რა უნდა მეთქვა კიდევ?.. ანუ რა გაიზარდა, რა შემცირდა და რამდენით?

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliალილოს მსვლელობა
ალილოს მსვლელობა - Sputnik საქართველო, 1920, 10.01.2022
გამოწერა
მზარდი უმუშევრობა და ინფლაციით გაძვირებული სამომხმარებლო კალათა, გაზრდილი საარსებო მინიმუმი... სახელმწიფო საგარეო ვალი, როგორია მომავლის პროგნოზი, რას ვარაუდობენ სახელისუფლებო კაბინეტებში, აკადემიურ წრეებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში...
რამდენიმე დღის წინათ ქართული ეკონომიკის ბოლო ერთი წლის თავგადასავალი გიამბეთ. ორნიშნა ინფლაცია, საბაზო ეფექტით განპირობებული ეკონომიკური ზრდა, უმნიშვნელოდ გამყარებული ეროვნული ვალუტა, რეკორდულად გაზრდილი ფულადი გზავნილები და საგანგაშოდ შემცირებული უცხოური ინვესტიციები, − ასეთი იყო წინა სტატიის თეზისები... თუმცა, მიუხედაცად იმისა, რომ მონათხრობი საკმაოდ ვრცელი გამოდგა, სათქმელი მაინც დამრჩა. ამიტომაც მომდევნო სტრიქონებით საფინანსო-ეკონომიკური სისტემის კიდევ რამდენიმე პარამეტრზე გიამბობთ...
გასული წლის დეკემბრის თვისა და შესაბამისად საბოლოო სტატისტიკური მონაცემები ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ იანვარ-ნოემბრის მაჩვენებლებზე დაყრდნობით, ტენდენციებზე მსჯელობა თამამად შეგვიძლია.
ქუთაისი - Sputnik საქართველო, 1920, 06.01.2022
რა არის მოსალოცი?! ანუ რა დაახვედრა ხარმა ვეფხვს?
თქვენს ყურადღებას, პირველ რიგში, გაზრდილ საგარეო ვალზე გავამახვილებ. არახალია, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სახელმწიფო საგარეო ვალის მოცულობა საგრძნობლად გაიზარდა და გასული წლის პირველი ცხრა თვის მონაცემებით 10,4 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 59,6 პროცენტია. მათ შორის: სამთავრობო სექტორის ვალი 7,7 მილიარდი დოლარია, ეროვნული ბანკის ვალდებულებები კი 965,7 მილიონ დოლარს შეადგენს, სახელმწიფო საწარმოების სესხები 1,2 მილიარდი დოლარია, სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები კი 542,1 მილიონი დოლარი. ურიგო არ იქნება, თუ ბოლო რამდენიმე წლის დინამიკას გადავხედავთ. კერძოდ, 2012 წელს ქვეყნის საგარეო ვალი 4 მილიარდ დოლარს შეადგენდა. სამი წლის შემდეგ ის 5,2 მილიარდი დოლარი იყო. 2018 წელს კი საგარეო ვალი უკვე 5,4 მილიარდ დოლარს გაუტოლდა. 2019 წლის მონაცემებით, საგარეო ვალი კიდევ 300 მილიონი დოლარით გაიზარდა და 5,7 მილიარდი დოლარი შეადგინა. საგარეო ვალის ყველაზე მკვეთრი მატება 2020 წელს დაფიქსირდა, როდესაც მისი მოცულობა 7,5 მილიარდ დოლარს გადასცდა. საკმარისია ეს მონაცემები გავაანალიზოთ, დავინახავთ რომ ბოლო ცხრა წლის განმავლობაში სახელმწიფო საგარეო ვალი 393 პროცენტით გაიზარდა.
კორონავირუსის ეპიდემია - Sputnik საქართველო, 1920, 24.12.2021
როდის იგრძნობს მოსახლეობა ეკონომიკურ ზრდას, ანუ რაზე მეტყველებს სტატისტიკა?
