https://sputnik-georgia.com/20220203/tarlituri-sqemit-tanxebis-daufleba-prokuraturam-transnacionaluri-danasauli-gaxsna-264115126.html
თაღლითური სქემით თანხების დაუფლება – პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა
თაღლითური სქემით თანხების დაუფლება – პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა
Sputnik საქართველო
ე.წ. ქოლ-ცენტრის თანამშრომლები ცრუ სატელეფონო ნომრების გამოყენებით უკავშირდებოდნენ გერმანიის მოქალაქეებს და სთავაზობდნენ ელექტრონულ ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას.
2022-02-03T14:27+0400
2022-02-03T14:27+0400
2022-02-03T19:50+0400
კრიმინალი საქართველოში
შემთხვევები საქართველოში
საქართველო
ახალი ამბები
გერმანია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127912_0:70:1000:633_1920x0_80_0_0_0470d9de5bdc919c6eab16361b92617b.jpg
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ექვსი წევრი დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული ჯგუფის წევრები თაღლითური გზით დაეუფლნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეების კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს და მოახდინეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. დანაშაულებრივი გეგმის მიხედვით, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა საქართველოში დააფუძნეს ექვსი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომელთა ბაზებზე მოაწყვეს ე.წ. ქოლ-ცენტრები.ქოლ-ცენტრებში მათ ოპერატორებად დაასაქმეს უცხო ენის მცოდნე პირები, ჯგუფის სამიზნეს კი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები მოქალაქეები წარმოადგენდნენ. ქოლ-ცენტრის დანაშაულებრივი ფუნქციონირებისთვის შეიქმნა ათეულობით ელექტრონული სავაჭრო პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფდა მომხმარებლებისგან თაღლითურად მოპოვებული თანხების განთავსებას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების საბანკო ანგარიშებზე. ემიგრანტებს ათასობით ლარი მოტყუებით გადმოარიცხინეს: პროკურატურამ ბრალი 6 პირს წარუდგინა>>ქოლ-ცენტრების თანამშრომლები წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, ცრუ სატელეფონო ნომრების გამოყენებით უკავშირდებოდნენ გერმანიისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, ეცნობოდნენ გამოგონილი სახელით, მათი კომპანიის ადგილსამყოფელის შესახებ აწვდიდნენ ყალბ ინფორმაციას და სთავაზობდნენ ფასიანი ქაღალდების, აქციების, სასაქონლო აქტივების, ვალუტებისა და კრიპტოვალუტების ელექტრონულ ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ შექმნილი ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით.ოპერატორები მომხმარებლებს არწმუნებდნენ, რომ მათი დახმარებით ფასების ზრდა–შემცირებაზე ელექტრონული ვაჭრობის შემთხვევაში სოლიდურ მოგებას ნახავდნენ. მომხმარებლისგან თანხმობის მიღების შემდეგ მათგან ელექტრონული ვაჭრობისთვის გამოყოფილი თანხების განთავსება ხდებოდა დანაშაულებრივი ჯგუფის კონტროლის ქვეშ არსებულ საბანკო ანგარიშებზე.დანაშაულებრივი გზით დაუფლებული ფულადი თანხები საბანკო ტრანზაქციების მეშვეობით თავსდებოდა ორგანიზებული ჯგუფის მიერ უცხოეთში დაფუძნებული კომპანიების ანგარიშებზე, საიდანაც ფიქტიური დანიშნულებით, თითქოსდა გაწეული მომსახურების სანაცვლოდ ირიცხებოდა საქართველოში, მათივე კომპანიების ანგარიშებზე.საქმეზე გამოძიება თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზების მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.უწყებაში აცხადებენ, რომ ანალოგიურ ფაქტზე გასული წლის ოქტომბერში საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური ორგანიზებული ჯგუფის შვიდი წევრის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურა, გერმანულ მხარესთან თანამშრომლობით, ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს ტრანსნაციონალური დანაშაულის ფაქტებზე გამოძიებას სხვა პირების იდენტიფიცირების და მხილების მიზნით.წყარო: საქართველოს პროკურატურა
https://sputnik-georgia.com/20211130/afera-milionobit-larze-saqartvelosi-kidev-erti-tarlituri-sqema-gamoavlines-262490979.html
საქართველო
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127912_32:0:968:702_1920x0_80_0_0_ad09df4b7ef7324fc69073f52ed5edf0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თაღლითობა სქემა თანხა გამოძალვა საქართველო გერმანია
თაღლითობა სქემა თანხა გამოძალვა საქართველო გერმანია
თაღლითური სქემით თანხების დაუფლება – პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა
14:27 03.02.2022 (განახლებულია: 19:50 03.02.2022) ე.წ. ქოლ-ცენტრის ოპერატორები მომხმარებლებს არწმუნებდნენ, რომ მათი დახმარებით ფასების ზრდა–შემცირებაზე ელექტრონული ვაჭრობის შემთხვევაში სოლიდურ მოგებას ნახავდნენ.
