https://sputnik-georgia.com/20220119/eparqia-cixis-nacvlad-meufe-nikolozi-mtavrobas-gamosavals-stavazobs-263745871.html
ეპარქია ციხის ნაცვლად - მეუფე ნიკოლოზი მთავრობას გამოსავალს სთავაზობს
ეპარქია ციხის ნაცვლად - მეუფე ნიკოლოზი მთავრობას გამოსავალს სთავაზობს
Sputnik საქართველო
მღვდელმსახური ფიქრობს, რომ ყოფილი პრეზიდენტი არ იქნება ამ ინიციატივის წინააღმდეგი
2022-01-19T22:27+0400
2022-01-19T22:27+0400
2022-01-20T12:35+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/03/263350343_0:0:2843:1600_1920x0_80_0_0_6724c2831f0bb782e66b8060ca23611a.jpg
თბილისი, 19 იანვარი - Sputnik. ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი) ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შინა პატიმრობაში, ეპარქიაში, გადაყვანის ინიციატივით გამოვიდა.2018 წლის იანვარში სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენებაში გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეზე (2006 წელს), ხოლო 2018 წლის ნოემბერში – სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებაში და ადამიანის ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების ორგანიზაციაში – დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე (2005 წელს).მიტროპოლიტი ნიკოლოზი მზადაა, მხარეებს შორის შუამავლის როლი შეასრულოს. მისი სიტყვებით, მან უკვე განიხილა აღნიშნული ინიციატივა ყოფილ პრეზიდენტთან.„მასთან მისაუბრია და ვიცი მისი აზრი, რომ, სავარაუდოდ, წინააღმდეგი არ იქნება. მგონი, ქვეყნისთვის ასე უკეთესი იქნება. თუ ისურვებს ჩვენი ხელისუფლება, მზად ვარ, ხელისუფლებასთან ვითანამშრომლო ამ საკითხზე და ყველანაირი პირობა შევქმნა ჩემს ეპარქიაში“, – აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი მიხეილ სააკაშვილს საპატიმროში 2021 წლის ნოემბერში შეხვდა. მან ყოფილი პრეზიდენტი გლდანის ციხეში აზიარა შიმშილობის დროს. სააკაშვილმა შიმშილობა დაკავებისთანავე, 1 ოქტომბერს გამოაცხადა და 20 ნოემბერს დაასრულა.სააკაშვილი სასჯელს იხდის ორ სისხლის სამართლის საქმეზე. სასამართლო მის წინააღმდეგ კიდევ სამ სისხლის სამართლის საქმეს იხილავს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/03/263350343_0:0:2679:2009_1920x0_80_0_0_1b0631060b42c0d1d08376883daa4f74.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ეპარქია ციხე მეუფე მთავრობა გამოსავალი
ეპარქია ციხე მეუფე მთავრობა გამოსავალი
ეპარქია ციხის ნაცვლად - მეუფე ნიკოლოზი მთავრობას გამოსავალს სთავაზობს
22:27 19.01.2022 (განახლებულია: 12:35 20.01.2022) მღვდელმსახური ფიქრობს, რომ ყოფილი პრეზიდენტი არ იქნება ამ ინიციატივის წინააღმდეგი
თბილისი, 19 იანვარი - Sputnik. ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი) ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შინა პატიმრობაში, ეპარქიაში, გადაყვანის ინიციატივით გამოვიდა.
2018 წლის იანვარში სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენებაში გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეზე (2006 წელს), ხოლო 2018 წლის ნოემბერში – სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებაში და ადამიანის ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების ორგანიზაციაში – დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე (2005 წელს).
„სახელმწიფოს ვთავაზობ გამოსავალს. მგონია, რომ კარგი იქნება, თუ ისეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომ პრეზიდენტი იყოს შინაპატიმრობაში. ჩემი აზრი იყო, რომ მოსახერხებელი იქნება, ის არ იყოს თავის სახლში, ანუ სადაც ცხოვრობს თბილისში, ამიტომ შევთავაზე ჩემი ეპარქია“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
მიტროპოლიტი ნიკოლოზი მზადაა, მხარეებს შორის შუამავლის როლი შეასრულოს. მისი სიტყვებით, მან უკვე განიხილა აღნიშნული ინიციატივა ყოფილ პრეზიდენტთან.
„მასთან მისაუბრია და ვიცი მისი აზრი, რომ, სავარაუდოდ, წინააღმდეგი არ იქნება. მგონი, ქვეყნისთვის ასე უკეთესი იქნება. თუ ისურვებს ჩვენი ხელისუფლება, მზად ვარ, ხელისუფლებასთან ვითანამშრომლო ამ საკითხზე და ყველანაირი პირობა შევქმნა ჩემს ეპარქიაში“, – აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.
მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი მიხეილ სააკაშვილს საპატიმროში 2021 წლის ნოემბერში შეხვდა. მან ყოფილი პრეზიდენტი გლდანის ციხეში აზიარა შიმშილობის დროს. სააკაშვილმა შიმშილობა დაკავებისთანავე, 1 ოქტომბერს გამოაცხადა და 20 ნოემბერს დაასრულა.
სააკაშვილი სასჯელს იხდის ორ სისხლის სამართლის საქმეზე. სასამართლო მის წინააღმდეგ კიდევ სამ სისხლის სამართლის საქმეს იხილავს.