https://sputnik-georgia.com/20220111/gamyrelizis-sagangaso-prognozi-60000-semtxveva-dresi-263521890.html
გამყრელიძის საგანგაშო პროგნოზი: ინფიცირების დღიური 60 ათასი შემთხვევა თებერვალში
გამყრელიძის საგანგაშო პროგნოზი: ინფიცირების დღიური 60 ათასი შემთხვევა თებერვალში
Sputnik საქართველო
დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ომიკრონის 951–დან 621 შემთხვევა შეისწავლა.
2022-01-11T14:12+0400
2022-01-11T14:12+0400
2023-08-17T18:15+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/19/251270909_0:250:2400:1600_1920x0_80_0_0_4b01f23377658fbc6ee19db43b3377ab.jpg
თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში „ომიკრონის“ 951 შემთხვევიდან 621 ადამიანის მდგომარეობა დეტალურად შეისწავლეს, განაცხადა ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.გამყრელიძის ინფორმაციით, „ომიკრონით“ ინფიცირებულ ადამიანთა საშუალო ასაკი 32,9 წელია. აქედან 18 წელზე ნაკლები ასაკის სულ 71 მოზარდია. 5 წლამდე ასაკის ბავშვია – 13, მათ შორის 6 თვემდეა 3 ბავშვი.„ომიკრონის“ შემთხვევათა 83% საქართველოს მოქალაქეებში დაფიქსირდა, განაცხადა გამყრელიძემ.საქართველო ეპიდშტორმის ზღვარზე – ეპიდემიოლოგები არასახარბიელო პროგნოზს აკეთებენ>>მისი თქმით, ამ 621 შემთხვევიდან მხოლოდ 11 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. შვიდი მათგანი უკვე გაწერილია, ოთხი კი კლინიკებში რჩება. არცერთ მათგანს ინტენსიური თერაპია და რეანიმაცია არ დასჭირდა.მიუხედავად ამისა, გამყრელიძე კორონავირუსის შემთხვევების დიდ ზრდას ვარაუდობს, რაც სწორედ „ომიკრონ“ შტამით იქნება გამოწვეული.უზარმაზარი რიცხვების მიუხედავად გამყრელიძე ვარაუდობს, რომ „ომიკრონის“ პირობებში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი ბევრად ნაკლები იქნება, ვიდრე ეს „დელტა“ შტამის შემთხვევაში იყო.„„ომიკრონის“ დროს ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მერყეობს 5-დან 10%-მდე, მაშინ, როცა „დელტას“ დროს ეს მაჩვენებელი იყო 12, 15, 20%-მდე და უფრო აგრესიულად და მძიმედ მიმდინარეობდა. ამიტომ ჰოსპიტალიზაციის მოთხოვნა, დიდი ალბათობით, შემცირებული იქნება“, – აღნიშნა გამყრელიძემ.საქართველოში „ომიკრონ" შტამით ინფიცირების პირველი ორი შემთხვევა გასული წლის 20 დეკემბერს გამოვლინდა. ინფიცირებულებიდან ერთს აშშ-ში, მეორეს კი დუბაიში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა. შემდეგ ვირუსი დაუდასტურდა მათთან კონტაქტში მყოფ თითქმის ყველა პირს.ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ნოემბრის ბოლოს გამოვლენილ ახალ შტამ B.1.1.529-ს, რომელიც „შეშფოთების გამომწვევად" შეფასდა, ბერძნული ანბანის მე-15 ასოს მიხედვით „ომიკრონი" უწოდა.ექსპერტების თქმით, ახალ შტამს ახასიათებს ყელის „ფხაჭნის" შეგრძნება, მშრალი ხველა, თავისა და კუნთების მსუბუქად გამოხატული ტკივილი. ამ დროისათვის „ომიკრონი“ მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაშია გამოვლენილი.საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 5.486-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 968.313-ს მიაღწია.
