https://sputnik-georgia.com/20220129/vis-xarjze-gamdidrdnen-komerciuli-bankebi-263980794.html
რამდენით და ვის ან რის ხარჯზე გამდიდრდნენ კომერციული ბანკები?
რამდენით და ვის ან რის ხარჯზე გამდიდრდნენ კომერციული ბანკები?
Sputnik საქართველო
საბანკო სექტორის ერთი წელი... მკვეთრად გაზრდილი შემოსავლები და მოგების რეკორდული ნიშნული... დეპოზიტებისა და საკრედიტო პორტფელის სტრუქტურა და საპროცენტო... 29.01.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-01-29T19:16+0400
2022-01-29T19:16+0400
2022-01-31T12:06+0400
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/1d/250477835_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_b1bd3fab0e5e57be85554971be52fb1e.jpg
წესია ასეთი, დანაპირებს შესრულება უნდა... მახსოვს, იანვრის მეორე დეკადის დასაწყისში, გასული წლის მაკროეკონომიკური პარამეტრების შეჯამებისას, დავაანონსე, რომ ერთ-ერთი მორიგი სტატიით კომერციული საბანკო სექტორის ერთი წლის თავგადასავალს გიამბობდით. ერთი სიტყვით, პროლოგი რომ აღარ გამიგრძელდეს, პირდაპირ საქმეზე გადავალ და მომდევნო სტრიქონებით პირობის შესრულებას შევუდგები..თანმიმდევრულად მივყვეთ. ვიდრე თქვენს ყურადღებას ცალკეულ პარამეტრებზე გავამახვილებ, გეტყვით, რომ მიმდინარე წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, ქვეყნის საბანკოსექტორის აქტივებმა 60 მილიარდ ლარს 568 მილიონი ლარით გადააჭარბა. გასული წლის ბოლო თვეში საბანკო აქტივები ერთი მილიარდი ლარით გაიზარდა...წლის ბოლოს კომერციული ბანკები რეკორდულ მოგებაზე გავლენ, - ასეთი იყო საბანკო სფეროს ექსპერტებისა და ანალიტიკოსების პროგნოზი. უნდა ითქვას, გასული წლის მეორე კვარტლის მიწურულს გამოიკვეთა, რომ ეს ვარაუდი რეალისტური იყო. საბოლოოდ ექსპერტ ანალიტიკოსთა მოლოდინი გამართლდა...თავად განსაჯეთ, გასულ წელს ქვეყანაში მოქმედმა თოთხმეტმა კომეწლის ბოლოს კომერციული ბანკები რეკორდულ მოგებაზე გავლენ, - ასეთი იყო საბანკო სფეროს ექსპერტებისა და ანალიტიკოსების პროგნოზი. უნდა ითქვას, გასული წლის მეორე კვარტლის მიწურულს გამოიკვეთა, რომ ეს ვარაუდი რეალისტური იყო. საბოლოოდ ექსპერტ ანალიტიკოსთა მოლოდინი გამართლდა... რციულმა ბანკმა ჯამურად 2.08 მილიარდ ლარზე მეტი წმინდა მოგება მიიღო, რაც თითქმის ოცდაერთჯერ აღემატება წინა წლის შედეგს... მეტიც, ეს რეკორდული მაჩვენებელია... რა გასაკვირია, 2020 წელს ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი იყო, რაც კომერციული ბანკების შემოსავლებსა და მოგებაზე ნეგატიურად აისახა,, - ბრძანებს მკითხველი და სავარაუდოდ, დაინტერესდება, როგორია გასული წლის მონაცემების შეფარდება 2019 წლის ანუ პანდემიამდე პერიოდის მაჩვენებელთან. რა გაეწყობა, მკითხველის ინტერესს გავითვალისწინებ და აქამდე ნათქვამს დავსძენ, რომ კომერციული ბანკების 2021 წლის მოგება 2019 წლის მაჩვენებელზე - 953,635 მილიონ ლარზე ორჯერ მეტია კომერციული ბანკების პანდემიური, 2020 წლის მოგების მაჩვენებელმა სულ 99.26 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 89.6 პროცენტით ნაკლები იყო. ასე რომ, 2019-2020 წლებში კომერციული საბანკო სექტორის ჯამური წმინდა მოგება 1.05 მილიარდ ლარს უმნიშვნელოდ აღემატებოდა. შესაბამისად გასული წლის მოგება წინა ორი წლის მოგების ჯამურ მაჩვენებელს 1.03 მილიარდი ლარით აჭარბებს.