Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ყელის, წელის ტკივილი: კიდევ რა სიმპტომები ახასიათებს „ომიკრონს“

© Pixabay / ckstockphotoექიმი
ექიმი - Sputnik საქართველო, 1920, 11.01.2022
გამოწერა
ამ დროისათვის საქართველოში „ომიკრონით“ ინფიცირების 951 შემთხვევაა დადასტურებული.
თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. იმუნიზაციის ტექნიკურ ექსპერტთა ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე განმარტავს, რა სიმპტომები ახასიათებს კორონავირუსის ახალ „ომიკრონ“ შტამს.
ჩხაიძის განცხადებით, „ომიკრონით“ ინფიცირებისას პაციენტებში ყელის ტკივილი და ცხვირით სუნთქვის გაძნელება აღინიშნება, ასევე წელის ტკივილი, ღამით ოფლიანობა და პირღებინების შეგრძნება.
„მთლიანობაში ორგანიზმში ვირუსის მიმდინარეობა არის საშუალო სიმძიმის და, რაც მთავარია, სიმპტომები ხანგრძლივი არ არის, მხოლოდ 3–4 დღის განმავლობაში აღინიშნება და შემდეგ მდგომარეობა სწრაფად უმჯობესდება“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
მისი თქმით, უახლოეს დღეებში, შესაძლოა, კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ პიკს მიაღწიოს, რაც კორონავირუსის ახალი „ომიკრონ“ შტამის სწრაფ გავრცელებას უკავშირდება.
კოვიდ-კლინიკა - Sputnik საქართველო, 1920, 09.01.2022
COVID-19 - ბოლო ცნობები
უნდა გამკაცრდეს თუ არა კოვიდ-რეგულაციები - ინფექციონისტის განმარტება
საქართველოში „ომიკრონ" შტამით ინფიცირების პირველი ორი შემთხვევა გასული წლის 20 დეკემბერს გამოვლინდა. ინფიცირებულებიდან ერთს აშშ-ში, მეორეს კი დუბაიში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა. შემდეგ ვირუსი დაუდასტურდა მათთან კონტაქტში მყოფ თითქმის ყველა პირს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ნოემბრის ბოლოს გამოვლენილ ახალ შტამB.1.1.529-ს, რომელიც „შეშფოთების გამომწვევად" შეფასდა, ბერძნული ანბანის მე-15 ასოს მიხედვით „ომიკრონი" უწოდა.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 5.486-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 968.313-ს მიაღწია.
ყველა ახალი ამბავი
0