Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ევროპაში შეზღუდვები იხსნება: „ომიკრონი“ კოლექტიურ იმუნიტეტს აყალიბებს

© AFP 2024 / JUSTIN TALLIS
  - Sputnik საქართველო, 1920, 04.02.2022
გამოწერა
თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. პანდემიის მიმდინარე ტალღის დასრულების შემდეგ ევროპის მოსახლეობის დიდ უმრავლესობას შესაძლოა კოლექტიური იმუნიტეტი ჩამოუყალიბდეს COVID-19-ის წინააღმდეგ, აცხადებენ ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრში (ECDC).

„იმის გათვალისწინებით, რომ დაავადების ახალი შემთხვევების აბსოლუტური უმრავლესობა დაკავშირებულია „ომიკრონის“ გავრცელებასთან, ამავე დროს კი ევროკავშირისა და ევროპის ეკონომიკური ზონის მოსახლეობის დაახლოებით 70%-მა პირველადი ვაქცინაციის კურსი დაასრულა, სრულიად მოსალოდნელია, რომ პანდემიის ამ ტალღის დასრულების შემდეგ რეგიონის მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ გარკვეული იმუნოლოგიური მეხსიერება შეიძინოს COVID-ის წინააღმდეგ“, — აღნიშნეს უწყებაში.

ამასთან ECDC-ში აცხადებენ, რომ გარკვეული შეზღუდვები აღარ არის ეფექტური პანდემიასთან საბრძოლველად. მათი თქმით, გასული ორი წლის განმავლობაში გატარებულმა ზომებმა ხელი შეუწყო COVID-19-ით სიკვდილიანობისა და ჯანდაცვის სერვისებზე დატვირთვის შემცირებას, მაგრამ ამავდროულად შეზღუდვებმა მძიმე სოციალური და ეკონომიკური შედეგები გამოიწვია.
„მაგალითად, ქვეყნებში შემავალი მოგზაურების წინააღმდეგ მკაცრმა ზომებმა შეიძლება მნიშვნელოვნად შეაფერხოს ვირუსის გავრცელება, მაგრამ მოგზაურობის შეზღუდვები ქვეყნებს შორის, სადაც ვირუსი უკვე გავრცელებულია, როგორც წესი, არაეფექტურია“, — აღნიშნეს ECDC-ში.
ამავდროულად, როგორც უწყებაში თქვეს, მიუხედავად იმისა, რომ COVID-19 ენდემურ დაავადებად გადაქცევისკენ მიდის, ახალი ეპიდემიების გამორიცხვა არ შეიძლება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გაძლიერებული ზედამხედველობა ჯერ ისევ საჭიროა.
„ომიკრონი“ დიდი შვებაა: ვირუსოლოგი შეზღუდვების უახლოეს კვირებში მოხსნას ელოდება>>
ამის პარალელურად ევროკავშირის ქვეყნებში, მიუხედავად „ომიკრონის“ გავრცელებისა, შეზღუდვები აქტიურად იხსნება. შეზღუდვები თითქმის მთლიანად გააუქმეს ან აპირებენ გააუქმონ დანიამ, შვედეთმა, ფინეთმა, შვეიცარიამ და სხვა სახელმწიფოებმა.
წყარო: „იზვესტია“
ყველა ახალი ამბავი
0