საინტერესოა, როგორი იყო საბანკო სექტორის მოგება თვეების მიხედვით. ყველაზე მცირე მოცულობის მოგება კომერციულმა ბანკებმა წლის პირველ და ბოლო თვეში მიიღეს, შესაბამისად, იანვარში 113,3 მილიონი ლარისა და დეკემბერში 111,9 მილიონი ლარის ოდენობით. ყველაზე უხვი ივნისის თვე გამოდგა, როდესაც საბანკო სექტორის მოგება 294,6 მილიონ ლარს გაუტოლდა. მოგების მოცულობის სიდიდით მომდევნო პოზიცია აგვისტოს უკავია 233,1 მილიონი ლარით. პირველ სამეულშია ნოემბერი, როდესაც კომერციული ბანკების მოგებამ 209,2 მილიონი ლარი შეადგინა. სხვა თვეებში კი საბანკო სექტორის მოგების მოცულობა ასე გამოიყურება: თებერვალი - 132,1 მილიონი ლარი; მარტი - 166,3 მილიონი ლარი; აპრილი - 173 მილიონი ლარი; მაისი - 204 მილიონი ლარი; ივლისი - 177,9 მილიონი ლარი. სექტემბერი - 171,1 მილიონი ლარი და ბოლოს ოქტომბერი - 117,5 მილიონი ლარი.რამ განაპირობა კომერციული ბანკების რეკორდული მოგება?.. არახალია, უკვე მრავალი წელია ასეა, საბანკო საქმე ერთ-ერთი ყველაზე სარფიანია, - ბრძანებს მკითხველი და მართალიც იქნება, თუმცა დასმულ კითხვას პასუხი უნდა გაეცეს. საკმარისია, გადავხედოთ ეროვნული ბანკის სტატისტიკურ მონაცემებს და შევადაროთ წინა წლის მაჩვენებლებს, დავინახავთ, რომ საბანკო სექტორში მნიშვნელოვნად გაიზარდა, როგორც სესხებიდან, ასევე სხვა ფინანსური ოპერაციებიდან და საკომისიოებიდან მიღებული შემოსავლები, კერძოდ: ფიზიკური პირებზე გაცემული სესხებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2,48 მილიარდი ლარი შეადგინა. ზრდა 21 პროცენტია; იურიდიულ პირებზე გაცემული კრედიტებიდან შემოსავლები წინა წელთან შედარებით 18 პროცენტით გაიზარდა და 1, 67 მილიარდ ლარს გაუტოლდა. ასე რომ კომერციული ბანკების შემოსავლები მხოლოდ საკრედიტო პოლიტიკით თითქმის 40 პროცენტით გაიზარდა, რაც თანხობრივად 4,15 მილიარდი ლარია. ვალუტის კონვერტაციიდან საბანკო სექტორმა 301,2 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს. ზრდის მაჩვენებელი 1,459 პროცენტია. ჯარიმებიდან და საურავებიდან მიღებული შემოსავლები - 73,6 მილიონი ლარია, რაც წინა წლის მაჩვენებელს 32 პროცენტით აჭარბებს.ორიოდე სიტყვა კომერციული ბანკების ხარჯებზეც ვთქვათ. ფიზიკური და იურიდიული პირების დეპოზიტებზე დარიცხულმა საპროცენტო სარგებელმა და საბანკო სექტორის მიერ მისი კრედიტების მომსახურებაზე გაწეულმა ხარჯებმა ორ მილიარდ ლარს გადააჭარბა...საბანკო დეპოზიტები ვახსენე და ურიგო არ იქნება, დავინტერესდეთ, გასულ წელს როგორი იყო საბანკო სისტემაში არსებული დეპოზიტების მოცულობა. ინფორმაციის მოძიება მარტივია. კობა გვენეტაძის უწყების მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველი იანვრის მდგომარეობით გასული წლის პირველ დეკემბერთან შედარებით კომერციულ ბანკებში დეპოზიტების საერთო მოცულობა 1,4 მილიარდი ლარით, 3,92 პროცენტით გაიზარდა და 37,161,246,000 ლარს შეადგენდა.მომდევნო საკითხი, რაზეც მკითხველის ყურადღებას გავამახვილებ, უცხოურ ვალუტასა და ლარში არსებული დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთებია. უცხოურ ვალუტაში განთავსებულ ანაბრებზე ბანკების დიდმა ნაწილმა სარგებელს შეამცირა. კი, მაგრამ, რატომ, სესხებზე პროცენტებს ხომ ზრდიან? - ბრძანებს მკითხველი გაბრაზებული ტონით და მართალიც იქნება. საბანკო სფეროს სპეციალისტები უცხოურ ვალუტაში არსებულ დეპოზიტებზე სარგებელის შემცირების მიზეზად ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული ნორმატივებს ასახელებენ. ანუ? - ჩამეძიება მკითხველი და რა გაეწყობა, განვმარტავ, უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე მოთხოვნილი რეზერვის ნორმა ლარის რესურსთან შედარებით გაცილებით მაღალია...