https://sputnik-georgia.com/20220120/saakashvilis-mier-sazgvris-kveta-otxive-braldebuli-gatavisuplda-263757179.html
სააკაშვილის მიერ საზღვრის კვეთა: ოთხივე ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა
სააკაშვილის მიერ საზღვრის კვეთა: ოთხივე ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა
Sputnik საქართველო
გიორგი ნარიმანიძემ, ელგუჯა ცომაიამ, შალვა და ზურაბ წოწორიებმა ბრალი 28 დეკემბერს აღიარეს 20.01.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-01-20T13:40+0400
2022-01-20T13:40+0400
2022-01-20T18:59+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
გახმაურებული სასამართლო პროცესები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24529/75/245297529_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_c708abbe555ee74450a5c4ce5fc95a50.jpg
თბილისი, 20 იანვარი - Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დაკავებული ელგუჯა ცომაია, მამა-შვილი წოწორიები და გიორგი ნარიმანიძე სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა ცოტა ხნის წინ მიიღო. მათ გირაოს გადახდა 1 თვის ვადით განესაზღვრათ - ბრალდებულ ელგუჯა ცომაიას, შალვა და ზურაბ წოწორიებს და გიორგი ნარიმანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა თითოეულს 5 ათას ლარიანი გირაოთი შეეცვალა.დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ, ბრალდებულებთან შეთანხმებით, პროკურატურის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება ცნო. აღნიშნულის შემდეგ ადვოკატებმა დაკავებულების 5-5 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენეს.ადვოკატები სააკაშვილისთვის ფსიქიატრიულ ექსპერტიზას მოითხოვენ>>>შუამდგომლობას ბრალდების მხარე დაეთანხმა და განმარტა, რომ ისინი დაკავებულების მიმართ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების წინააღმდეგი არ არიან, რადგან ისინი ბრალს აღიარებენ, ამასთან, მტკიცებულებებს უდავოდ ცნობენ.ბრალდებულებს გიორგი ნარიმანიძეს, ელგუჯა ცომაიას, შალვა და ზურაბ წოწორიებს მძიმე დანაშაულის დაფარვას ედავებიან. რაც შეეხება ელგუჯა ცომაიას, მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს საზღვრის უკანონო გადმოკვეთაში დახმარებისთვის.სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან 29 სექტემბერს არალეგალურად დაბრუნდა. 1 ოქტომბერს იგი თბილისში დააკავეს. მოგვიანებით დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ოთხი პირი დააკავეს – ზურაბ და შალვა წოწორიები, გიორგი ნარიმანიძე და ელგუჯა ცომაია.გამოძიების მონაცემებით, ელგუჯა ცომაია რძის პროდუქტებით დატვირთული იმ ტრაილერს მართავდა, რომლითაც სააკაშვილმა საქართველოს საზღვარი არალეგალურად გადმოკვეთა. ცომაია 2 ოქტომბერს, ექს-პრეზიდენტის დაკავებიდან მეორე დღეს დააკავეს. სწორედ ცომაიას სახლში, აბაშის რაიონის სოფელ ტყვირში შეჩერდა სააკაშვილი პირველად, შემდეგ კი თბილისში გამოემგზავრა და იმავე ცომაიას მიერ შერჩეულ ბინაში დაბინავდა. ის ასევე თან ახლდა ექს-პრეზიდენტს ბათუმსა და თბილისში.ფოთის ნავსადგურში, სადაც სააკაშვილი ბორნით ჩამოვიდა, ყოფილ პრეზიდენტსა და ცომაიას ელოდნენ შალვა და ზურაბ წოწორიები თავიანთი მანქანით. ამ მანქანით სააკაშვილი და ცომაია სოფელ ტყვირში გაემგზავრნენ.რაც შეეხება გიორგი ნარიმანიძეს, მან სააკაშვილი და ცომაია ტრაილერით თბილისში ჩაიყვანა.ყველა მათგანმა 28 დეკემბერს ბრალი აღიარა.სააკაშვილის საქმე ცალკე იხილება.სააკაშვილი უკვე იხდის სასჯელს სისხლის სამართლის ორ საქმეზე. სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამ საქმეს იხილავს – 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის, სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის და საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთის.