საინტერესოა, ვინ არიან ქვეყნის კრედიტორები? მთავრობას ყველაზე დიდი მოცულობის ვალი, 2,205 მილიარდი დოლარი მსოფლიო ბანკის მართებს. აზიის განვითარების ბანკის ვალი 1,7 მილიარდ დოლარს შეადგენს. ევროპის საინვესტიციო ბანკის ვალი 855 მილიონი დოლარია, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდის კი − 209 მილიონი დოლარი. ცალკეული ქვეყნებიდან ყველაზე მეტი, 713 მილიონი დოლარი გერმანიის ვალი გვმართებს. საფრანგეთის 560 მილიონ დოლარამდე ვალი გვაქვს, იაპონიის ვალი 199 მილიონი დოლარია, რუსეთის კი 31,570 მილიონი დოლარი და ა.შ.
მოგახსენებთ, რომ 2020 წლის გაზაფხულიდან მოყოლებული მთავრობის მიერ ნასესხები თანხის უდიდესი ნაწილი COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ჯანდაცვისა და სოციალური პრობლემების გადასაჭრელად წარიმართა. კრედიტების ერთი ნაწილი კი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაიხარჯა.
საგარეო ვალზე საუბრის შემდეგ, ორიოდე სიტყვას, საგარეო ვაჭრობაზეც მოგახსენებთ. გასული წლის თერთმეტ თვეში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ჯამურად
12,8 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც გასულ წელთან შედარებით 25,1 პროცენტით მეტია. ათ თვეში ექსპორტი 26,7 პროცენტით გაიზარდა და3,8 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა, ხოლოიმპორტი კი 24,5 პროცენტით, 8,9 მილიარდ დოლარამდეა გაზრდილი. ამ სტატისტიკური მონაცემებით ირკვევა, რომ იანვარ-ნოემბერში საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 5,2 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40,4 პროცენტია...
ვალუტის გამცვლელი პუნქტი - Sputnik საქართველო, 1920, 20.12.2021
სად გარბის ლარი? ანუ ეროვნული ვალუტის წინასაახალწლო განწყობა
შემდეგი საკითხი − მზარდი უმუშევრობა და გაზრდილი საარსებო მინიმუმი. 2021 წლის მესამე კვარტალში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე გაიზარდა. თუკი 2020 წელს ეს მაჩვენებელი 17 პროცენტი იყო, გასულ წელს 19,5-პროცენტი შეადგინა. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ბოლო სამი წლისა და სამი კვარტალის განმავლობაში საქართველოში უმუშევრობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი − 22,1 პროცენტი გასული წლის მეორე კვარტალში დაფიქსირდა...
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებ-გვერდზე ვკითხულობთ: „2021 წლის მესამე კვარტალში სამუშაო ძალამ (ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ) შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 52,8 პროცენტი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2,5 პროცენტული პუნქტით მეტია, ხოლო დასაქმების დონე გაზრდილია 0,7 პროცენტული პუნქტით და 42,5 პროცენტს შეადგენს...“
ამავე უწყების მონაცემებით, გასულ წელს შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 195 ლარიდან 224 ლარამდე გაიზარდა. ანალიტიკოსთა შეფასებით, საარსებო მინიმუმი სწორედ ის სოციალური ორიენტირია რომელსაც მთავრობა ხელფასების ,შემწეობების, სტიპენდიებისა და სხვა სოციალური დახმარებების განსზღვრისათვის იყენებს და მისი ზრდა იმის მაუწყებელია რომ ქვეყანაში ცხოვრება ძვირდება და არსებობის მინიმალური დონის შენარჩუნებისათვის მეტი თანხაა საჭირო ვიდრე წარსულში. გასულ წელს რეკორდულად გაიზარდა საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახებისა და მოსახლეობის რაოდენობა. თავად განსაჯეთ, სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ნოემბერში შემწეობა 637 747 მოქალაქემ და 172 886 ოჯახმა მიიღო, რაც ქვეყნის მოსახლეობის 17,1 პროცენტია. სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მოსახლეობის 21,3 პროცენტი იმყოფება.
ბაზარი - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2021
რა ბედი ეწევა საპენსიო დანაზოგს?