ასეა თუ ისე, ფაქტია, გასულ წელს კომერციული ბანკების დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა საპროცენტო განაკვეთებმა 4,9 პროცენტი შეადგინა. 2020 წელს ეს მაჩვენებელი 5,2 პროცენტი იყო.უცხოური ვალუტით გაცემული დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთი გასულ წელს საშუალოდ 2,1 პროცენტამდე შემცირდა. 2020 წელს ეს მაჩვენებელი 2,8 პროცენტი იყო. როგორი იყო უცხოურ ვალუტაში არსებულ დეპოზიტებზე სარგებლის ცვლილების დინამიკა? გასული წლის პირველი კვარტლის ბოლოსთვის სარგებელმა 2,3 პროცენტი შეადგინა, მეორე კვარტალში — 2,1 პროცენტი, მესამე კვარტალში — 1,9 პროცენტი, ხოლო მეოთხე კვარტალში — 1,7 პროცენტი.ეროვნული ვალუტით გაცემული დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთები საანგარიშო პერიოდში საშუალოდ წლიურად 9.4 პროცენტიდან 9,8 პროცენტამდე გაიზარდა. პირველ კვარტალში სარგებლის საპროცენტო განაკვეთი 9,3 პროცენტი იყო. მეორე კვარტალში — 9,7 პროცენტი, მესამე კვარტალში — 10,2 პროცენტი. მეოთხე კვარტალში კი — 10,5 პროცენტი.დარწმუნებული ვარ, მკითხველს ყველაზე მეტად კომერციული ბანკების საკრედიტო პორფელის სტრუქტურა და სხვადასხვა ტიპის სესხებზე დაწესებული საპროცენტო განაკვეთების ცვლილებების დინამიკა აინტერესებს. თანმიმდევრულად მივყვეთ...გასული წლის განმავლობაში კომერციულმა ბანკებმა ყველაზე მეტი მოცულობით, 6,24 მლრდ ლარით სამრეწველო სექტორი დააკრედიტეს საპროცენტო განაკვეთმა ეროვნული ვალუტით გაცემულ სესხებზე 13,58 პროცენტი, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე 6,72 პროცენტი შეადგინა.საკრედიტო პორტფელის სტრუქტურაში დაკრედიტების მოცულობის სიდიდით მომდევნო ადგილი სავაჭრო სექტორს უკავია. შარშან ვაჭრობა საბანკო სექტორმა 5,79 მილიარდი ლარით დააკრედიტა. საპროცენტო განაკვეთმა ლარში გაცემულ სესხებზე 13,24 პროცენტი, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე 6,49 პროცენტი შეადგინა. კრედიტების მოცულობითპირველ სამეულშია მშენებლობის სექტორი, რომელიც გასული წლის განმავლობაში კომერციულმა ბანკებმა 2,926 მილიარდი ლარით დააკრედიტეს. ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი 13,39 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტის სესხებზე 7,2 პროცენტი იყო... და ბოლოს, გასული წლის განმავლობაში საბანკო სექტორმა რეზიდენტ იურიდიულ პირებზე სულ 21 მილიარდი ლარის კრედიტი გასცეს, მათ შორის, ეროვნულ ვალუტაში10,6 მილიარდი ლარი, ხოლო ამერიკულ დოლარში 10,4 მილიარდი ლარის ექვივალენტის.საანგარიშო პერიოდში კრედიტის საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 10,8 პროცენტი შეადგინა. 2020 წელს კი ეს მაჩვენებელი 10,5 პროცენტი იყო. უნდა ითქვას, რომ გაიზარდა ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთები... კერძოდ, 15,3 პროცენტიდან 15,5 პროცენტამდე. უცხოური ვალუტით გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი შარშან საშუალოდ 6,7 პროცენტამდე შემცირდა. 2020 წელს ეს მაჩვენებელი 6,9 პროცენტი იყო.