Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

საქართველო ბავშვებისთვის კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინას შეისყიდის

© photo: Sputnik / Igor Zarembo / გადასვლა მედიაბანკშიბავშვების ვაქცინაცია
ბავშვების ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 11.01.2022
გამოწერა
ამ დროისათვის ქვეყანას 550 ათას დოზამდე Pfizer-ის ვაქცინის მარაგი აქვს.
თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. საქართველო კომპანია Pfizer-თან დამატებით 2 მილიონი დოზა ვაქცინის შესყიდვაზე მართავს მოლაპარაკებებს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.
„გიდასტურებთ, რომ დამატებითი ვაქცინების, მათ შორის, ბავშვების დოზების შესყიდვაზე „ფაიზერთან“ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. თქვენ იცით, რომ 5-11 წლის ბავშვების დოზები 12 წელს ზემოთ მოზარდების დოზებისგან განსხვავდება. ამასთან, თუ მარტის ბოლოსთვის Pfizer-ს ექნება „ომიკრონის“ შტამისთვის სპეციფიკური ვაქცინა, საქართველოს ამაზეც განაცხადი აქვს გაკეთებული“, – აღნიშნა გამყრელიძემ ბრიფინგზე.
მთავარი ეპიდემიოლოგის ინფორმაციით, ქვეყანაში ამ დროისთვის 550 ათას დოზამდე Pfizer-ის ვაქცინაა, რომელთაც ვადა 31 მარტს გასდის. გარდა ამისა, ქვეყანაში Sinopharm-ისა და Sinovac-ის დაახლოებით 1,5 მილიონი დოზაა. აღნიშნულ პრეპარატებს ვადა 2023 წლის ზაფხულში გასდით.
ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 11.01.2022
COVID-19 - ბოლო ცნობები
გამყრელიძის საგანგაშო პროგნოზი: ინფიცირების დღიური 60 ათასი შემთხვევა თებერვალში
საქართველოში მოსახლეობის ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტს AstraZeneca-ს ვაქცინით დაიწყო. შემდეგ ქვეყანამ მიიღო ვაქცინა Pfizer-ი, რომლითაც ვაქცინაცია 30 მარტიდან დაიწყო. გარდა ამისა, 3 აპრილს საქართველომ Sinopharm-ის 100 ათასი დოზა მიიღო, რომლის გამოყენებაც 4 მაისიდან დაიწყო, რაც შეეხება Sinovac-ს, ჩინური პრეპარატით ვაქცინაცია 24 მაისს დაიწყო.
ყველა ახალი ამბავი
0