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ექვსი წევრი დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული ჯგუფის წევრები თაღლითური გზით დაეუფლნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეების კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს და მოახდინეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.
დანაშაულებრივი გეგმის მიხედვით, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა საქართველოში დააფუძნეს ექვსი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომელთა ბაზებზე მოაწყვეს ე.წ. ქოლ-ცენტრები.
ქოლ-ცენტრებში მათ ოპერატორებად დაასაქმეს უცხო ენის მცოდნე პირები, ჯგუფის სამიზნეს კი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები მოქალაქეები წარმოადგენდნენ. ქოლ-ცენტრის დანაშაულებრივი ფუნქციონირებისთვის შეიქმნა ათეულობით ელექტრონული სავაჭრო პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფდა მომხმარებლებისგან თაღლითურად მოპოვებული თანხების განთავსებას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების საბანკო ანგარიშებზე.
ქოლ-ცენტრების თანამშრომლები წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, ცრუ სატელეფონო ნომრების გამოყენებით უკავშირდებოდნენ გერმანიისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, ეცნობოდნენ გამოგონილი სახელით, მათი კომპანიის ადგილსამყოფელის შესახებ აწვდიდნენ ყალბ ინფორმაციას და სთავაზობდნენ ფასიანი ქაღალდების, აქციების, სასაქონლო აქტივების, ვალუტებისა და კრიპტოვალუტების ელექტრონულ ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ შექმნილი ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით.
ოპერატორები მომხმარებლებს არწმუნებდნენ, რომ მათი დახმარებით ფასების ზრდა–შემცირებაზე ელექტრონული ვაჭრობის შემთხვევაში სოლიდურ მოგებას ნახავდნენ. მომხმარებლისგან თანხმობის მიღების შემდეგ მათგან ელექტრონული ვაჭრობისთვის გამოყოფილი თანხების განთავსება ხდებოდა დანაშაულებრივი ჯგუფის კონტროლის ქვეშ არსებულ საბანკო ანგარიშებზე.
დანაშაულებრივი გზით დაუფლებული ფულადი თანხები საბანკო ტრანზაქციების მეშვეობით თავსდებოდა ორგანიზებული ჯგუფის მიერ უცხოეთში დაფუძნებული კომპანიების ანგარიშებზე, საიდანაც ფიქტიური დანიშნულებით, თითქოსდა გაწეული მომსახურების სანაცვლოდ ირიცხებოდა საქართველოში, მათივე კომპანიების ანგარიშებზე.
საქმეზე გამოძიება თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზების მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყებაში აცხადებენ, რომ ანალოგიურ ფაქტზე გასული წლის ოქტომბერში საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური ორგანიზებული ჯგუფის შვიდი წევრის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურა, გერმანულ მხარესთან თანამშრომლობით, ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს ტრანსნაციონალური დანაშაულის ფაქტებზე გამოძიებას სხვა პირების იდენტიფიცირების და მხილების მიზნით.