ვნახოთ, გასული წლის განმავლობაში როგორ იცვლებოდა საპროცენტო განაკვეთი... უცხოური ვალუტით გაცემულ სესხებს, საპროცენტო განაკვეთი პირველი კვარტლის ბოლოს 6,9 პროცენტი იყო, მეორე კვარტალში — 6,7 პროცენტი, მესამე კვარტალში — 6,6 პროცენტი, ხოლო მეოთხე კვარტალში — 6,5 პროცენტი. ეროვნული ვალუტით გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი პირველ კვარტალში 15,2 პროცენტს შეადგენდა, მეორე კვარტალში — 15,4 პროცენტს, მესამე კვარტალში — 15,6 პროცენტს, მეოთხე კვარტალში — 15,7 პროცენტს.დასკვნის სახით, სტატისტიკური მონაცემების ზედაპირული ანალიზიც კი გვიჩვენებს, რომ ეროვნულ ვალუტაში ნომინირებულ დეპოზიტებსა და კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა, ხოლო უცხოურ ვალუტაში კი შემცირდა... ამასობაში, საბანკო სფეროს ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში თანდათან შემცირდა უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ტემპი... რატომ? როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, მთავარი მიზეზი ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული შეზღუდვა, რომლითაც უცხოურ ვალუტაში გასაცემი კრედიტის მაქსიმალური ვადა 15 წლიდან 10 წლამდე შემცირდა... ანალიტიკოსების შეფასებით, კობა გვენეტაძის უწყების ეს გადაწყვეტილება კომერციული ბანკების მიმდინარე წლის საკრედიტო პორტფელზე აისახება... მათი თქმით, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა შემცირდება, ხოლო ლარში დაკრედიტების ტემპი გაიზრდება. რამდენად გამართლდება ეს პროგნოზი დრო გვიჩვენებს, მალევე გაირკვევა რა გავლენა ექნება საბანკო სისტემის სამრედიტო პოლიტიკაზე ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას...სამსონ ხონელი
https://sputnik-georgia.com/20220120/pandemiuri-yulabis-ambavi-263773380.html
https://sputnik-georgia.com/20220110/ekonomikuri-mimoxilva-263503335.html
https://sputnik-georgia.com/20220106/wlis-ekonomikuri-shejameba-263416601.html
https://sputnik-georgia.com/20211224/rodis-igrdznobs-mosaxleoba-ekonomikur-zrdas-263132546.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/1d/250477835_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_1428e18359173d81501a1a5b6309b983.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
წესია ასეთი, დანაპირებს შესრულება უნდა... მახსოვს, იანვრის მეორე დეკადის დასაწყისში, გასული წლის მაკროეკონომიკური პარამეტრების შეჯამებისას, დავაანონსე, რომ ერთ-ერთი მორიგი სტატიით კომერციული საბანკო სექტორის ერთი წლის თავგადასავალს გიამბობდით. ერთი სიტყვით, პროლოგი რომ აღარ გამიგრძელდეს, პირდაპირ საქმეზე გადავალ და მომდევნო სტრიქონებით პირობის შესრულებას შევუდგები..თანმიმდევრულად მივყვეთ. ვიდრე თქვენს ყურადღებას ცალკეულ პარამეტრებზე გავამახვილებ, გეტყვით, რომ მიმდინარე წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, ქვეყნის საბანკოსექტორის აქტივებმა 60 მილიარდ ლარს 568 მილიონი ლარით გადააჭარბა. გასული წლის ბოლო თვეში საბანკო აქტივები ერთი მილიარდი ლარით გაიზარდა...
წლის ბოლოს კომერციული ბანკები რეკორდულ მოგებაზე გავლენ, - ასეთი იყო საბანკო სფეროს ექსპერტებისა და ანალიტიკოსების პროგნოზი. უნდა ითქვას, გასული წლის მეორე კვარტლის მიწურულს გამოიკვეთა, რომ ეს ვარაუდი რეალისტური იყო. საბოლოოდ ექსპერტ ანალიტიკოსთა მოლოდინი გამართლდა...