https://sputnik-georgia.com/20220111/yelis-welis-tkivili-omikronis-simptomebi-263518713.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/19/251270909_134:252:1932:1600_1920x0_80_0_0_cf0b99f0207d517af334a02343e726bc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ომიკრონი კორონავირუსი პანდემია ეპიდემია გამყრელიძე შტამი პროგნოზი
ომიკრონი კორონავირუსი პანდემია ეპიდემია გამყრელიძე შტამი პროგნოზი
გამყრელიძის საგანგაშო პროგნოზი: ინფიცირების დღიური 60 ათასი შემთხვევა თებერვალში
14:12 11.01.2022 (განახლებულია: 18:15 17.08.2023) საქართველოში ლაბორატორიულად ახალი შტამი „ომიკრონის“ 951 შემთხვევა დადასტურდა.
თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში „ომიკრონის“ 951 შემთხვევიდან 621 ადამიანის მდგომარეობა დეტალურად შეისწავლეს, განაცხადა ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
გამყრელიძის ინფორმაციით, „ომიკრონით“ ინფიცირებულ ადამიანთა საშუალო ასაკი 32,9 წელია. აქედან 18 წელზე ნაკლები ასაკის სულ 71 მოზარდია. 5 წლამდე ასაკის ბავშვია – 13, მათ შორის 6 თვემდეა 3 ბავშვი.
„ომიკრონის“ შემთხვევათა 83% საქართველოს მოქალაქეებში დაფიქსირდა, განაცხადა გამყრელიძემ.
მისი თქმით, ამ 621 შემთხვევიდან მხოლოდ 11 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. შვიდი მათგანი უკვე გაწერილია, ოთხი კი კლინიკებში რჩება. არცერთ მათგანს ინტენსიური თერაპია და რეანიმაცია არ დასჭირდა.
მიუხედავად ამისა, გამყრელიძე კორონავირუსის შემთხვევების დიდ ზრდას ვარაუდობს, რაც სწორედ „ომიკრონ“ შტამით იქნება გამოწვეული.
„ჩვენ შეიძლება პიკში შევიდეთ სადღაც თებერვლის პირველ დეკადაში და შეიძლება იყოს დღიურად 60 ათასამდე შემთხვევა, რომლიდანაც ლაბორატორიულად გამოვლინდება დაახლოებით 20-30%, ანუ შეიძლება გვქონდეს დღიურად 10–15 ათასამდე შემთხვევა“, – განაცხადა გამყრელიძემ.
უზარმაზარი რიცხვების მიუხედავად გამყრელიძე ვარაუდობს, რომ „ომიკრონის“ პირობებში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი ბევრად ნაკლები იქნება, ვიდრე ეს „დელტა“ შტამის შემთხვევაში იყო.
„„ომიკრონის“ დროს ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მერყეობს 5-დან 10%-მდე, მაშინ, როცა „დელტას“ დროს ეს მაჩვენებელი იყო 12, 15, 20%-მდე და უფრო აგრესიულად და მძიმედ მიმდინარეობდა. ამიტომ ჰოსპიტალიზაციის მოთხოვნა, დიდი ალბათობით, შემცირებული იქნება“, – აღნიშნა გამყრელიძემ.
საქართველოში „ომიკრონ" შტამით ინფიცირების პირველი ორი შემთხვევა გასული წლის 20 დეკემბერს გამოვლინდა. ინფიცირებულებიდან ერთს აშშ-ში, მეორეს კი დუბაიში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა. შემდეგ ვირუსი დაუდასტურდა მათთან კონტაქტში მყოფ თითქმის ყველა პირს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ნოემბრის ბოლოს გამოვლენილ ახალ შტამ B.1.1.529-ს, რომელიც „შეშფოთების გამომწვევად" შეფასდა, ბერძნული ანბანის მე-15 ასოს მიხედვით „ომიკრონი" უწოდა.
ექსპერტების თქმით, ახალ შტამს ახასიათებს ყელის „ფხაჭნის" შეგრძნება, მშრალი ხველა, თავისა და კუნთების მსუბუქად გამოხატული ტკივილი. ამ დროისათვის „ომიკრონი“ მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაშია გამოვლენილი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 5.486-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 968.313-ს მიაღწია.