https://sputnik-georgia.com/20220203/semeki-telmikosa-da-telasshi-shedis-264114140.html
არასწორად დარიცხული თანხა აბონენტებს დაუბრუნდებათ? სემეკი „თელმიკოსა" და „თელასში" შედის
არასწორად დარიცხული თანხა აბონენტებს დაუბრუნდებათ? სემეკი „თელმიკოსა" და „თელასში" შედის
Sputnik საქართველო
გასულ წელს სემეკმა მომხმარებელთა უფლებების დარღვევის გამო „თელასი" 50 ათასი ლარით, „თელმიკო“ კი 75 ათასი ლარით დააჯარიმა. 03.02.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-02-03T13:50+0400
2022-02-03T13:50+0400
2022-02-03T18:10+0400
საქართველო
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23443/34/234433421_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_6e40bcb1ca5270912a231ab00936c6b9.jpg
თბილისი, 3 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) სპეციალური სამუშაო ჯგუფი ელექტროგამანაწილებელ კომპანია „თელმიკოსა“ და „თელასის“ შემოწმებას მომავალი კვირიდან დაიწყებს, მონიტორინგი ერთი თვე გაგრძელდება.სემეკის მხრიდან მიღებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო მოქალაქეთა საჩივრები. კერძოდ, საქმე ეხება დეკემბრისა და იანვრის თვეებში მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახდის დარიცხვას, რომელიც არაერთი მომხმარებლის შემთხვევაში გაზრდილი ტარიფით განხორციელდა. გავრცელებული ინფორმაციით, დეკემბერსა და იანვარში გაზრდილი გადასახადის გამო სემეკში 100-მდე საჩივარია შესული.როგორც დღეს გამართულ სხდომაზე სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა, თუ ენერგოკომპანიების მხრიდან აბონენტებისთვის დარიცხული თანხების ცდომილება დადგინდება, მაშინ კომპანიები დაჯარიმდებიან, ხოლო მოქალაქეებს ზედმეტობით დარიცხული თანხები უკან დაუბრუნდებათ.სემეკის გადაწყვეტილებით, ენერგოკომპანიების შემოწმების პროცესი 3 მარტისთვის დასრულდება.„თელასი“ 50 ათასი ლარით დაჯარიმდა>>>გასულ წელს სემეკმა მომხმარებელთა უფლებების დარღვევის გამო „თელასი" 50 ათასი ლარით, „თელმიკო“ კი 75 ათასი ლარით დააჯარიმა.„თელასი" ერთ-ერთი მსხვილი ენერგოგამანაწილებელი კომპანიაა საქართველოში, რომელიც თითქმის 700 ათას მომხმარებელს ემსახურება. 2021 წელს კომპანია „თელასის“ ფუნქციები გაიყო და მომხმარებლის მომსახურების ნაწილში ის კომპანია „თელმიკომ“ ჩაანაცვლა, რომელმაც თბილისში ფუნქციონირება 1 ივლისიდან დაიწყო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23443/34/234433421_83:0:1416:1000_1920x0_80_0_0_a775f85aea0c2fc87e41c666f71d4dc0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
არასწორად დარიცხული თანხა აბონენტებს დაუბრუნდებათ? სემეკი „თელმიკოსა" და „თელასში" შედის
13:50 03.02.2022 (განახლებულია: 18:10 03.02.2022) გასულ წელს სემეკმა მომხმარებელთა უფლებების დარღვევის გამო „თელასი" 50 ათასი ლარით, „თელმიკო“ კი 75 ათასი ლარით დააჯარიმა.
თბილისი, 3 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) სპეციალური სამუშაო ჯგუფი ელექტროგამანაწილებელ კომპანია „თელმიკოსა“ და „თელასის“ შემოწმებას მომავალი კვირიდან დაიწყებს, მონიტორინგი ერთი თვე გაგრძელდება.
სემეკის მხრიდან მიღებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო მოქალაქეთა საჩივრები. კერძოდ, საქმე ეხება დეკემბრისა და იანვრის თვეებში მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახდის დარიცხვას, რომელიც არაერთი მომხმარებლის შემთხვევაში გაზრდილი ტარიფით განხორციელდა. გავრცელებული ინფორმაციით, დეკემბერსა და იანვარში გაზრდილი გადასახადის გამო სემეკში 100-მდე საჩივარია შესული.
როგორც დღეს გამართულ სხდომაზე სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა, თუ ენერგოკომპანიების მხრიდან აბონენტებისთვის დარიცხული თანხების ცდომილება დადგინდება, მაშინ კომპანიები დაჯარიმდებიან, ხოლო მოქალაქეებს ზედმეტობით დარიცხული თანხები უკან დაუბრუნდებათ.
„დღევანდელ სხდომაზე მარეგულირებელმა კომისიამ „თელასის" და „თელმიკოს" მრიცხველების აღრიცხვის სისტემების შემოწმების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ერთ თვეში დასრულდება. განისაზღვრა შემოწმების პროგრამა, რომელიც შეეხება მონაცემების აღებისა და ბაზაში მისი განთავსების, დარიცხვებისა და ქვითრების დაგზავნის პროცესს“, – განაცხადა ნარმანიამ.
სემეკის გადაწყვეტილებით, ენერგოკომპანიების შემოწმების პროცესი 3 მარტისთვის დასრულდება.
გასულ წელს სემეკმა მომხმარებელთა უფლებების დარღვევის გამო „თელასი" 50 ათასი ლარით, „თელმიკო“ კი 75 ათასი ლარით დააჯარიმა.
„თელასი" ერთ-ერთი მსხვილი ენერგოგამანაწილებელი კომპანიაა საქართველოში, რომელიც თითქმის 700 ათას მომხმარებელს ემსახურება. 2021 წელს კომპანია „თელასის“ ფუნქციები გაიყო და მომხმარებლის მომსახურების ნაწილში ის კომპანია „თელმიკომ“ ჩაანაცვლა, რომელმაც თბილისში ფუნქციონირება 1 ივლისიდან დაიწყო.