https://sputnik-georgia.com/20220127/telasi-50-atasi-larit-dajarimda-263934402.html
„თელასი“ 50 ათასი ლარით დაჯარიმდა
„თელასი“ 50 ათასი ლარით დაჯარიმდა
Sputnik საქართველო
საქმე ისაა, რომ მომხმარებლის მომართვის საფუძველზე სემეკმა „თელასს“ აბონენტისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა მოსთხოვა. თუმცა კომპანიამ ეს არ შეასრულა
2022-01-27T18:08+0400
2022-01-27T18:08+0400
2022-01-27T18:27+0400
ეკონომიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23926/99/239269993_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_fe250ddd318dca5d4578e2eeea73ae57.jpg
თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ–ი) სს „თელასი“, სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 ათასი ლარით დააჯარიმა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.უწყების ცნობით, საქმე ეხება კომპანიის მიერ სემეკის გადაწყვეტილების დაუმორჩილებლობას. კერძოდ, მომხმარებლის მომართვის საფუძველზე, სემეკმა სს „თელასს“ მოსთხოვა აბონენტისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა. თუმცა კომპანიამ არ შეასრულა სემეკის მოთხოვნა.სს „თელასი“ საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ქსელური კომპანიაა, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის განაწილებას. კომპანია ემსახურება 697,4 ათას აბონენტს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23926/99/239269993_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_37b8bd96ae96417d231a1f7b8a96a219.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სემეკი თელასი ჯარიმა
„თელასი“ 50 ათასი ლარით დაჯარიმდა
18:08 27.01.2022 (განახლებულია: 18:27 27.01.2022) ენერგოგამანაწილებელი კომპანიის დაჯარიმების საფუძველი სემეკის მხრიდან აბონენტისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის მოთხოვნის შეუსრულებლობა გახდა.
თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ–ი) სს „თელასი“, სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 ათასი ლარით დააჯარიმა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, საქმე ეხება კომპანიის მიერ სემეკის გადაწყვეტილების დაუმორჩილებლობას. კერძოდ, მომხმარებლის მომართვის საფუძველზე, სემეკმა სს „თელასს“ მოსთხოვა აბონენტისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა. თუმცა კომპანიამ არ შეასრულა სემეკის მოთხოვნა.
„სს „თელასს“ განემარტა, რომ დარღვევის გამეორების შემთხვევაში სემეკი უფლებამოსილია იმსჯელოს კომპანიისთვის გაორმაგებული ჯარიმის დაკისრებაზე“, - აღნიშნეს სემეკში.
სს „თელასი“ საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ქსელური კომპანიაა, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის განაწილებას. კომპანია ემსახურება 697,4 ათას აბონენტს.