https://sputnik-georgia.com/20220126/gazvirdeba-tu-ara-puri-saqartveloshi-263885836.html
გაძვირდება თუ არა პური საქართველოში
გაძვირდება თუ არა პური საქართველოში
Sputnik საქართველო
ამჟამად საქართველომ ჩინეთსაც გაუსწრო და რუსეთიდან ფქვილის იმპორტიორთა შორის პირველი ადგილი დაიკავა - იმპორტი 600%-ით გაიზარდა
2022-01-26T10:00+0400
2022-01-26T10:00+0400
2022-01-26T10:00+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23822/16/238221694_0:0:2000:1125_1920x0_80_0_0_63325162bc15c8d3e7362a76712b1c22.jpg
თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. ამ დროისთვის სოციალური პურის გაძვირების არავითარი წინაპირობა არ არსებობს, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ პურის მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძემ.2021 წლის შემოდგომაზე მსოფლიო ბაზრებზე ხორბლის გაძვირებისა და იმპორტირებული პროდუქციის - მზესუმზირის ზეთი, საფუარი, მარილი - ღირებულების ზრდის გამო, ნომერ პირველი პროდუქტის თვითღირებულება 15-17 თეთრით გაიზარდა. დღეს ყველაზე მოთხოვნადი სოციალური პური ქვეყანაში 0,9-1 ლარი ღირს, მაღაზიებში კი მისი ფასი დაახლოებით 1,2 ლარია.დოლიძის თქმით, ახალი წლიდან საქართველოში ელექტროენერგიის, წყლისა და გაზის ტარიფები 50%-ით გაიზარდა. ამიტომ ხორბალი რომც გაიაფდეს, ფქვილის წარმოება მაინც ძვირია და იმპორტირებული ფქვილის ღირებულებას კონკურენციას ვერ უწევს. გარდა ამისა, 30%-ით გაიზარდა შესაფუთი მასალები და ტრანსპორტირების ხარჯები, თუმცა, ხელმისაწვდომი ფქვილი აბალანსებს ამ ყველაფერს და პურზე არსებული ფასის შენარჩუნებას ხელს უწყობს.რუსეთიდან ფქვილის იმპორტიორთა შორის საქართველო ლიდერობს - მეწარმეები განგაშს ტეხენ>>>როგორც ექსპერტმა აღნიშნა, ნულოვანია რუსეთიდან ფქვილზე იმპორტის გადასახადი, პროდუქტი კარგი ხარისხისაა, ამიტომ ფქვილის შემოტანა ძალზე მომგებიანია.მეწისქვილეები რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენქართველი ფქვილის მწარმოებლებისთვის მძიმე დრო მას შემდეგ დადგა, რაც რუსეთმა 2021 წლის ივნისში მარცვლეულის ექსპორტზე მცურავი გადასახადის მექანიზმი შემოიღო. შესაბამისად, დროთა განმავლობაში ექსპორტის გადასახადი 25 დოლარიდან 98 დოლარამდე გაიზარდა. ამასთან, ფქვილზე იმპორტის გადასახადი ნულოვანია. ითვალისწინებენ რა ფასში ასეთ მაღალ სხვაობას, იმპორტიორები სულ უფრო ნაკლებად ინტერესდებიან ხორბლით და მასიურად ყიდულობენ ფქვილს.2021 წლის 11 თვის განმავლობაში საქართველოში ხორბლის ფქვილის იმპორტი სამჯერ გაიზარდა, ქვეყანამ 8,7 მილიონი დოლარის ღირებულების 28,4 ათასი ტონა ფქვილი შემოიტანა. რაც შეეხება ხორბალს, გასული წლის იანვარ-ნოემბერში ქვეყანაში მისი ექსპორტი 33,5%-ით შემცირდა. მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის მონაცემებით, 2021 წლის დეკემბერში, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქვეყანამ შვიდჯერ ნაკლები მარცვლეული შემოიტანა.მცირე და საშუალო წისქვილკომბინატები კონკურენციას ვერ უძლებენ. ისინი ქვეყანაში ერთმანეთის მიყოლებით იკეტებიან. მსხვილი წისქვილკომბინატები ცდილობენ არ ჩაიძირონ, მაგრამ ფიქრობენ ხომ არ დაკავდნენ ფქვილის იმპორტით და უარი თქვან პროდუქტის ადგილზე წარმოებაზე.პური არ გაძვირდება: როგორ აპირებს მთავრობა ფასის შეკავებას>>>მეწისქვილეები გამოსავალს რუსულ ფქვილზე სარკისებური ბაჟის შემოღებაში ხედავენ. ანუ, თუ ხორბალი 98 დოლარით იბეგრება, მაშინ საქართველოში შემოტანილი ფქვილი იმავე გადასახადით დაიბეგრება. ეს გაათანაბრებს პირობებს.გარდა ამისა, ექსპერტი მიიჩნევს, რომ ხორბლის იმპორტი ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებისთვის - ფქვილის შენახვა მხოლოდ რამდენიმე თვეა შესაძლებელი, ხორბლის კი წლების განმავლობაში.დოლიძე მიიჩნევს, რომ გაზაფხულზე მარცვლეულის ფასი, სავარაუდოდ, ცოტათი დაიკლებს, ვინაიდან მწარმოებლები ბეღლებს ახალი მოსავლისთვის ათავისუფლებენ.როგორც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განაცხადეს, ფქვილის იმპორტის რეკორდული ზრდის მიუხედავად, საქართველოს ხორბლის მარაგი დადგენილ საერთაშორისო ნორმის ფარგლებში აქვს.წლის განმავლობაში საქართველო 700-800 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს. აქედან მარცვლეულის მხოლოდ 10%-ია ადგილობრივი წარმოების. დანარჩენი ქვეყანას შემოაქვს რუსეთიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან და აშშ-დან. მარცვლეულის იმპორტის 70% რუსეთზე მოდის. მისი ღირებულება საქართველოსთვის ყველაზე მომგებიანი იყო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23822/16/238221694_0:0:1780:1335_1920x0_80_0_0_21a8d28e9072ee6318976a95777e6623.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო წისქვილკომბინატები პურის ფასი მეწისქვილეები
საქართველო წისქვილკომბინატები პურის ფასი მეწისქვილეები
გაძვირდება თუ არა პური საქართველოში
ამჟამად საქართველომ ჩინეთსაც გაუსწრო და რუსეთიდან ფქვილის იმპორტიორთა შორის პირველი ადგილი დაიკავა - იმპორტი 600%-ით გაიზარდა
თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. ამ დროისთვის სოციალური პურის გაძვირების არავითარი წინაპირობა არ არსებობს, განუცხადა
„Sputnik-საქართველოს“ პურის მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძემ.
2021 წლის შემოდგომაზე მსოფლიო ბაზრებზე ხორბლის გაძვირებისა და იმპორტირებული პროდუქციის - მზესუმზირის ზეთი, საფუარი, მარილი - ღირებულების ზრდის გამო, ნომერ პირველი პროდუქტის თვითღირებულება 15-17 თეთრით გაიზარდა. დღეს ყველაზე მოთხოვნადი სოციალური პური ქვეყანაში 0,9-1 ლარი ღირს, მაღაზიებში კი მისი ფასი დაახლოებით 1,2 ლარია.
„მიუხედავად იმისა, რომ პურის წარმოებისთვის საჭირო ყველა ინგრედიენტი გაძვირდა, ხელმისაწვდომ ფასად შემოტანილი ფქვილის წყალობით აღნიშნული პროდუქტი არ გაძვირდება. თუ საქართველოში წარმოებული ერთი ტომარა ფქვილი 76-77 ლარი ღირს, რუსეთიდან შემოტანილი ფქვილი 65-67 ლარი ჯდება“, - განაცხადა დოლიძემ.
დოლიძის თქმით, ახალი წლიდან საქართველოში ელექტროენერგიის, წყლისა და გაზის ტარიფები 50%-ით გაიზარდა. ამიტომ ხორბალი რომც გაიაფდეს, ფქვილის წარმოება მაინც ძვირია და იმპორტირებული ფქვილის ღირებულებას კონკურენციას ვერ უწევს. გარდა ამისა, 30%-ით გაიზარდა შესაფუთი მასალები და ტრანსპორტირების ხარჯები, თუმცა, ხელმისაწვდომი ფქვილი აბალანსებს ამ ყველაფერს და პურზე არსებული ფასის შენარჩუნებას ხელს უწყობს.
როგორც ექსპერტმა აღნიშნა, ნულოვანია რუსეთიდან ფქვილზე იმპორტის გადასახადი, პროდუქტი კარგი ხარისხისაა, ამიტომ ფქვილის შემოტანა ძალზე მომგებიანია.
მეწისქვილეები რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ
ქართველი ფქვილის მწარმოებლებისთვის მძიმე დრო მას შემდეგ დადგა, რაც რუსეთმა 2021 წლის ივნისში მარცვლეულის ექსპორტზე მცურავი გადასახადის მექანიზმი შემოიღო. შესაბამისად, დროთა განმავლობაში ექსპორტის გადასახადი 25 დოლარიდან 98 დოლარამდე გაიზარდა. ამასთან, ფქვილზე იმპორტის გადასახადი ნულოვანია. ითვალისწინებენ რა ფასში ასეთ მაღალ სხვაობას, იმპორტიორები სულ უფრო ნაკლებად ინტერესდებიან ხორბლით და მასიურად ყიდულობენ ფქვილს.
2021 წლის 11 თვის განმავლობაში საქართველოში ხორბლის ფქვილის იმპორტი სამჯერ გაიზარდა, ქვეყანამ 8,7 მილიონი დოლარის ღირებულების 28,4 ათასი ტონა ფქვილი შემოიტანა. რაც შეეხება ხორბალს, გასული წლის იანვარ-ნოემბერში ქვეყანაში მისი ექსპორტი 33,5%-ით შემცირდა. მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის მონაცემებით, 2021 წლის დეკემბერში, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქვეყანამ შვიდჯერ ნაკლები მარცვლეული შემოიტანა.
მცირე და საშუალო წისქვილკომბინატები კონკურენციას ვერ უძლებენ. ისინი ქვეყანაში ერთმანეთის მიყოლებით იკეტებიან. მსხვილი წისქვილკომბინატები ცდილობენ არ ჩაიძირონ, მაგრამ ფიქრობენ ხომ არ დაკავდნენ ფქვილის იმპორტით და უარი თქვან პროდუქტის ადგილზე წარმოებაზე.
მეწისქვილეები გამოსავალს რუსულ ფქვილზე სარკისებური ბაჟის შემოღებაში ხედავენ. ანუ, თუ ხორბალი 98 დოლარით იბეგრება, მაშინ საქართველოში შემოტანილი ფქვილი იმავე გადასახადით დაიბეგრება. ეს გაათანაბრებს პირობებს.
„სარკეისებური დაბეგვრა, რაზეც ფქვილის მწარმოებლები საუბრობენ, არასწორია. გამოდის, რომ თუ მათთვის ძვირია, მაშინ ჩვენთვისაც უნდა გაძვირდეს. მე ადრეც ვამბობდი, რომ კარგი იქნებოდა წისქვილკომბინატებს ელექტროენერგიაზე შეღავათები რომ ჰქონდეთ და დღგ 10%-მდე რომ შეუმცირდეთ. ეს დარგისთვის დიდი დახმარება იქნება“, - აღნიშნა დოლიძემ.
გარდა ამისა, ექსპერტი მიიჩნევს, რომ ხორბლის იმპორტი ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებისთვის - ფქვილის შენახვა მხოლოდ რამდენიმე თვეა შესაძლებელი, ხორბლის კი წლების განმავლობაში.
დოლიძე მიიჩნევს, რომ გაზაფხულზე მარცვლეულის ფასი, სავარაუდოდ, ცოტათი დაიკლებს, ვინაიდან მწარმოებლები ბეღლებს ახალი მოსავლისთვის ათავისუფლებენ.
როგორც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განაცხადეს, ფქვილის იმპორტის რეკორდული ზრდის მიუხედავად, საქართველოს ხორბლის მარაგი დადგენილ საერთაშორისო ნორმის ფარგლებში აქვს.
წლის განმავლობაში საქართველო 700-800 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს. აქედან მარცვლეულის მხოლოდ 10%-ია ადგილობრივი წარმოების. დანარჩენი ქვეყანას შემოაქვს რუსეთიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან და აშშ-დან. მარცვლეულის იმპორტის 70% რუსეთზე მოდის. მისი ღირებულება საქართველოსთვის ყველაზე მომგებიანი იყო.