ ამ ბრალდებებს „დეზინფორმაცია“ უწოდა.საქართველოს პროკურატურამ „მთავარი არხის“ გამოძიებას დეზინფორმაცია უწოდა>>რაც შეეხება ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმიანობას, ამასთან დაკავშირებით ბოლო თვეების მანძილზე სამართალდამცველებმა რამდენიმე ჯგუფი დააკავეს. გამოძიების ვერსიით, თაღლითების ჯგუფებმა საქართველოდან დააფუძნეს რამდენიმე კომპანია, რომლებსაც ონლაინ-პლატფორმებით მართავდნენ. მათ ფიქტიური ონლაინ-კომპანიების ბაზაზე შექმნეს ე.წ. ქოლ-ცენტრები, რომელთა ოპერატორები ურეკავდნენ უცხოელებს ევროპაში და არწმუნებდნენ, მონაწილეობა მიეღოთ ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობაში. სინამდვილეში კი არანაირი ვაჭრობა არ ტარდებოდა, ხოლო თაღლითები ფულს ისაკუთრებდნენ.დანაშაულებრივი სქემის გახსნაში ქართველ სამართალდამცველებს გერმანელი კოლეგები დაეხმარნენ.
https://sputnik-georgia.com/20220203/tarlituri-sqemit-tanxebis-daufleba-prokuraturam-transnacionaluri-danasauli-gaxsna-264115126.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24668/85/246688534_24:0:1091:800_1920x0_80_0_0_00454bc9b9d700143ae9d9fe8c89250d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სუსი სარჩელი სასამართლო ტელეარხი დეპუტატი
სუსი სარჩელი სასამართლო ტელეარხი დეპუტატი
სარჩელი სასამართლოში: სუსის უფროსი ორ ოპოზიციურ ტელეარხსა და ერთ დეპუტატს უჩივის
13:57 10.02.2022 (განახლებულია: 17:32 10.02.2022) ცილისწამებისა და მისი საქმიანი რეპუტაციისთვის მიყენებული ზიანისთვის გრიგოლ ლილუაშვილი მოპასუხეებისგან საჯარო ბოდიშის მოხდასა და სიმბოლურ კომპენსაციას – ერთ ლარს მოითხოვს.
თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა ოპოზიციური ტელეარხების – „მთავარისა“ და „ფორმულას“, ასევე პარლამენტის დეპუტატის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
ამის შესახებ ინფორმაციას ლილუაშვილის ადვოკატი მამუკა ღვინიაშვილი ავრცელებს.
სარჩელი უკავშირდება სიუჟეტს, რომელიც „მთავარისა“ და „ფორმულას“ ეთერში გავიდა ე.წ. ქოლ-ცენტრების უკანონო საქმიანობისა და ფულის გათეთრების სქემების შესახებ. ამ საინფორმაციო საშუალებებში ქოლ-ცენტრებთან უშუალო კავშირში სუსის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი დაადანაშაულეს.
„როგორც გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატი, ვაცხადებ, რომ „მთავარი არხისა“ და „ფორმულას“ ეთერებით გავრცელებული ინფორმაცია ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმიანობასთან, თაღლითურ, კრიმინალურ თუ ფულის მოპარვის სქემებთან ან რაიმე სახის დანაშაულებრივ ჯგუფებთან გრიგოლ ლილუაშვილის კავშირის შესახებ არის სრული სიცრუე და ცილისწამება“, – წერს ღვინიაშვილი.
მისი თქმით, ამგვარი ინფორმაციის გავრცელებამ შელახა ლილუაშვილის საქმიანი რეპუტაცია, სახელი და ღირსება.
მოსარჩელე მოპასუხისგან მოითხოვს აღიარებას, რომ სიუჟეტში მოყვანილი ფაქტები არის სიცრუე, ასევე ითხოვს მიყენებული ზიანისთვის სიმბოლური კომპენსაციის – 1 ლარის გადახდას.
ღვინიაშვილის განცხადებით, მათ სასამართლოში შეიტანეს არგუმენტირებული და დასაბუთებული სარჩელი, რომელიც დადგენილ საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.
„სარჩელის წარდგენის მიზანი არის ის, რომ საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე“, – ნათქვამია განცხადებაში.
დეტალური ინფორმაცია სარჩელის შესახებ დაინტერესებულ მხარეებს მომავალ კვირაში პრესკონფერენციის ფორმატით მიეწოდებათ.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ოპოზიციური მასმედია ხელისუფლებასა და მმართველ პარტიას უკანონო ქოლ-ცენტრებთან თანამშრომლობასა და მათ მფარველობაში სდებს ბრალს. გასული წლის ნოემბერში „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ე.წ. ქოლ-ცენტრებს, რომლებიც მხილებული არიან საერთაშორისო მასშტაბის დანაშაულში, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მფარველობენ და ისინი აქედან იღებენ წილს პარტიის საჭიროებებისთვის.
პროკურატურამ მაშინ ამ ბრალდებებს „დეზინფორმაცია“ უწოდა.
რაც შეეხება ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმიანობას, ამასთან დაკავშირებით ბოლო თვეების მანძილზე სამართალდამცველებმა რამდენიმე ჯგუფი დააკავეს. გამოძიების ვერსიით, თაღლითების ჯგუფებმა საქართველოდან დააფუძნეს რამდენიმე კომპანია, რომლებსაც ონლაინ-პლატფორმებით მართავდნენ. მათ ფიქტიური ონლაინ-კომპანიების ბაზაზე შექმნეს ე.წ. ქოლ-ცენტრები, რომელთა ოპერატორები ურეკავდნენ უცხოელებს ევროპაში და არწმუნებდნენ, მონაწილეობა მიეღოთ ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობაში. სინამდვილეში კი არანაირი ვაჭრობა არ ტარდებოდა, ხოლო თაღლითები ფულს ისაკუთრებდნენ.
დანაშაულებრივი სქემის გახსნაში ქართველ სამართალდამცველებს გერმანელი კოლეგები დაეხმარნენ.