https://sputnik-georgia.com/20220204/vis-sheexeba-subsidirebis-programa-264163896.html
ვის შეეხება დენისა და წყლის გაზრდილი ტარიფის სუბსიდირების პროგრამა
ვის შეეხება დენისა და წყლის გაზრდილი ტარიფის სუბსიდირების პროგრამა
Sputnik საქართველო
საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფი 2021 წლის 1 იანვრიდან 1 კვტ/სთ-ზე 3,5 თეთრით გაიზარდა. 04.02.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-02-04T19:40+0400
2022-02-04T19:40+0400
2022-02-04T21:43+0400
საქართველო
საქართველოს მთავრობა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23881/96/238819654_0:112:2001:1237_1920x0_80_0_0_84978daf22270ab5d847984d602cf6c6.jpg
თბილისი, 4 თებერვალი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ გამოსცა დადგენილება, რომლის თანახმად, წლის ბოლომდე მოსახლეობის გარკვეულ კატეგორიას გაძვირებული კომუნალური გადასახადების სუბსიდირებას გაუწევს.პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, შეღავათები შეეხება სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ოჯახებს. საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფი 2021 წლის 1 იანვრიდან 1 კვტ/სთ-ზე 3,5 თეთრით გაიზარდა.სუბსიდიას მიიღებენ 70.000 ან ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველი ოჯახები იმისგან დამოუკიდებლად, თუ რამდენ ელექტროენერგიას მოიხმარენ ისინი, და გადაიხდიან ყოველ მოხმარებულ 1 კვტ/სთ ელექტროენერგიაზე 3,5 თეთრით ნაკლებს, ვიდრე ისინი, ვისაც შეღავათი არ ეკუთვნის.სოციალურად დაუცველი იმ ოჯახებისათვის, რომელთა სარეიტინგო ქულა 70.000-დან 150.000-მდეა, სახელმწიფო განახორციელებს ყოველთვიურად მოხმარებული არაუმეტეს 200 კვტ/სთ ელექტროენერგიის საფასურის სუბსიდირებას 1 კვტ/სთ-ზე 3,5 თეთრის ოდენობით, გარდა თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისა. ეს შეღავათი გათვალისწინებულია 2022 წლის ბოლომდე. რაც შეეხება თბილისში რეგისტრირებულ ოჯახებს, ისინი სუბსიდიას სახელმწიფოსგან 1 აპრილიდან 31 ოქტომბრამდე მიიღებენ.70.000 და ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახები, რომლებიც ცხოვრობენ თბილისში, რუსთავში ან მცხეთაში, 2022 წლის იანვრიდან დეკემბრამდე პერიოდში მიიღებენ სასმელი წყლის სუბსიდიასაც მაქსიმუმ 100 ლარის ოდენობით, აღნიშნულია მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.ამჟამად საქართველოში 310.000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი ოჯახია რეგისტრირებული.წყარო: საქართველოს მთავრობა
https://sputnik-georgia.com/20220203/semeki-telmikosa-da-telasshi-shedis-264114140.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23881/96/238819654_100:0:1899:1349_1920x0_80_0_0_83fd6a3d85fe5aeb5add941bde2ae18a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საზოგადოება, ახალი ამბები
ვის შეეხება დენისა და წყლის გაზრდილი ტარიფის სუბსიდირების პროგრამა
19:40 04.02.2022 (განახლებულია: 21:43 04.02.2022) საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფი 2021 წლის 1 იანვრიდან 1 კვტ/სთ-ზე 3,5 თეთრით გაიზარდა.
თბილისი, 4 თებერვალი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ გამოსცა დადგენილება, რომლის თანახმად, წლის ბოლომდე მოსახლეობის გარკვეულ კატეგორიას გაძვირებული კომუნალური გადასახადების სუბსიდირებას გაუწევს.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, შეღავათები შეეხება სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ოჯახებს. საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფი 2021 წლის 1 იანვრიდან 1 კვტ/სთ-ზე 3,5 თეთრით გაიზარდა.
სუბსიდიას მიიღებენ 70.000 ან ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველი ოჯახები იმისგან დამოუკიდებლად, თუ რამდენ ელექტროენერგიას მოიხმარენ ისინი, და გადაიხდიან ყოველ მოხმარებულ 1 კვტ/სთ ელექტროენერგიაზე 3,5 თეთრით ნაკლებს, ვიდრე ისინი, ვისაც შეღავათი არ ეკუთვნის.
სოციალურად დაუცველი იმ ოჯახებისათვის, რომელთა სარეიტინგო ქულა 70.000-დან 150.000-მდეა, სახელმწიფო განახორციელებს ყოველთვიურად მოხმარებული არაუმეტეს 200 კვტ/სთ ელექტროენერგიის საფასურის სუბსიდირებას 1 კვტ/სთ-ზე 3,5 თეთრის ოდენობით, გარდა თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისა.
ეს შეღავათი გათვალისწინებულია 2022 წლის ბოლომდე.
რაც შეეხება თბილისში რეგისტრირებულ ოჯახებს, ისინი სუბსიდიას სახელმწიფოსგან 1 აპრილიდან 31 ოქტომბრამდე მიიღებენ.
70.000 და ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახები, რომლებიც ცხოვრობენ თბილისში, რუსთავში ან მცხეთაში, 2022 წლის იანვრიდან დეკემბრამდე პერიოდში მიიღებენ სასმელი წყლის სუბსიდიასაც მაქსიმუმ 100 ლარის ოდენობით, აღნიშნულია მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ამჟამად საქართველოში 310.000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი ოჯახია რეგისტრირებული.