საქართველო პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე

გამოწერა
ზამთრის XXIV ოლიმპიადა პეკინში 4-დან 20 თებერვლის ჩათვლით გაიმართება.
ჩინეთის დედაქალაქში საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს ცხრა სპორტსმენი წარადგენს სპორტის სამ სახეობაში. წინა ზამთრის ოლიმპიადაზე კი საქართველო მხოლოდ ოთხი სპორტსმენით იყო წარმოდგენილი.
აღსანიშნავია, რომ ზამთრის ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველად ქართველი მოციგურავეები ყველა დისციპლინაში იქნებიან წარმოდგენილი, ამიტომაც ქართველი სპორტსმენები მედლების მიღებას შეეცდებიან როგორც ინდივიდუალურ, ისე გუნდურ შეჯიბრებებში.
პეკინში ქართულ დელეგაციას უხელმძღვანელებს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, ოლიმპიურ სოფელში კი – საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი.
პეკინის ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე საქართველოს ნაკრების მედროშეები მოციგურავე მორის ყვითელაშვილი და მოთხილამურე ნინო წიკლაური იქნებიან.
ყველა ახალი ამბავი
0