https://sputnik-georgia.com/20220205/ziudo-savdatuasvilis-oqro-da-ori-brinjao-parizis-grand-slemidan-264185878.html
ძიუდო: შავდათუაშვილის ოქრო და ორი ბრინჯაო პარიზის გრანდ-სლემიდან
ძიუდო: შავდათუაშვილის ოქრო და ორი ბრინჯაო პარიზის გრანდ-სლემიდან
Sputnik საქართველო
პარიზის გრანდ-სლემის პირველ დღეს გამომსვლელმა სამივე ქართველმა ძიუდოისტმა მედალი მოიპოვა.
2022-02-05T23:04+0400
2022-02-05T23:04+0400
2022-02-05T23:05+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1a/252423503_34:0:1483:815_1920x0_80_0_0_1f0dd0d132a04e03dc0a64730d37dea9.jpg
თბილისი, 5 თებერვალი - Sputnik. ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე ძიუდოს გრან-სლემის გამარჯვებულია, ვაჟა მარგველაშვილი და ჯაბა პაპინაშვილი კი ბრინჯაოს მედლებს დასჯერდნენ.საფრანგეთის დედაქალაქში დღეს ძიუდოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირი, პარიზის გრანდ სლემი დაიწყო, სადაც საქართველოს ნაკრები ექვსი სპორტსმენით არის წარმოდგენილი. ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს ლაშა გუჯეჯიანის გაწვრთნილი ნაკრებიდან სამმა ძიუდოისტმა იასპარეზა და სამივე მათგანი ფინალურ ბლოკში ვიხილეთ.პარიზის გრანდ-სლემის პირველი ნომერი ლაშა შავდათუაშვილი, რომელიც 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა ტურნირის ფინალში იაპონელ სოიჩი ჰაშიმოტოს შეხვდა და გაფრთილებების ხარჯზე მეტოქის დამარცხება მოახერხა.მანამდე 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ჯაბა პაპინაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში აზერბაიჯანელ სპორტსმენს, კარამატ ჰუსეინოვს სუფთა გამარჯვებით სძლია და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე პირველი მედალი მოუტანა.პაპინაშვილის შემდეგ ბრინჯაოს მედალს დაეუფლა ვაჟა მარგველაშვილიც (66 კგ), რომელმაც მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ფრანგი დაიკი ბუბა ულამაზესი ილეთით დაამარცხა.პარიზის გრანდ-სლემი 5-6 თებერვალს იმართება. ხვალ 6 თებერვალს საფრანგეთის დედაქალაქში საქართველოს სახელით ტატო გრიგალაშვილი, ლუკა მაისურაძე და ბექა ღვინიაშვილი იასპარეზებენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1a/252423503_299:0:1386:815_1920x0_80_0_0_e069add9d4cf7da55c106178a18434c5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შავდათუაშვილი ოქრო და 2 ბრინჯაო პარიზი გრანდ-სლემი
შავდათუაშვილი ოქრო და 2 ბრინჯაო პარიზი გრანდ-სლემი
ძიუდო: შავდათუაშვილის ოქრო და ორი ბრინჯაო პარიზის გრანდ-სლემიდან
23:04 05.02.2022 (განახლებულია: 23:05 05.02.2022) პარიზის გრანდ-სლემის პირველ დღეს გამომსვლელმა სამივე ქართველმა ძიუდოისტმა მედალი მოიპოვა.
თბილისი, 5 თებერვალი - Sputnik. ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე ძიუდოს გრან-სლემის გამარჯვებულია, ვაჟა მარგველაშვილი და ჯაბა პაპინაშვილი კი ბრინჯაოს მედლებს დასჯერდნენ.
საფრანგეთის დედაქალაქში დღეს ძიუდოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირი, პარიზის გრანდ სლემი დაიწყო, სადაც საქართველოს ნაკრები ექვსი სპორტსმენით არის წარმოდგენილი. ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს ლაშა გუჯეჯიანის გაწვრთნილი ნაკრებიდან სამმა ძიუდოისტმა იასპარეზა და სამივე მათგანი ფინალურ ბლოკში ვიხილეთ.
პარიზის გრანდ-სლემის პირველი ნომერი ლაშა შავდათუაშვილი, რომელიც 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა ტურნირის ფინალში იაპონელ სოიჩი ჰაშიმოტოს შეხვდა და გაფრთილებების ხარჯზე მეტოქის დამარცხება მოახერხა.
მანამდე 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ჯაბა პაპინაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში აზერბაიჯანელ სპორტსმენს, კარამატ ჰუსეინოვს სუფთა გამარჯვებით სძლია და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე პირველი მედალი მოუტანა.
პაპინაშვილის შემდეგ ბრინჯაოს მედალს დაეუფლა ვაჟა მარგველაშვილიც (66 კგ), რომელმაც მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ფრანგი დაიკი ბუბა ულამაზესი ილეთით დაამარცხა.
პარიზის გრანდ-სლემი 5-6 თებერვალს იმართება. ხვალ 6 თებერვალს საფრანგეთის დედაქალაქში საქართველოს სახელით ტატო გრიგალაშვილი, ლუკა მაისურაძე და ბექა ღვინიაშვილი იასპარეზებენ.