ძიუდო: დასახელდა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა თელ-ავივის გრანდ-სლემისთვის

© Sputnik / STRINGERგურამ თუშიშვილი
გურამ თუშიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 08.02.2022
გამოწერა
ისრაელში გრანდ-სლემი 17-19 თებერვალს გაიმართება. ტურნირზე სულ 323 ძიუდოისტია რეგისტრირებული.
თბილისი, 8 თებერვალი – Sputnik. ცნობილი გახდა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ისრაელის ქალაქ თელ-ავივში დაგეგმილი გრანდ-სლემისთვის, ტურნირზე 17 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს.
ტურნირზე, რომელიც 17-19 თებერვალს გაიმართება, საქართველოდან 14 კაცი და 3 ქალი ძიუდოისტი გამოვა:
მამაკაცები: ირაკლი კუპატაძე, თემურ ნოზაძე (ორივე – 60 კგ), გიორგი თუთაშვილი, ლაშა ნადირაძე (66 კგ), ფრიდონ გიგანი, გიორგი ჩიხელიძე (ორივე – 73 კგ), ლევან გუგავა, ვლადიმირ ახალკაცი (ორივე – 81 კგ), უშანგი მარგიანი, გიორგი პაპუნაშვილი (ორივე – 90 კგ), ილია სულამანიძე, ონისე სანებლიძე (ორივე – 100 კგ), გურამ თუშიშვილი, ონისე ბუღაძე (ორივე +100 კგ).
ქალები: მარიამ ჯანაშვილი (52 კგ), ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ), სოფიო სომხიშვილი (+78 კგ).
ბოლო ინფორმაციით, თელ-ავივის გრანდ-სლემზე 33 ქვეყნის წარმომადგენელი 323 ძიუდოისტი (162 კაცი + 161 ქალი) მიიღებს მონაწილეობას.
ისრაელში გასულ წელს გამართული ტურნირი საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული აღმოჩნდა, გუნდმა ჯამში 8 მედალი (2 ოქრო, 1 ვერცხლი, 5 ბრინჯაო) მოიპოვა.
ძიუდო: შავდათუაშვილის ოქრო და ორი ბრინჯაო პარიზის გრანდ-სლემიდან>>
ოქროს მედლები ლაშა ბექაურმა (90 კგ) და გელა ზაალიშვილმა (+100 კგ) აიღეს. თემურ ნოზაძემ (60 კგ) მხოლოდ ფინალში წააგო, ხოლო ნუგზარ ტატალაშვილი (73 კგ), ბექა ღვინიაშვილი (90 კგ), ილია სულამანიძე (100 კგ), გურამ თუშიშვილი (+100 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.
ყველა ახალი ამბავი
0