თავად განსაჯეთ, გასულ წელს ქვეყანაში მოქმედმა თოთხმეტმა კომეწლის ბოლოს კომერციული ბანკები რეკორდულ მოგებაზე გავლენ, - ასეთი იყო საბანკო სფეროს ექსპერტებისა და ანალიტიკოსების პროგნოზი. უნდა ითქვას, გასული წლის მეორე კვარტლის მიწურულს გამოიკვეთა, რომ ეს ვარაუდი რეალისტური იყო. საბოლოოდ ექსპერტ ანალიტიკოსთა მოლოდინი გამართლდა... რციულმა ბანკმა ჯამურად 2.08 მილიარდ ლარზე მეტი წმინდა მოგება მიიღო, რაც თითქმის ოცდაერთჯერ აღემატება წინა წლის შედეგს... მეტიც, ეს რეკორდული მაჩვენებელია... რა გასაკვირია, 2020 წელს ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი იყო, რაც კომერციული ბანკების შემოსავლებსა და მოგებაზე ნეგატიურად აისახა,, - ბრძანებს მკითხველი და სავარაუდოდ, დაინტერესდება, როგორია გასული წლის მონაცემების შეფარდება 2019 წლის ანუ პანდემიამდე პერიოდის მაჩვენებელთან. რა გაეწყობა, მკითხველის ინტერესს გავითვალისწინებ და აქამდე ნათქვამს დავსძენ, რომ კომერციული ბანკების 2021 წლის მოგება 2019 წლის მაჩვენებელზე - 953,635 მილიონ ლარზე ორჯერ მეტია კომერციული ბანკების პანდემიური, 2020 წლის მოგების მაჩვენებელმა სულ 99.26 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 89.6 პროცენტით ნაკლები იყო. ასე რომ, 2019-2020 წლებში კომერციული საბანკო სექტორის ჯამური წმინდა მოგება 1.05 მილიარდ ლარს უმნიშვნელოდ აღემატებოდა. შესაბამისად გასული წლის მოგება წინა ორი წლის მოგების ჯამურ მაჩვენებელს 1.03 მილიარდი ლარით აჭარბებს.
საინტერესოა, როგორი იყო საბანკო სექტორის მოგება თვეების მიხედვით. ყველაზე მცირე მოცულობის მოგება კომერციულმა ბანკებმა წლის პირველ და ბოლო თვეში მიიღეს, შესაბამისად, იანვარში 113,3 მილიონი ლარისა და დეკემბერში 111,9 მილიონი ლარის ოდენობით. ყველაზე უხვი ივნისის თვე გამოდგა, როდესაც საბანკო სექტორის მოგება 294,6 მილიონ ლარს გაუტოლდა. მოგების მოცულობის სიდიდით მომდევნო პოზიცია აგვისტოს უკავია 233,1 მილიონი ლარით. პირველ სამეულშია ნოემბერი, როდესაც კომერციული ბანკების მოგებამ 209,2 მილიონი ლარი შეადგინა. სხვა თვეებში კი საბანკო სექტორის მოგების მოცულობა ასე გამოიყურება: თებერვალი - 132,1 მილიონი ლარი; მარტი - 166,3 მილიონი ლარი; აპრილი - 173 მილიონი ლარი; მაისი - 204 მილიონი ლარი; ივლისი - 177,9 მილიონი ლარი. სექტემბერი - 171,1 მილიონი ლარი და ბოლოს ოქტომბერი - 117,5 მილიონი ლარი.