https://sputnik-georgia.com/20220119/eparqia-cixis-nacvlad-meufe-nikolozi-mtavrobas-gamosavals-stavazobs-263745871.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24529/75/245297529_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_44eec6e4d4593f47a908e97efccd7a95.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, გახმაურებული სასამართლო პროცესები
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, გახმაურებული სასამართლო პროცესები
სააკაშვილის მიერ საზღვრის კვეთა: ოთხივე ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა
13:40 20.01.2022 (განახლებულია: 18:59 20.01.2022) გიორგი ნარიმანიძემ, ელგუჯა ცომაიამ, შალვა და ზურაბ წოწორიებმა ბრალი 28 დეკემბერს აღიარეს
თბილისი, 20 იანვარი - Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დაკავებული ელგუჯა ცომაია, მამა-შვილი წოწორიები და გიორგი ნარიმანიძე სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.
შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა ცოტა ხნის წინ მიიღო. მათ გირაოს გადახდა 1 თვის ვადით განესაზღვრათ - ბრალდებულ ელგუჯა ცომაიას, შალვა და ზურაბ წოწორიებს და გიორგი ნარიმანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა თითოეულს 5 ათას ლარიანი გირაოთი შეეცვალა.
დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ, ბრალდებულებთან შეთანხმებით, პროკურატურის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება ცნო. აღნიშნულის შემდეგ ადვოკატებმა დაკავებულების 5-5 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენეს.
შუამდგომლობას ბრალდების მხარე დაეთანხმა და განმარტა, რომ ისინი დაკავებულების მიმართ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების წინააღმდეგი არ არიან, რადგან ისინი ბრალს აღიარებენ, ამასთან, მტკიცებულებებს უდავოდ ცნობენ.
ბრალდებულებს გიორგი ნარიმანიძეს, ელგუჯა ცომაიას, შალვა და ზურაბ წოწორიებს მძიმე დანაშაულის დაფარვას ედავებიან. რაც შეეხება ელგუჯა ცომაიას, მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს საზღვრის უკანონო გადმოკვეთაში დახმარებისთვის.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან 29 სექტემბერს არალეგალურად დაბრუნდა. 1 ოქტომბერს იგი თბილისში დააკავეს. მოგვიანებით დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ოთხი პირი დააკავეს – ზურაბ და შალვა წოწორიები, გიორგი ნარიმანიძე და ელგუჯა ცომაია.
გამოძიების მონაცემებით, ელგუჯა ცომაია რძის პროდუქტებით დატვირთული იმ ტრაილერს მართავდა, რომლითაც სააკაშვილმა საქართველოს საზღვარი არალეგალურად გადმოკვეთა. ცომაია 2 ოქტომბერს, ექს-პრეზიდენტის დაკავებიდან მეორე დღეს დააკავეს.
სწორედ ცომაიას სახლში, აბაშის რაიონის სოფელ ტყვირში შეჩერდა სააკაშვილი პირველად, შემდეგ კი თბილისში გამოემგზავრა და იმავე ცომაიას მიერ შერჩეულ ბინაში დაბინავდა. ის ასევე თან ახლდა ექს-პრეზიდენტს ბათუმსა და თბილისში.
ფოთის ნავსადგურში, სადაც სააკაშვილი ბორნით ჩამოვიდა, ყოფილ პრეზიდენტსა და ცომაიას ელოდნენ შალვა და ზურაბ წოწორიები თავიანთი მანქანით. ამ მანქანით სააკაშვილი და ცომაია სოფელ ტყვირში გაემგზავრნენ.
რაც შეეხება გიორგი ნარიმანიძეს, მან სააკაშვილი და ცომაია ტრაილერით თბილისში ჩაიყვანა.
ყველა მათგანმა 28 დეკემბერს ბრალი აღიარა.
სააკაშვილის საქმე ცალკე იხილება.
სააკაშვილი უკვე იხდის სასჯელს სისხლის სამართლის ორ საქმეზე. სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამ საქმეს იხილავს – 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის, სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის და საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთის.