https://sputnik-georgia.com/20220210/karantinis-vadebi-xut-dgemde-shemcirda-264325344.html
კონკრეტულად ვის ეხება იზოლაციისა და კარანტინის შემცირებული ვადები
კონკრეტულად ვის ეხება იზოლაციისა და კარანტინის შემცირებული ვადები
Sputnik საქართველო
იზოლაციისა და კარანტინის ვადები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, სხვა ქვეყნების პრაქტიკის გათვალისწინებით გადაიხედა. 10.02.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-02-10T18:38+0400
2022-02-10T18:38+0400
2023-08-17T18:16+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/09/264268579_0:0:3019:1699_1920x0_80_0_0_8c2ff5fb825f3bb1956b98a8c4bc0c91.jpg
თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. ჯანდაცვის სამინისტრომ იზოლაციისა და კარანტინის ვადები შეამცირა – ის დამოკიდებულია დაავადების სირთულეზე, ვაქცინაციასა და საქმიანობის სფეროზე.ექვსდღიანი კარანტინი, პერსონალის დეფიციტის შემთხვევაში, შეეხება სამედიცინო, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების, შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და თავდაცვის სამინისტროების, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს პროკურატურის, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს.თუმცა, ამ შემთხვევაში მოქმედებს გარკვეული პირობები: დაავადება უნდა მიმდინარეობდეს მსუბუქი ფორმით, ბოლო 24 საათში არ უნდა დაფიქსირდეს არანაირი სიმპტომი და იზოლაციის დასრულებისას პირი ვალდებულია წარადგინოს სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი. საქართველოში იზოლაციის ვადა, შესაძლოა, კიდევ შემცირდეს>>>ყველა სხვა ასიმპტომური ან მსუბუქი პაციენტისთვის იზოლაციის ვადა რვიდან შვიდ დღემდე შემცირდა. ბოლო დღე-ღამეში არ უნდა იყოს გამოვლენილი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები.საშუალოდ და მძიმედ მიმდინარე შემთხვევებისთვის იზოლაციის ვადა უცვლელი დარჩა და კვლავ 10 დღეს შეადგენს. ამასთან, სახეზე უნდა იყოს ჯანმრთელობის მკვეთრად გაუმჯობესების დინამიკა ბოლო 24 საათის განმავლობაში. მეტიც, საბოლოო გადაწყვეტილებას ექიმი იღებს.ყველა ამ შემთხვევაში იზოლაციის დასრულებიდან 5 დღის მანძილზე ნიღბის ტარება მკაცრად რეკომენდებულია.კარანტინის ვადები მცირდება ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტში მყოფი, არავაქცინირებული და არასრულად ვაქცინირებული პირებისთვისაც – რვიდან ხუთ დღემდე. აღნიშნულ პირებს იზოლაციის დასრულებიდან 6-12 დღის მანძილზე ეძლევათ ნიღბის ტარების მკაცრი რეკომენდაცია.ანალოგიური პირობები ვრცელდება იმ პირებზე, ვისაც ე.წ. ბუსტერ-დოზა არ აქვს გაკეთებული და ვაქცინის მეორე დოზის ჩატარებიდან გასულია 90 დღეზე მეტი. აღნიშნული რეგულაცია ეხება იმ პირებსაც, რომელთა ინფექციის გადატანიდან 60 დღეზე მეტია გასული.კარანტინს არ ექვემდებარებიან, თუმცა კონტაქტის შეწყვეტიდან მომდევნო 10 დღე ეძლევათ ნიღბის ტარების მკაცრი რეკომენდაცია: ბუსტერ-დოზით ვაქცინირებულ პირებს, სრულად ვაქცინირებულ პირებს (მეორე დოზის ჩატარებიდან 14-90 დღის განმავლობაში), ასევე 60 დღის განმავლობაში კოვიდ-გადატანილ პირებს.აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ქვეყნის ჯანდაცვის სფეროში კადრების დეფიციტი შეიქმნა. იზოლაციისა და კარანტინის ვადები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, სხვა ქვეყნების პრაქტიკის გათვალისწინებით გადაიხედა.წყარო: ჯანდაცვის სამინისტრო
https://sputnik-georgia.com/20220209/saqartvelosi-koornavirusze-dadebiti-testis-semtxvevasi-piri-sromisuunarod-caitvleba-264297285.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/09/264268579_78:0:2807:2047_1920x0_80_0_0_2829cbf93c69bbcd0eab8fa1c8726d12.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
კონკრეტულად ვის ეხება იზოლაციისა და კარანტინის შემცირებული ვადები
18:38 10.02.2022 (განახლებულია: 18:16 17.08.2023) იზოლაციისა და კარანტინის ვადები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, სხვა ქვეყნების პრაქტიკის გათვალისწინებით გადაიხედა.
თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. ჯანდაცვის სამინისტრომ იზოლაციისა და კარანტინის ვადები შეამცირა – ის დამოკიდებულია დაავადების სირთულეზე, ვაქცინაციასა და საქმიანობის სფეროზე.
ექვსდღიანი კარანტინი, პერსონალის დეფიციტის შემთხვევაში, შეეხება სამედიცინო, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების, შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და თავდაცვის სამინისტროების, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს პროკურატურის, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს.
თუმცა, ამ შემთხვევაში მოქმედებს გარკვეული პირობები: დაავადება უნდა მიმდინარეობდეს მსუბუქი ფორმით, ბოლო 24 საათში არ უნდა დაფიქსირდეს არანაირი სიმპტომი და იზოლაციის დასრულებისას პირი ვალდებულია წარადგინოს სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი.
ყველა სხვა ასიმპტომური ან მსუბუქი პაციენტისთვის იზოლაციის ვადა რვიდან შვიდ დღემდე შემცირდა. ბოლო დღე-ღამეში არ უნდა იყოს გამოვლენილი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები.
საშუალოდ და მძიმედ მიმდინარე შემთხვევებისთვის იზოლაციის ვადა უცვლელი დარჩა და კვლავ 10 დღეს შეადგენს. ამასთან, სახეზე უნდა იყოს ჯანმრთელობის მკვეთრად გაუმჯობესების დინამიკა ბოლო 24 საათის განმავლობაში. მეტიც, საბოლოო გადაწყვეტილებას ექიმი იღებს.
ყველა ამ შემთხვევაში იზოლაციის დასრულებიდან 5 დღის მანძილზე ნიღბის ტარება მკაცრად რეკომენდებულია.
კარანტინის ვადები მცირდება ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტში მყოფი, არავაქცინირებული და არასრულად ვაქცინირებული პირებისთვისაც – რვიდან ხუთ დღემდე. აღნიშნულ პირებს იზოლაციის დასრულებიდან 6-12 დღის მანძილზე ეძლევათ ნიღბის ტარების მკაცრი რეკომენდაცია.
ანალოგიური პირობები ვრცელდება იმ პირებზე, ვისაც ე.წ. ბუსტერ-დოზა არ აქვს გაკეთებული და ვაქცინის მეორე დოზის ჩატარებიდან გასულია 90 დღეზე მეტი. აღნიშნული რეგულაცია ეხება იმ პირებსაც, რომელთა ინფექციის გადატანიდან 60 დღეზე მეტია გასული.
კარანტინს არ ექვემდებარებიან, თუმცა კონტაქტის შეწყვეტიდან მომდევნო 10 დღე ეძლევათ ნიღბის ტარების მკაცრი რეკომენდაცია: ბუსტერ-დოზით ვაქცინირებულ პირებს, სრულად ვაქცინირებულ პირებს (მეორე დოზის ჩატარებიდან 14-90 დღის განმავლობაში), ასევე 60 დღის განმავლობაში კოვიდ-გადატანილ პირებს.
აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ქვეყნის ჯანდაცვის სფეროში კადრების დეფიციტი შეიქმნა. იზოლაციისა და კარანტინის ვადები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, სხვა ქვეყნების პრაქტიკის გათვალისწინებით გადაიხედა.