რამ განაპირობა კომერციული ბანკების რეკორდული მოგება?.. არახალია, უკვე მრავალი წელია ასეა, საბანკო საქმე ერთ-ერთი ყველაზე სარფიანია, - ბრძანებს მკითხველი და მართალიც იქნება, თუმცა დასმულ კითხვას პასუხი უნდა გაეცეს. საკმარისია, გადავხედოთ ეროვნული ბანკის სტატისტიკურ მონაცემებს და შევადაროთ წინა წლის მაჩვენებლებს, დავინახავთ, რომ საბანკო სექტორში მნიშვნელოვნად გაიზარდა, როგორც სესხებიდან, ასევე სხვა ფინანსური ოპერაციებიდან და საკომისიოებიდან მიღებული შემოსავლები, კერძოდ: ფიზიკური პირებზე გაცემული სესხებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2,48 მილიარდი ლარი შეადგინა. ზრდა 21 პროცენტია; იურიდიულ პირებზე გაცემული კრედიტებიდან შემოსავლები წინა წელთან შედარებით 18 პროცენტით გაიზარდა და 1, 67 მილიარდ ლარს გაუტოლდა. ასე რომ კომერციული ბანკების შემოსავლები მხოლოდ საკრედიტო პოლიტიკით თითქმის 40 პროცენტით გაიზარდა, რაც თანხობრივად 4,15 მილიარდი ლარია. ვალუტის კონვერტაციიდან საბანკო სექტორმა 301,2 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს. ზრდის მაჩვენებელი 1,459 პროცენტია. ჯარიმებიდან და საურავებიდან მიღებული შემოსავლები - 73,6 მილიონი ლარია, რაც წინა წლის მაჩვენებელს 32 პროცენტით აჭარბებს.
ორიოდე სიტყვა კომერციული ბანკების ხარჯებზეც ვთქვათ. ფიზიკური და იურიდიული პირების დეპოზიტებზე დარიცხულმა საპროცენტო სარგებელმა და საბანკო სექტორის მიერ მისი კრედიტების მომსახურებაზე გაწეულმა ხარჯებმა ორ მილიარდ ლარს გადააჭარბა...
საბანკო დეპოზიტები ვახსენე და ურიგო არ იქნება, დავინტერესდეთ, გასულ წელს როგორი იყო საბანკო სისტემაში არსებული დეპოზიტების მოცულობა. ინფორმაციის მოძიება მარტივია. კობა გვენეტაძის უწყების მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველი იანვრის მდგომარეობით გასული წლის პირველ დეკემბერთან შედარებით კომერციულ ბანკებში დეპოზიტების საერთო მოცულობა 1,4 მილიარდი ლარით, 3,92 პროცენტით გაიზარდა და 37,161,246,000 ლარს შეადგენდა.
მომდევნო საკითხი, რაზეც მკითხველის ყურადღებას გავამახვილებ, უცხოურ ვალუტასა და ლარში არსებული დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთებია. უცხოურ ვალუტაში განთავსებულ ანაბრებზე ბანკების დიდმა ნაწილმა სარგებელს შეამცირა. კი, მაგრამ, რატომ, სესხებზე პროცენტებს ხომ ზრდიან? - ბრძანებს მკითხველი გაბრაზებული ტონით და მართალიც იქნება. საბანკო სფეროს სპეციალისტები უცხოურ ვალუტაში არსებულ დეპოზიტებზე სარგებელის შემცირების მიზეზად ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული ნორმატივებს ასახელებენ. ანუ? - ჩამეძიება მკითხველი და რა გაეწყობა, განვმარტავ, უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე მოთხოვნილი რეზერვის ნორმა ლარის რესურსთან შედარებით გაცილებით მაღალია...
ასეა თუ ისე, ფაქტია, გასულ წელს კომერციული ბანკების დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა საპროცენტო განაკვეთებმა 4,9 პროცენტი შეადგინა. 2020 წელს ეს მაჩვენებელი 5,2 პროცენტი იყო.
უცხოური ვალუტით გაცემული დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთი გასულ წელს საშუალოდ 2,1 პროცენტამდე შემცირდა. 2020 წელს ეს მაჩვენებელი 2,8 პროცენტი იყო. როგორი იყო უცხოურ ვალუტაში არსებულ დეპოზიტებზე სარგებლის ცვლილების დინამიკა? გასული წლის პირველი კვარტლის ბოლოსთვის სარგებელმა 2,3 პროცენტი შეადგინა, მეორე კვარტალში — 2,1 პროცენტი, მესამე კვარტალში — 1,9 პროცენტი, ხოლო მეოთხე კვარტალში — 1,7 პროცენტი.
ეროვნული ვალუტით გაცემული დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთები საანგარიშო პერიოდში საშუალოდ წლიურად 9.4 პროცენტიდან 9,8 პროცენტამდე გაიზარდა. პირველ კვარტალში სარგებლის საპროცენტო განაკვეთი 9,3 პროცენტი იყო. მეორე კვარტალში — 9,7 პროცენტი, მესამე კვარტალში — 10,2 პროცენტი. მეოთხე კვარტალში კი — 10,5 პროცენტი.
