https://sputnik-georgia.com/20211101/saqartvelos-prokuraturam-mtavari-arxis-gamoziebas-dezinformacia-uwoda-261703064.html
საქართველოს პროკურატურამ „მთავარი არხის“ გამოძიებას დეზინფორმაცია უწოდა
საქართველოს პროკურატურამ „მთავარი არხის“ გამოძიებას დეზინფორმაცია უწოდა
Sputnik საქართველო
პროკურატურის აზრით, ცრუ ინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთი მიზეზი წარმატებული სპეცოპერაციის დაკნინების მცდელობაა 01.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-01T21:59+0400
2021-11-01T21:59+0400
2021-11-01T21:59+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23582/74/235827484_0:208:2000:1333_1920x0_80_0_0_600fae328370d2ee90c8ab9d8abac575.jpg
თბილისი, 1 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ოპოზიციური „მთავარი არხის“ ეთერში გასულ სიუჟეტს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან საერთაშორისო მასშტაბის დანაშაულში მხილებული ქოლ-ცენტრების მფარველობის შესახებ დეზინფორმაცია უწოდა.გერმანიისა და საქართველოს საგამოძიებო სამსახურებმა საერთაშორისო დანაშაულის გახსნისა და 2015 წელს დაწყებული გამოძიების დასრულების შესახებ ერთი კვირის წინ განაცხადეს. 27 ოქტომბერს დეტალები Eurojust-მაც გამოაქვეყნა.ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე ოპოზიციურმა „მთავარმა არხმა“ საკუთარ გამოძიებაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ მთელი ამ დანაშაულებრივი სქემის უკან მმართველი ძალის წარმომადგენლები დგანან.„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მტკიცებით, ხსენებულ ქოლ-ცენტრებს საქართველოში მფარველობდნენ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლები და ასევე პარტიის საჭიროებებისთვის მოგებიდან საკუთარ წილს იღებდნენ.უწყებაში სრული პასუხისმგებლობით აცხადებენ, რომ გადაცემაში გაჟღერებული ინფორმაცია არის სიცრუე და არ შეესაბამება სინამდვილეს.გამოძიებამ დაადგინა, რომ თაღლითების ჯგუფმა საქართველოდან და ისრაელიდან დააფუძნა რამდენიმე კომპანია, რომლებიც ონლაინ-პლატფორმების მართვით იყვნენ დაკავებული. ისინი ქმნიდნენ ცრუ რეალობას, თითქოს იღებდნენ დიდ მოგებას ფინანსურ ფასიან ქაღალდებში, აქციებში, სასაქონლო აქტივებში, ვალუტასა და კრიპტოვალუტებში დაბანდებული ინვესტიციებიდან.გამოძიების ვერსიით, თაღლითებმა ფიქტიური ონლაინ კომპანიების ბაზაზე შექმნეს ე.წ. ქოლ-ცენტრები, რომელთა ოპერატორებიც უკავშირდებოდნენ ევროპაში უცხოელებს და არწმუნებდნენ მათ, მონაწილეობა მიეღოთ აუქციონებში. სინამდვილეში არცერთი ვაჭრობა არ შემდგარა და თაღლითები ფულს თავად ეუფლებოდნენ.საქმეზე დაკავებულია 11 ადამიანი, მათ შორის, შვიდი მათგანი – საქართველოში, დანარჩენები კი ისრაელში. მათგან ამოღებულია თაღლითური გზით მოპოვებული უძრავი ქონება, ძვირადღირებული ავტომობილები, ტელეფონები და ნაღდი ფული.
https://sputnik-georgia.com/20211021/tbilisshi-transnacionaluri-danashauli-gaxsnes-261362792.html
https://sputnik-georgia.com/20211028/transmacionaluri-danasauli-politikuri-elferit-saqartvelo-yuradrebis-centrsi-armocnda-261577816.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23582/74/235827484_223:0:2000:1333_1920x0_80_0_0_d6a3816edd47cc307fba71e26b1f43e7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პროკურატურამ „მთავარი არხის“ გამოძიებას დეზინფორმაცია უწოდა
პროკურატურის აზრით, ცრუ ინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთი მიზეზი წარმატებული სპეცოპერაციის დაკნინების მცდელობაა
თბილისი, 1 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ოპოზიციური „მთავარი არხის“ ეთერში გასულ სიუჟეტს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან საერთაშორისო მასშტაბის დანაშაულში მხილებული ქოლ-ცენტრების მფარველობის შესახებ დეზინფორმაცია უწოდა.
გერმანიისა და საქართველოს საგამოძიებო სამსახურებმა საერთაშორისო დანაშაულის გახსნისა და 2015 წელს დაწყებული გამოძიების დასრულების შესახებ ერთი კვირის წინ განაცხადეს. 27 ოქტომბერს დეტალები Eurojust-მაც გამოაქვეყნა.
ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე ოპოზიციურმა „მთავარმა არხმა“ საკუთარ გამოძიებაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ მთელი ამ დანაშაულებრივი სქემის უკან მმართველი ძალის წარმომადგენლები დგანან.
„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მტკიცებით, ხსენებულ ქოლ-ცენტრებს საქართველოში მფარველობდნენ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლები და ასევე პარტიის საჭიროებებისთვის მოგებიდან საკუთარ წილს იღებდნენ.
„ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის მიზანია, ერთი მხრივ, საქართველოს პროკურატურის დისკრედიტაცია და საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანა, ხოლო მეორე მხრივ, წარმატებული სპეციალური ოპერაციის დაკნინების მცდელობა“, - ნათქვამია პროკურატურის
განცხადებაში.
უწყებაში სრული პასუხისმგებლობით აცხადებენ, რომ გადაცემაში გაჟღერებული ინფორმაცია არის სიცრუე და არ შეესაბამება სინამდვილეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ თაღლითების ჯგუფმა საქართველოდან და ისრაელიდან დააფუძნა რამდენიმე კომპანია, რომლებიც ონლაინ-პლატფორმების მართვით იყვნენ დაკავებული. ისინი ქმნიდნენ ცრუ რეალობას, თითქოს იღებდნენ დიდ მოგებას ფინანსურ ფასიან ქაღალდებში, აქციებში, სასაქონლო აქტივებში, ვალუტასა და კრიპტოვალუტებში დაბანდებული ინვესტიციებიდან.
გამოძიების ვერსიით, თაღლითებმა ფიქტიური ონლაინ კომპანიების ბაზაზე შექმნეს ე.წ. ქოლ-ცენტრები, რომელთა ოპერატორებიც უკავშირდებოდნენ ევროპაში უცხოელებს და არწმუნებდნენ მათ, მონაწილეობა მიეღოთ აუქციონებში. სინამდვილეში არცერთი ვაჭრობა არ შემდგარა და თაღლითები ფულს თავად ეუფლებოდნენ.
საქმეზე დაკავებულია 11 ადამიანი, მათ შორის, შვიდი მათგანი – საქართველოში, დანარჩენები კი ისრაელში. მათგან ამოღებულია თაღლითური გზით მოპოვებული უძრავი ქონება, ძვირადღირებული ავტომობილები, ტელეფონები და ნაღდი ფული.