https://sputnik-georgia.com/20211130/afera-milionobit-larze-saqartvelosi-kidev-erti-tarlituri-sqema-gamoavlines-262490979.html
აფერა მილიონობით ლარზე: საქართველოში კიდევ ერთი თაღლითური სქემა გამოავლინეს
აფერა მილიონობით ლარზე: საქართველოში კიდევ ერთი თაღლითური სქემა გამოავლინეს
Sputnik საქართველო
თაღლითების მსხვერპლი გახდა დაახლოებით სამი ათასი ადამიანი, რომლებმაც საერთო ჯამში 27,5 მლნ ლარი დაკარგეს 30.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-30T19:09+0400
2021-11-30T19:09+0400
2021-11-30T19:09+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23406/78/234067811_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_a9c00b39b82237ff6d5969835fedf95e.jpg
თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ გამოავლინა თაღლითური სქემა და დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, რომლებიც 12,7 მლნ ლარის ოდენობის თანხას მოტყუებით დაუფლნენ, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.როგორც გამოძიებით დადგინდა, დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორებმა 2014 წელს დააფუძნეს შპს „თბილისის ტრეიდერთა კლუბი“ და შპს „ფორექს ინვესტი“ და აღნიშნული კომპანიების საქმიანობის სფეროდ საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე ფინანსური აქტივებით ვაჭრობა მიუთითეს.მოგვიანებით ბრალდებულებმა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და მარნეულში გახსნეს კომპანიის ფილიალები, რომელთა წარმომადგენლებიც, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მითითებით, ხვდებოდნენ და არწმუნებდნენ მოქალაქეებს, დაებანდათ თანხები თითქოსდა მოგების მიღების მიზნით.ამასთან, კომპანიების წარმომადგენლები ატყუებდნენ მოქალაქეებს, რომ კომპანია წარმოადგენდა შუამავალ რგოლს და მათ წინაშე ანგარიშვალდებულნი იქნებოდნენ უცხოელი პარტნიორები - შვეიცარული ბანკი და ბრიტანული კომპანია.პროკურატურის მონაცემებით, 2014-2018 წლებში დაახლოებით 3 ათასმა მოქალაქემ კომპანიის ანგარიშებზე 27,5 მილიონ ლარზე მეტი თანხა შეიტანა, საიდანაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები 12,7 მლნ ლარს მოტყუებით დაეუფლნენ.უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით მათ აღნიშნული თანხები მათთან დაკავშირებული სხვადასხვა კომპანიების ანგარიშებზე გადარიცხეს, საიდანაც თანხები დივიდენდის და ხელფასის სახით გაიტანეს.დაჯგუფების ორ დაკავებულ წევრს ბრალდება წარედგინა თაღლითობასა და ფულის გათეთრებაში და მათ 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.დანაშაულებრივი სქემის სხვა მონაწილეთა დადგენა-გამოვლენის მიზნით გამოძიება გრძელდება.
https://sputnik-georgia.com/20211026/afera-camortmeul-binebtan-dakavsirebit-sasamartlom-tarlits-ganaceni-gamoutana-261510713.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23406/78/234067811_83:0:1416:1000_1920x0_80_0_0_3d8c6e0cbb03981677cb178e9e9e6cf8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
აფერა მილიონობით ლარზე: საქართველოში კიდევ ერთი თაღლითური სქემა გამოავლინეს
თაღლითების მსხვერპლი გახდა დაახლოებით სამი ათასი ადამიანი, რომლებმაც საერთო ჯამში 27,5 მლნ ლარი დაკარგეს
თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ გამოავლინა თაღლითური სქემა და დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, რომლებიც 12,7 მლნ ლარის ოდენობის თანხას მოტყუებით დაუფლნენ, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ
ინფორმაციაში.
როგორც გამოძიებით დადგინდა, დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორებმა 2014 წელს დააფუძნეს შპს „თბილისის ტრეიდერთა კლუბი“ და შპს „ფორექს ინვესტი“ და აღნიშნული კომპანიების საქმიანობის სფეროდ საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე ფინანსური აქტივებით ვაჭრობა მიუთითეს.
მოგვიანებით ბრალდებულებმა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და მარნეულში გახსნეს კომპანიის ფილიალები, რომელთა წარმომადგენლებიც, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მითითებით, ხვდებოდნენ და არწმუნებდნენ მოქალაქეებს, დაებანდათ თანხები თითქოსდა მოგების მიღების მიზნით.
ამასთან, კომპანიების წარმომადგენლები ატყუებდნენ მოქალაქეებს, რომ კომპანია წარმოადგენდა შუამავალ რგოლს და მათ წინაშე ანგარიშვალდებულნი იქნებოდნენ უცხოელი პარტნიორები - შვეიცარული ბანკი და ბრიტანული კომპანია.
პროკურატურის მონაცემებით, 2014-2018 წლებში დაახლოებით 3 ათასმა მოქალაქემ კომპანიის ანგარიშებზე 27,5 მილიონ ლარზე მეტი თანხა შეიტანა, საიდანაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები 12,7 მლნ ლარს მოტყუებით დაეუფლნენ.
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით მათ აღნიშნული თანხები მათთან დაკავშირებული სხვადასხვა კომპანიების ანგარიშებზე გადარიცხეს, საიდანაც თანხები დივიდენდის და ხელფასის სახით გაიტანეს.
დაჯგუფების ორ დაკავებულ წევრს ბრალდება წარედგინა თაღლითობასა და ფულის გათეთრებაში და მათ 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
დანაშაულებრივი სქემის სხვა მონაწილეთა დადგენა-გამოვლენის მიზნით გამოძიება გრძელდება.