https://sputnik-georgia.com/20220204/mtavrobis-pirvelma-pirebma-zamtris-olimpiadaze-moaspareze-qartvelebs-warmateba-usurves-264143895.html
მთავრობის პირველმა პირებმა ზამთრის ოლიმპიადაზე მოასპარეზე ქართველებს წარმატება უსურვეს
მთავრობის პირველმა პირებმა ზამთრის ოლიმპიადაზე მოასპარეზე ქართველებს წარმატება უსურვეს
Sputnik საქართველო
ოლიმპიადაზე საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს ცხრა სპორტსმენი წარადგენს სპორტის სამ სახეობაში. წინა ზამთრის ოლიმპიადაზე კი საქართველო მხოლოდ ოთხი სპორტსმენით იყო წარმოდგენილი.
2022-02-04T12:46+0400
2022-02-04T12:46+0400
2022-02-04T17:33+0400
სპორტი
საქართველო
ახალი ამბები
პეკინის ოლიმპიური თამაშები
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/01/261703982_0:105:1280:826_1920x0_80_0_0_567c1671650e59f937fb1a6283c87ba6.jpg
თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ზამთრის ოლიმპიადაზე მოასპარეზე ქართველ სპორტსმენებს წარმატება უსურვეს.ჩინეთის დედაქალაქში ზამთრის ოლიმპიური თამაშები დღეს იწყება, სადაც საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს ცხრა სპორტსმენი წარადგენს სპორტის სამ სახეობაში. წინა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველო მხოლოდ ოთხი სპორტსმენით იყო წარმოდგენილი.სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია ზამთრის ოლიმპიადაზე ცხრა სპორტსმენით პირველად იასპარეზებს და ეს უკვე დიდი წარმატებაა.„მინდა წარმატებული ასპარეზობა ვუსურვო ჩვენს სპორტსმენებს და იმედი გამოვთქვა, რომ ისინი მიღწეულ შედეგებს ბევრად გააუმჯობესებენ", – აცხადებს თეა წულუკიანი.აღსანიშნავია, რომ ზამთრის ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველად ქართველი მოციგურავეები ყველა დისციპლინაში იქნებიან წარმოდგენილი, ამიტომაც ქართველი სპორტსმენები მედლების მიღებას შეეცდებიან როგორც ინდივიდუალურ, ისე გუნდურ შეჯიბრებებში.პეკინში ქართულ დელეგაციას უხელმძღვანელებს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, ოლიმპიურ სოფელში კი – საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი.პეკინის ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე საქართველოს ნაკრების მედროშეები მოციგურავე მორის ყვითელაშვილი და მოთხილამურე ნინო წიკლაური იქნებიან.ზამთრის XXIV ოლიმპიადა პეკინში 4 თებერვლიდან 20 თებერვლის ჩათვლით გაიმართება.
https://sputnik-georgia.com/20220203/saqartvelo-pekinis-zamtris-olimpiadaze-264118719.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/01/261703982_346:125:1152:729_1920x0_80_0_0_640bd8b0055def3ac0ae0ed37b34b4fa.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პეკინი ოლიმპიადა ღარიბაშვილი წულუკიანი სპორტსმენები
პეკინი ოლიმპიადა ღარიბაშვილი წულუკიანი სპორტსმენები
მთავრობის პირველმა პირებმა ზამთრის ოლიმპიადაზე მოასპარეზე ქართველებს წარმატება უსურვეს
12:46 04.02.2022 (განახლებულია: 17:33 04.02.2022) ზამთრის XXIV ოლიმპიადა პეკინში 4-დან 20 თებერვლის ჩათვლით გაიმართება, სადაც ქართული დელეგაცია ცხრა სპორტსმენით წარდგება.
თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ზამთრის ოლიმპიადაზე მოასპარეზე ქართველ სპორტსმენებს წარმატება უსურვეს.
ჩინეთის დედაქალაქში ზამთრის ოლიმპიური თამაშები დღეს იწყება, სადაც საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს ცხრა სპორტსმენი წარადგენს სპორტის სამ სახეობაში. წინა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველო მხოლოდ ოთხი სპორტსმენით იყო წარმოდგენილი.
„დღეიდან ქართველ სპორტსმენებს მთელი საქართველო გულშემატკივრობს. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენი ქვეყნის ცხრა სპორტსმენს, რომლებიც საქართველოს სახელით იასპარეზებენ სპორტის სამ სახეობაში", – ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.
სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია ზამთრის ოლიმპიადაზე ცხრა სპორტსმენით პირველად იასპარეზებს და ეს უკვე დიდი წარმატებაა.
„მინდა წარმატებული ასპარეზობა ვუსურვო ჩვენს სპორტსმენებს და იმედი გამოვთქვა, რომ ისინი მიღწეულ შედეგებს ბევრად გააუმჯობესებენ", – აცხადებს თეა წულუკიანი.
აღსანიშნავია, რომ ზამთრის ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველად ქართველი მოციგურავეები ყველა დისციპლინაში იქნებიან წარმოდგენილი, ამიტომაც ქართველი სპორტსმენები მედლების მიღებას შეეცდებიან როგორც ინდივიდუალურ, ისე გუნდურ შეჯიბრებებში.
პეკინში ქართულ დელეგაციას უხელმძღვანელებს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, ოლიმპიურ სოფელში კი – საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი.
პეკინის ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე საქართველოს ნაკრების მედროშეები მოციგურავე მორის ყვითელაშვილი და მოთხილამურე ნინო წიკლაური იქნებიან.
ზამთრის XXIV ოლიმპიადა პეკინში 4 თებერვლიდან 20 თებერვლის ჩათვლით გაიმართება.