https://sputnik-georgia.com/20220203/gabunia-12-wlamde-bavsvebs-gansxvavebuli-dozis-vaqcina-swirdebat-264122897.html
გაბუნია: 12 წლამდე ასაკის ბავშვებს განსხვავებული დოზის ვაქცინა სჭირდებათ
გაბუნია: 12 წლამდე ასაკის ბავშვებს განსხვავებული დოზის ვაქცინა სჭირდებათ
Sputnik საქართველო
2022 წლის ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაში გათვალისწინებულია 12 წლამდე ბავშვების განსხვავებული დოზით ვაქცინაცია, ე.წ ბუსტერ დოზით ვაქცინაციის გაგრძელება და ივლისამდე მოსახლეობის 70%-ის აცრა.
2022-02-03T16:53+0400
2022-02-03T16:53+0400
2023-08-17T18:16+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
საქართველო
ახალი ამბები
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/05/261832897_105:192:1280:853_1920x0_80_0_0_67ff4465a65b7757786e78ecc6790a65.jpg
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. COVID-19-ის ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაში 12 წლამდე ბავშვების განსხვავებული დოზით ვაქცინირების საკითხი შევიდა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.გაბუნიას განცხადებით, 2022 წლის ვაქცინაციის ეროვნული გეგმა დღეს იმუნიზაციის საბჭომ განიხილა და ის მთავრობამ უნდა დაამტკიცოს. აღნიშნული გეგმის მიხედვით, გათვალისწინებულია 12 წლამდე ბავშვების განსხვავებული დოზით ვაქცინაცია, ე.წ. ბუსტერ–დოზით ვაქცინაციის გაგრძელება და ივლისამდე მოსახლეობის 70%-ის აცრა.როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განმარტა, 12 წლამდე ბავშვებს განსხვავებული დოზის ვაქცინა სჭირდებათ.ბავშვების ვაქცინაციასთან დაკავშირებით საუბარია კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინაზე, რომელიც ამ ეტაპზე მცირე ასაკის ჯგუფებში გამოსაყენებლად ჯანმოს მიერ რეკომენდირებული ერთადერთი პრეპარატია.როგორც ადრე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, საქართველო კომპანია Pfizer-თან დამატებით 2 მლნ დოზა ვაქცინის შესყიდვაზე მართავს მოლაპარაკებებს. მათ შორის, საუბარია ბავშვების დოზებზე. მისი თქმით, 5-11 წლის ბავშვების დოზები 12 წელს ზემოთ მოზარდების დოზებისგან განსხვავდება.კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვების მკურნალობის პროტოკოლი შეიცვალა>>საქართველოში რისკ-ჯგუფში შემავალი 12 წელს ზემოთ მოზარდების ვაქცინაცია გასული წლის შემოდგომაზე დაიწყო. იმუნიზაციის საბჭომ აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში ვაქცინაციის დაბალი ტემპისა და ბავშვებში ინფიცირების მაჩვენებლის გაზრდის გამო მიიღო.მსოფლიოში 12 წელს ზემოთ მოზარდების ვაქცინაცია Pfizer-ის და Moderna-ს პრეპარატებით ხდება. მოზარდების ასაცრელად ამ ვაქცინებს იყენებენ ისრაელში, კანადაში, აშშ-ში, იტალიაში, საფრანგეთში, გერმანიასა და ბელგიაში.
https://sputnik-georgia.com/20220111/saqartvelo-pfizeris-damatebit-dozebs-sheisyidis-263536736.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/05/261832897_215:219:1060:853_1920x0_80_0_0_4020ddd82ce4f801e2c54d6f0ff86a74.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ვაქცინაცია ბავშვები აცრა კორონავირუსი გაბუნია
ვაქცინაცია ბავშვები აცრა კორონავირუსი გაბუნია
გაბუნია: 12 წლამდე ასაკის ბავშვებს განსხვავებული დოზის ვაქცინა სჭირდებათ
16:53 03.02.2022 (განახლებულია: 18:16 17.08.2023) სპეციალისტების განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების 15%-ს ბავშვები შეადგენენ.
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. COVID-19-ის ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაში 12 წლამდე ბავშვების განსხვავებული დოზით ვაქცინირების საკითხი შევიდა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.
გაბუნიას განცხადებით, 2022 წლის ვაქცინაციის ეროვნული გეგმა დღეს იმუნიზაციის საბჭომ განიხილა და ის მთავრობამ უნდა დაამტკიცოს. აღნიშნული გეგმის მიხედვით, გათვალისწინებულია 12 წლამდე ბავშვების განსხვავებული დოზით ვაქცინაცია, ე.წ. ბუსტერ–დოზით ვაქცინაციის გაგრძელება და ივლისამდე მოსახლეობის 70%-ის აცრა.
როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განმარტა, 12 წლამდე ბავშვებს განსხვავებული დოზის ვაქცინა სჭირდებათ.
„12 წლის ზემოთ ისედაც მიმდინარეობს ვაქცინაცია. 12 წლამდე ბავშვებს სჭირდებათ განსხვავებული დოზის ვაქცინა და ამასთან დაკავშირებით გვაქვს წინასწარი მოლაპარაკება მწარმოებლებთან", – განაცხადა გაბუნიამ.
ბავშვების ვაქცინაციასთან დაკავშირებით საუბარია კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინაზე, რომელიც ამ ეტაპზე მცირე ასაკის ჯგუფებში გამოსაყენებლად ჯანმოს მიერ რეკომენდირებული ერთადერთი პრეპარატია.
როგორც ადრე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, საქართველო კომპანია Pfizer-თან დამატებით 2 მლნ დოზა ვაქცინის შესყიდვაზე მართავს მოლაპარაკებებს. მათ შორის, საუბარია ბავშვების დოზებზე. მისი თქმით, 5-11 წლის ბავშვების დოზები 12 წელს ზემოთ მოზარდების დოზებისგან განსხვავდება.
საქართველოში რისკ-ჯგუფში შემავალი 12 წელს ზემოთ მოზარდების ვაქცინაცია გასული წლის შემოდგომაზე დაიწყო. იმუნიზაციის საბჭომ აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში ვაქცინაციის დაბალი ტემპისა და ბავშვებში ინფიცირების მაჩვენებლის გაზრდის გამო მიიღო.
მსოფლიოში 12 წელს ზემოთ მოზარდების ვაქცინაცია Pfizer-ის და Moderna-ს პრეპარატებით ხდება. მოზარდების ასაცრელად ამ ვაქცინებს იყენებენ ისრაელში, კანადაში, აშშ-ში, იტალიაში, საფრანგეთში, გერმანიასა და ბელგიაში.