https://sputnik-georgia.com/20220128/sasamartlom-giorgi-lortqipanidze-patimrobashi-datova-263943399.html
სააკაშვილის მიერ საზღვრის კვეთა: ბრალდებული გიორგი ლორთქიფანიძე პატიმრობაში რჩება
სააკაშვილის მიერ საზღვრის კვეთა: ბრალდებული გიორგი ლორთქიფანიძე პატიმრობაში რჩება
Sputnik საქართველო
პროკურატურამ ლორთქიფანიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა გასული წლის 10 დეკემბერს დაიწყო.
2022-01-28T11:37+0400
2022-01-28T11:37+0400
2022-01-28T16:06+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23527/14/235271477_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_58da268dac1f08c286879a90833de761.jpg
თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ბრალდებული შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე პატიმრობაში დატოვა.აღკვეთის ღონისძიება გუშინ გამართულ სასამართლო სხდომაზე გადაისინჯა. საქმის პროკურორ გრიგოლ ნიშნიანიძის განმარტებით, არსებობდა საფუძვლები, რასაც მხოლოდ უმკაცრესი აღკვეთის ღონისძიება უზრუნველყოფდა. დაცვის მხარე აღნიშნულ შუამდგომლობას არ ეთანხმებოდა და აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას მოითხოვდა.სასამართლომ ბრალდების მხარის ყველა შუამდგომლობა დასაშვებად ცნო.საქართველოს პროკურატურამ ექს-ჩინოვნიკ გიორგი ლორთქიფანიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა გასული წლის 10 დეკემბერს დაიწყო.პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სწორედ ლორთქიფანიძემ შეიმუშავა ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის სამშობლოში არალეგალურად დაბრუნების გეგმა.პროკურატურა: სააკაშვილს საზღვრის კვეთაში გიორგი ლორთქიფანიძე ეხმარებოდა>>>ლორთქიფანიძეს ბრალდება სსკ-ის 25, 344-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი.სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სამშობლოში არალეგალურად 29 სექტემბერს დაბრუნდა და იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ლორთქიფანიძის გარდა, სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმის ფიგურანტი კიდევ ოთხი პირია – ელგუჯა ცომაია, მამა-შვილი წოწორიები და გიორგი ნიორაძე, რომელთაც დანაშაულის დაფარვა ედებათ ბრალად.აღნიშნული პირები 20 იანვარს სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. ელგუჯა ცომაიას, შალვა და ზურაბ წოწორიებს და გიორგი ნარიმანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა თითოეულს 5 ათას ლარიანი გირაოთი შეეცვალა.გიორგი ლორთქიფანიძე ასევე ბრალდებულია 2011 წლის 26 მაისს რუსთაველის გამზირზე მომიტინგეების დარბევის საქმეში. მას ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება. აღნიშნული საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.გიორგი ლორთქიფანიძე ამჟამად უკრაინაში ცხოვრობს, 2015-2016 წლებში ის უკრაინაში ოდესის პოლიციის უფროსის თანამდებობას იკავებდა.წყარო: პირველი არხი
https://sputnik-georgia.com/20220120/saakashvilis-mier-sazgvris-kveta-otxive-braldebuli-gatavisuplda-263757179.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23527/14/235271477_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_9a8ca95f4f1dcbf16b947626b9bb6146.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო სასამართლო მიხეილ სააკაშვილი გიორგი ლორთქიფანიძე
საქართველო სასამართლო მიხეილ სააკაშვილი გიორგი ლორთქიფანიძე
სააკაშვილის მიერ საზღვრის კვეთა: ბრალდებული გიორგი ლორთქიფანიძე პატიმრობაში რჩება
11:37 28.01.2022 (განახლებულია: 16:06 28.01.2022) საქართველოს პროკურატურამ ექს-ჩინოვნიკ გიორგი ლორთქიფანიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა გასული წლის 10 დეკემბერს დაიწყო.
თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ბრალდებული შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე პატიმრობაში დატოვა.
აღკვეთის ღონისძიება გუშინ გამართულ სასამართლო სხდომაზე გადაისინჯა.
საქმის პროკურორ გრიგოლ ნიშნიანიძის განმარტებით, არსებობდა საფუძვლები, რასაც მხოლოდ უმკაცრესი აღკვეთის ღონისძიება უზრუნველყოფდა. დაცვის მხარე აღნიშნულ შუამდგომლობას არ ეთანხმებოდა და აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას მოითხოვდა.
სასამართლომ ბრალდების მხარის ყველა შუამდგომლობა დასაშვებად ცნო.
„გიორგი ლორთქიფანიძის სისხლის სამართლის საქმეზე დასრულდა წინასასამართლო სხდომა. სასამართლომ ბრალდების მხარის ყველა შუამდგომლობა დასაშვებად ცნო და საქმე გადასცა არსებითად განსახილველად“, – განაცხადა ნიშნიანიძემ.
საქართველოს პროკურატურამ ექს-ჩინოვნიკ გიორგი ლორთქიფანიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა გასული წლის 10 დეკემბერს დაიწყო.
პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სწორედ ლორთქიფანიძემ შეიმუშავა ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის სამშობლოში არალეგალურად დაბრუნების გეგმა.
ლორთქიფანიძეს ბრალდება სსკ-ის 25, 344-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სამშობლოში არალეგალურად 29 სექტემბერს დაბრუნდა და იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.
ლორთქიფანიძის გარდა, სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმის ფიგურანტი კიდევ ოთხი პირია – ელგუჯა ცომაია, მამა-შვილი წოწორიები და გიორგი ნიორაძე, რომელთაც დანაშაულის დაფარვა ედებათ ბრალად.
აღნიშნული პირები 20 იანვარს სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. ელგუჯა ცომაიას, შალვა და ზურაბ წოწორიებს და გიორგი ნარიმანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა თითოეულს 5 ათას ლარიანი გირაოთი შეეცვალა.
გიორგი ლორთქიფანიძე ასევე ბრალდებულია 2011 წლის 26 მაისს რუსთაველის გამზირზე მომიტინგეების დარბევის საქმეში. მას ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება. აღნიშნული საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.
გიორგი ლორთქიფანიძე ამჟამად უკრაინაში ცხოვრობს, 2015-2016 წლებში ის უკრაინაში ოდესის პოლიციის უფროსის თანამდებობას იკავებდა.