https://sputnik-georgia.com/20220125/gaprindashvili-netflix-winaagndeg-sasamartlo-gaimarta-263872159.html
გაფრინდაშვილი Netflix-ის წინააღმდეგ - როდის გამოიტანს სასამართლო გადაწყვეტილებას
გაფრინდაშვილი Netflix-ის წინააღმდეგ - როდის გამოიტანს სასამართლო გადაწყვეტილებას
Sputnik საქართველო
გაფრინდაშვილი Netflix-სგან კომპენსაციის სახით 5 მლნ დოლარს მოითხოვს
2022-01-25T16:17+0400
2022-01-25T16:17+0400
2022-01-25T16:17+0400
საზოგადოება
სპორტი
ახალი ამბები
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23717/31/237173163_0:0:2000:1125_1920x0_80_0_0_0665ffd6cbd4e7c11318145e7ba75acb.jpg
თბილისი, 25 იანვარი - Sputnik. Netflix-ის წინააღმდეგ ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკის ნონა გაფრინდაშვილის სარჩელზეკალიფორნიის შტატისსასამართლოში საქმის განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე გაგრძელდება, აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლემ გუშინ გამართულ სასამართლო პროცესზე მიიღო.სასამართლო გადაწყვეტილებით, აღნიშნული საქმეზე გამართულ პროცესებს მხარეები არ დაესწრებიან, შუალედურ შედეგს კი მოსამართლე გონივრულ ვადაში გამოაცხადებს.გაფრინდაშვილი Netflix-ს უჩივის მოჭადრაკე ქალზე გადაღებული მინი-სერიალის „ლაზიერის გამბიტის“ (The Queen’s Gambit – „დედოფლის სვლა“) ფინალური ეპიზოდის იმ ნაწილის გამო, რომელშიც მის მიღწევებს პერსონაჟ ბეტ ჰარმონის წარმატებას ადარებენ. კერძოდ, ეპიზოდში, როდესაც ბეტ ჰარმონი მოსკოვში თამაშობს, მატჩის კომენტატორი ამბობს: „ერთადერთი უჩვეულო რამ მის (ჰარმონის) შესახებ მისი სქესია და ესეც არ არის გასაკვირი რუსეთში. აქ ნონა გაფრინდაშვილია, მაგრამ ის ქალი მსოფლიო ჩემპიონია და არასოდეს უთამაშია კაცთან“.ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონისა და საერთაშორისო დიდოსტატის მტკიცებით, „ლაზიერის გამბიტის" რეჟისორმა მის შესახებ სიმართლე განზრახ დაამახინჯა.კიდევ ერთი უზუსტობა, რაც ფილმშია მოცემული, არის ის, რომ იგი მოხსენიებულია როგორც რუსი და არა ქართველი მოჭადრაკე.გაფრინდაშვილიNetflix-სგან კომპენსაციის სახით 5 მლნ დოლარს მოითხოვს. სასამართლოში მის ინტერესებს ამერიკელი და ქართველი უფლებადამცველები წარმოადგენენ.„არ ვაპირებთ ბოდიშის მოხდას“ – Netflix-ის პასუხი ნონა გაფრინდაშვილს>>>ნონა გაფრინდაშვილი არის ქართველი მოჭადრაკე, დიდოსტატი (1976). მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი(1962-1978), 11 გუნდური და 9 პირადი ოლიმპიური ოქროს მფლობელი. ფიდეს ქალთა კომისიის თავმჯდომარე(1980-1986). საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი პრეზიდენტი1989-1996 წლებში, 1996 წლიდან მისი საპატიო პრეზიდენტი. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი(2000-2002).1978 წელს ნონა გაფრინდაშვილი გახდა პირველი ქალი მოჭადრაკე, ვისაც საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა მამაკაცთა შორის. 1997 წელს ფიდეს 68-ე კონგრესის გადაწყვეტილებით დაწესდა ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასი საჭადრაკო ოლიმპიადებზე, რომელიც გადაეცემა ქვეყნის ვაჟთა და ქალთა გუნდებს საუკეთესო ჯამური შედეგისათვის. 2001 წელს მისი სახელი მიენიჭა თბილისის ჭადრაკის სასახლეს.
https://sputnik-georgia.com/20210920/nona-gafrindashvilis-interesebs-joni-depis-advokati-daicavs-259730667.html
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23717/31/237173163_0:0:1779:1334_1920x0_80_0_0_12fb89b6f232e84e19bda7d498b18b8b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო აშშ ნონა გაფრინდაშვილი netflix სასამართლო პროცესები
საქართველო აშშ ნონა გაფრინდაშვილი netflix სასამართლო პროცესები
გაფრინდაშვილი Netflix-ის წინააღმდეგ - როდის გამოიტანს სასამართლო გადაწყვეტილებას
ქართველმა მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილმა Netflix-ის წინააღმდეგ კალიფორნიის შტატის სასამართლოში სარჩელი 16 სექტემბერს შეიტანა.
თბილისი, 25 იანვარი - Sputnik. Netflix-ის წინააღმდეგ ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკის ნონა გაფრინდაშვილის სარჩელზეკალიფორნიის შტატისსასამართლოში საქმის განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე გაგრძელდება, აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლემ გუშინ გამართულ სასამართლო პროცესზე მიიღო.
სასამართლო გადაწყვეტილებით, აღნიშნული საქმეზე გამართულ პროცესებს მხარეები არ დაესწრებიან, შუალედურ შედეგს კი მოსამართლე გონივრულ ვადაში გამოაცხადებს.
„ასეთ დროს მხარეები ვვარაუდობთ, რომ მოსამართლისთვის საკმარისია მხარეთა მიერ წარდგენილი დოკუმენტები, მტკიცებულებები და არგუმენტები იმისთვის, რათა მოსამართლემ მიიღოს გადაწვეტილება“, - განაცხადეს იურიდიული კომპანია BLB-ში, რომელიც სასამართლოში გაფრინდაშვილის ინტერესებს იცავს.
გაფრინდაშვილი Netflix-ს უჩივის მოჭადრაკე ქალზე გადაღებული მინი-სერიალის „ლაზიერის გამბიტის“ (The Queen’s Gambit – „დედოფლის სვლა“) ფინალური ეპიზოდის იმ ნაწილის გამო, რომელშიც მის მიღწევებს პერსონაჟ ბეტ ჰარმონის წარმატებას ადარებენ.
20 სექტემბერი 2021, 12:56
კერძოდ, ეპიზოდში, როდესაც ბეტ ჰარმონი მოსკოვში თამაშობს, მატჩის კომენტატორი ამბობს: „ერთადერთი უჩვეულო რამ მის (ჰარმონის) შესახებ მისი სქესია და ესეც არ არის გასაკვირი რუსეთში. აქ ნონა გაფრინდაშვილია, მაგრამ ის ქალი მსოფლიო ჩემპიონია და არასოდეს უთამაშია კაცთან“.
ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონისა და საერთაშორისო დიდოსტატის მტკიცებით, „ლაზიერის გამბიტის" რეჟისორმა მის შესახებ სიმართლე განზრახ დაამახინჯა.
კიდევ ერთი უზუსტობა, რაც ფილმშია მოცემული, არის ის, რომ იგი მოხსენიებულია როგორც რუსი და არა ქართველი მოჭადრაკე.
გაფრინდაშვილიNetflix-სგან კომპენსაციის სახით 5 მლნ დოლარს მოითხოვს. სასამართლოში მის ინტერესებს ამერიკელი და ქართველი უფლებადამცველები წარმოადგენენ.
ნონა გაფრინდაშვილი არის ქართველი მოჭადრაკე, დიდოსტატი (1976). მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი(1962-1978), 11 გუნდური და 9 პირადი ოლიმპიური ოქროს მფლობელი. ფიდეს ქალთა კომისიის თავმჯდომარე(1980-1986). საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი პრეზიდენტი1989-1996 წლებში, 1996 წლიდან მისი საპატიო პრეზიდენტი. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი(2000-2002).
1978 წელს ნონა გაფრინდაშვილი გახდა პირველი ქალი მოჭადრაკე, ვისაც საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა მამაკაცთა შორის. 1997 წელს ფიდეს 68-ე კონგრესის გადაწყვეტილებით დაწესდა ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასი საჭადრაკო ოლიმპიადებზე, რომელიც გადაეცემა ქვეყნის ვაჟთა და ქალთა გუნდებს საუკეთესო ჯამური შედეგისათვის. 2001 წელს მისი სახელი მიენიჭა თბილისის ჭადრაკის სასახლეს.