https://sputnik-georgia.com/20220209/saqartvelosi-koornavirusze-dadebiti-testis-semtxvevasi-piri-sromisuunarod-caitvleba-264297285.html
საქართველოში კორონავირუსზე დადებითი ტესტის შემთხვევაში პირი შრომისუუნაროდ ჩაითვლება
საქართველოში კორონავირუსზე დადებითი ტესტის შემთხვევაში პირი შრომისუუნაროდ ჩაითვლება
Sputnik საქართველო
ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე კორონავირუსზე დადებითი ტესტი საავადმყოფო ფურცელს გაუტოლდა
2022-02-09T23:55+0400
2022-02-09T23:55+0400
2023-08-17T18:16+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/0d/250331304_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_0e41cc3dc767ac3ef68f193e087b1636.jpg
თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. COVID-19-ით დაავადებული უსიმპტომო და მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტების შემთხვევაში ცნობა ტესტირების პოზიტიური შედეგის თაობაზე საავადმყოფო ფურცლის ტოლფასია და სამსახურში არგამოცხადების საპატიო მიზეზად ითვლება, შესაბამისი ცვლილებები ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაში უკვე ძალაში შევიდა.„დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესახებ“ ბრძანებაში შესული ცვლილებების თანახმად, დაავადებული უსიმპტომო და მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტების შემთხვევაში, დადებითი ტესტის თაობაზე ცნობა საავადმყოფოს ფურცელს გაუტოლდა.ამასთან, შრომისუუნარობის დაწყების თარიღი აითვლება სინჯის აღების თარიღიდან და გრძელდება 8 კალენდარული დღე.საქართველო „ომიკრონით" გამოწვეულ კორონავირუსის მეექვსე ტალღას ებრძვის. დღეს კორონავირუსის 25.161 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მაშინ, როდესაც იანვრის შუა პერიოდში ინფიცირებულთა საშუალო მაჩვენებელი 4–5 ათასი იყო. ეპიდემიოლოგების განცხადებით, ახალი შემთხვევების უმეტესობა „ომიკრონს“ უკავშირდება.წყარო - საქართველოს მაცნე
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/0d/250331304_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_cf0618c189972a6268d45bae081e00ae.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კოვიდ-დადებითი ტესტი პირი შრომისუუნარო
კოვიდ-დადებითი ტესტი პირი შრომისუუნარო
საქართველოში კორონავირუსზე დადებითი ტესტის შემთხვევაში პირი შრომისუუნაროდ ჩაითვლება
23:55 09.02.2022 (განახლებულია: 18:16 17.08.2023) ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე კორონავირუსზე დადებითი ტესტი საავადმყოფო ფურცელს გაუტოლდა
თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. COVID-19-ით დაავადებული უსიმპტომო და მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტების შემთხვევაში ცნობა ტესტირების პოზიტიური შედეგის თაობაზე საავადმყოფო ფურცლის ტოლფასია და სამსახურში არგამოცხადების საპატიო მიზეზად ითვლება, შესაბამისი ცვლილებები ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაში უკვე ძალაში შევიდა.
„დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესახებ“ ბრძანებაში შესული ცვლილებების თანახმად, დაავადებული უსიმპტომო და მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტების შემთხვევაში, დადებითი ტესტის თაობაზე ცნობა საავადმყოფოს ფურცელს გაუტოლდა.
ამასთან, შრომისუუნარობის დაწყების თარიღი აითვლება სინჯის აღების თარიღიდან და გრძელდება 8 კალენდარული დღე.
საქართველო „ომიკრონით" გამოწვეულ კორონავირუსის მეექვსე ტალღას ებრძვის. დღეს კორონავირუსის 25.161 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მაშინ, როდესაც იანვრის შუა პერიოდში ინფიცირებულთა საშუალო მაჩვენებელი 4–5 ათასი იყო. ეპიდემიოლოგების განცხადებით, ახალი შემთხვევების უმეტესობა „ომიკრონს“ უკავშირდება.