დარწმუნებული ვარ, მკითხველს ყველაზე მეტად კომერციული ბანკების საკრედიტო პორფელის სტრუქტურა და სხვადასხვა ტიპის სესხებზე დაწესებული საპროცენტო განაკვეთების ცვლილებების დინამიკა აინტერესებს. თანმიმდევრულად მივყვეთ...
გასული წლის განმავლობაში კომერციულმა ბანკებმა ყველაზე მეტი მოცულობით, 6,24 მლრდ ლარით სამრეწველო სექტორი დააკრედიტეს საპროცენტო განაკვეთმა ეროვნული ვალუტით გაცემულ სესხებზე 13,58 პროცენტი, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე 6,72 პროცენტი შეადგინა.
საკრედიტო პორტფელის სტრუქტურაში დაკრედიტების მოცულობის სიდიდით მომდევნო ადგილი სავაჭრო სექტორს უკავია. შარშან ვაჭრობა საბანკო სექტორმა 5,79 მილიარდი ლარით დააკრედიტა. საპროცენტო განაკვეთმა ლარში გაცემულ სესხებზე 13,24 პროცენტი, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე 6,49 პროცენტი შეადგინა. კრედიტების მოცულობითპირველ სამეულშია მშენებლობის სექტორი, რომელიც გასული წლის განმავლობაში კომერციულმა ბანკებმა 2,926 მილიარდი ლარით დააკრედიტეს. ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი 13,39 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტის სესხებზე 7,2 პროცენტი იყო... და ბოლოს, გასული წლის განმავლობაში საბანკო სექტორმა რეზიდენტ იურიდიულ პირებზე სულ 21 მილიარდი ლარის კრედიტი გასცეს, მათ შორის, ეროვნულ ვალუტაში10,6 მილიარდი ლარი, ხოლო ამერიკულ დოლარში 10,4 მილიარდი ლარის ექვივალენტის.
საანგარიშო პერიოდში კრედიტის საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 10,8 პროცენტი შეადგინა. 2020 წელს კი ეს მაჩვენებელი 10,5 პროცენტი იყო. უნდა ითქვას, რომ გაიზარდა ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთები... კერძოდ, 15,3 პროცენტიდან 15,5 პროცენტამდე. უცხოური ვალუტით გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი შარშან საშუალოდ 6,7 პროცენტამდე შემცირდა. 2020 წელს ეს მაჩვენებელი 6,9 პროცენტი იყო.
ვნახოთ, გასული წლის განმავლობაში როგორ იცვლებოდა საპროცენტო განაკვეთი... უცხოური ვალუტით გაცემულ სესხებს, საპროცენტო განაკვეთი პირველი კვარტლის ბოლოს 6,9 პროცენტი იყო, მეორე კვარტალში — 6,7 პროცენტი, მესამე კვარტალში — 6,6 პროცენტი, ხოლო მეოთხე კვარტალში — 6,5 პროცენტი. ეროვნული ვალუტით გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი პირველ კვარტალში 15,2 პროცენტს შეადგენდა, მეორე კვარტალში — 15,4 პროცენტს, მესამე კვარტალში — 15,6 პროცენტს, მეოთხე კვარტალში — 15,7 პროცენტს.
დასკვნის სახით, სტატისტიკური მონაცემების ზედაპირული ანალიზიც კი გვიჩვენებს, რომ ეროვნულ ვალუტაში ნომინირებულ დეპოზიტებსა და კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა, ხოლო უცხოურ ვალუტაში კი შემცირდა... ამასობაში, საბანკო სფეროს ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში თანდათან შემცირდა უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ტემპი... რატომ? როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, მთავარი მიზეზი ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული შეზღუდვა, რომლითაც უცხოურ ვალუტაში გასაცემი კრედიტის მაქსიმალური ვადა 15 წლიდან 10 წლამდე შემცირდა... ანალიტიკოსების შეფასებით, კობა გვენეტაძის უწყების ეს გადაწყვეტილება კომერციული ბანკების მიმდინარე წლის საკრედიტო პორტფელზე აისახება... მათი თქმით, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა შემცირდება, ხოლო ლარში დაკრედიტების ტემპი გაიზრდება. რამდენად გამართლდება ეს პროგნოზი დრო გვიჩვენებს, მალევე გაირკვევა რა გავლენა ექნება საბანკო სისტემის სამრედიტო პოლიტიკაზე ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას...