https://sputnik-georgia.com/20211105/puri-argazvirdeba-saqartveloshi-261829319.html
პური არ გაძვირდება: როგორ აპირებს მთავრობა ფასის შეკავებას
პური არ გაძვირდება: როგორ აპირებს მთავრობა ფასის შეკავებას
Sputnik საქართველო
ფასების შეკავების კონკრეტული მექანიზმი ჯერ შემუშავებული არ არის, თუმცა განიხილება პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა გზები. 05.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-05T20:11+0400
2021-11-05T20:11+0400
2021-11-05T23:03+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23822/16/238221694_0:0:2000:1125_1920x0_80_0_0_63325162bc15c8d3e7362a76712b1c22.jpg
თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში უახლოეს პერიოდში პურზე ფასი არ გაიზრდება, განაცხადა პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა მალხაზ დოლიძემ.კომპანია „სოკარ ჯორჯიამ“ 2021 წლის 1 დეკემბრიდან რეგიონებში კომერციული აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის ფასის გაზრდის შესახებ განაცხადა – ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე 95 თეთრის ნაცვლად 1,15 ლარი იქნება დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) ჩათვლით.მისი თქმით, ფასების შეკავების კონკრეტული მექანიზმი ჯერ შემუშავებული არ არის, თუმცა განიხილება პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა გზები, მათ შორის დღგ-ის გაუქმება ან შეღავათიანი ტარიფები.რატომ ძვირდება პურიბოლო დროს პურის თვითღირებულება 15-17 თეთრით გაიზარდა, იმატა ხარჯმა შესაფუთ მასალებზე, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის პირობებში კიდევ უფრო აუცილებელი გახდა. პურის ქარხნები შესაფუთს მეზობელ თურქეთში ყიდულობენ, რადგან საქართველოში მათ არ ამზადებენ. გარდა ამისა, პურის ღირებულებაზე დიდი გავლენა 1 ივლისს პურის ფქვილზე სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამის დასრულებამ იქონია, რასაც პურის ფასი ეკავა გასული წლის დეკემბრიდან.როგორც „Sputnik–საქართველოს“ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ განუცხადა, ხორბალმა მსოფლიო ბაზრებზე გაძვირება ზაფხულიდან დაიწყო. ოთხ თვეში ერთი ტონა ხორბლის ფასი 240 დოლარიდან 320 დოლარამდე გაიზარდა.წლის განმავლობაში საქართველო იყენებს 700-800 ათას ტონა ხორბალს. აქედან მხოლოდ 10%-ია ადგილობრივი წარმოების. დანარჩენი ქვეყანას შემოაქვს რუსეთიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან და აშშ-დან. რუსეთზე ამ მარცვლეულის იმპორტის 70% მოდის, რადგან მისი ფასი საქართველოსთვის ყველაზე ხელსაყრელი იყო.
https://sputnik-georgia.com/20211102/socar-jorjia-tarips-1-dkembridan-zrdis-261724396.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23822/16/238221694_0:0:1780:1335_1920x0_80_0_0_21a8d28e9072ee6318976a95777e6623.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
პური არ გაძვირდება: როგორ აპირებს მთავრობა ფასის შეკავებას
20:11 05.11.2021 (განახლებულია: 23:03 05.11.2021) ფასების შეკავების კონკრეტული მექანიზმი ჯერ შემუშავებული არ არის, თუმცა განიხილება პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა გზები.
თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში უახლოეს პერიოდში პურზე ფასი არ გაიზრდება, განაცხადა პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა მალხაზ დოლიძემ.
კომპანია „სოკარ ჯორჯიამ“ 2021 წლის 1 დეკემბრიდან რეგიონებში კომერციული აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის ფასის გაზრდის შესახებ განაცხადა – ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე 95 თეთრის ნაცვლად 1,15 ლარი იქნება დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) ჩათვლით.
„ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვაქვს სამთავრობო სტრუქტურებთან, მათ შორის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. ჩვენ ვმსჯელობთ, თუ როგორ შეიძლება თავიდან ავიცილოთ პურზე ფასის მომატება“, – განაცხადა დოლიძემ.
მისი თქმით, ფასების შეკავების კონკრეტული მექანიზმი ჯერ შემუშავებული არ არის, თუმცა განიხილება პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა გზები, მათ შორის დღგ-ის გაუქმება ან შეღავათიანი ტარიფები.
ბოლო დროს პურის თვითღირებულება 15-17 თეთრით გაიზარდა, იმატა ხარჯმა შესაფუთ მასალებზე, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის პირობებში კიდევ უფრო აუცილებელი გახდა. პურის ქარხნები შესაფუთს მეზობელ თურქეთში ყიდულობენ, რადგან საქართველოში მათ არ ამზადებენ.
გარდა ამისა, პურის ღირებულებაზე დიდი გავლენა 1 ივლისს პურის ფქვილზე სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამის დასრულებამ იქონია, რასაც პურის ფასი ეკავა გასული წლის დეკემბრიდან.
როგორც
„Sputnik–საქართველოს“ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ განუცხადა, ხორბალმა მსოფლიო ბაზრებზე გაძვირება ზაფხულიდან დაიწყო. ოთხ თვეში ერთი ტონა ხორბლის ფასი 240 დოლარიდან 320 დოლარამდე გაიზარდა.
წლის განმავლობაში საქართველო იყენებს 700-800 ათას ტონა ხორბალს. აქედან მხოლოდ 10%-ია ადგილობრივი წარმოების. დანარჩენი ქვეყანას შემოაქვს რუსეთიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან და აშშ-დან. რუსეთზე ამ მარცვლეულის იმპორტის 70% მოდის, რადგან მისი ფასი საქართველოსთვის ყველაზე ხელსაყრელი იყო.