აფერა ჩამორთმეულ ბინებთან დაკავშირებით: სასამართლომ თაღლითს განაჩენი გამოუტანა

CC BY-SA 2.0 / verkeorg / 484563651მოსამართლის ჩაქუჩი
მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2021
გამოწერა
მოსამართლემ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დიდი ოდენობით თაღლითობაში დამნაშავედ ცნო, ნათქვამია პროკურატურის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბრალდებულს სასჯელის სახით 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
საქმის მასალების თანახმად, 2019 წლის ივნისში ბრალდებული შეჰპირდა დაზარალებულს, თითქოსდა შეეძლო სისხლის სამართლის საქმეებზე სხვადასხვა კომპანიებისა და პირებისთვის სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩამორთმეული და ვითომდა პროკურატურის ბალანსზე არსებული საცხოვრებელი ბინებისა და ავტომანქანის მისთვის გადაცემა, რის სანაცვლოდაც მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ 5.500 აშშ დოლარს.
გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ბრალდებული 2021 წლის 8 თებერვალს დააკავეს. მას გამოძიების პერიოდში აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ყველა ახალი ამბავი
0