და ბოლოს, ბუნებრივია, გასული წლის შედეგები მოსახლეობის ბედნიერების ინდექსზეც უარყოფითად აისახა. 150 ქვეყანას შორის გაეროს მსოფლიო ბედნიერების 2021 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო 108-ე ადგილზეა და სხვა სახელმწიფოების გარდა ჩამორჩება რეგიონის ქვეყნებსაც... კერძოდ, თურქეთს რომელიც 104 ადილზეა, აზერბაიჯანს, რომელსაც 90 პოზიცია უკავია, 86-ე ადგილზე მყოფ სომხეთსა და რუსეთის ფედერაციას, რომელიც 76 პოზიციაზეა. კი, მაგრამ, როგორ ადგენენ მოსახლეობის ბედნიერების ინდექსს? − შესაძლოა ჩამეძიოს მკითხველი. რა გაეწყობა, განვმარტავ, მოსახლეობის ბედნიერების ინდექსის დადგენისას ითვალისწინებენ ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, უმუშევრობის მაჩვენებლებს, განათლებისა და ჯანდაცვის დონეს, ჯანსაღი ერთ სულმოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის რაოდენობას, თავკისუფალი არჩევანის უფლებას, კორუფციის ხარისხს...
ორიოდე სიტყვა მომავლის პროგნოზსაც დავუთმოთ... მთავრობის ვარაუდით მიმდინარე წელს ეკონომიკა 6,3 პროცენტით გაიზრდება. ეროვნულ ბანკს კი მთავრობისგან განსხვავებული გათვლები აქვს. კობა გვენეტაძის უწყებას. ის ეკონომიკის 5 პროცენტიან ზრდას პროგნოზირებს.
ვალუტის გამცვლელი პუნქტი - Sputnik საქართველო, 1920, 11.12.2021
ვის რამდენით და რატომ გაუძვირდა კრედიტი?..
ამავე მოცულობის ზრდას ვარაუდობენ საინვესტიციო ბანკის Galt & Taggart-ის ექსპერტებიც. რაკი სიტყვა კვლევითი ინსტიტუტების მოლოდინებზე ჩამოვარდა, მოგახსენებთ, რომ „თიბისი კაპიტალის“ ანალიტიკოსთა პროგნოზით, 2022 წელს ეკონომიკა საშუალოდ 5,5 პროცენტით გაიზრდება. რა თქმა უნდა, საინტერესოა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების ხედვები. საქართველოში 2022 წელს ეკონომიკური ზრდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვარაუდით 5,8 პროცენტი, ხოლო მსოფლიო ბანკის პროგნოზით 5 პროცენტი იქნება... როგორია ინფლაციის პროგნოზი? − უსათუოდ დაინტერესდება ცხოვრების გაძვირებით დაქანცული მკითხველი. არც ის გამიკვირდება რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთის პერსპექტივითაც დაინტერესდეს... როგორც ქვეყნის მთავარი ბანკირი აცხადებს, ეროვნულ ბანკში ვარაუდობენ, რომ მიმდინარე წელს ინფლაცია 7 პროცენტამდე დაიკლებს, რეფინანსირების განაკვეთი კი 8,5 პროცენტამდე შემცირდება...
დღეისათვის სულ ეს იყო... ქვეყნის საფინანსო-ეკონომიკური სისტემის ახალი და კარგად დავიწყებული ძველი ამბებით უახლოეს მომავალში დაგიბრუნდებით... ჰო, რაც, მთავარია, არ იფიქროთ, რომ საბანკო სისტემის ერთწლიანი თავგადასავალი უყურადღებოდ დამრჩება, მით უფრო, რომ საბანკო სფეროს ექსპერტები და ანალიტიკოსები სისტემაში შემოსავლებისა და მოგების რეკორდულ მაჩვენებლებს ვარაუდობენ... ეროვნული ბანკის შემაჯამებელი ანგარიშის გამოქვეყნებას ველი და უმალ გაგაცნობთ ციფრებს, − ვინ რამდენი და როგორ?
სამსონ ხონელი
ყველა ახალი ამბავი
0