https://sputnik-georgia.com/20210920/nona-gafrindashvilis-interesebs-joni-depis-advokati-daicavs-259730667.html
ნონა გაფრინდაშვილის ინტერესებს Neftlix-ის წინააღმდეგ ჯონი დეპის ადვოკატი დაიცავს
ნონა გაფრინდაშვილის ინტერესებს Neftlix-ის წინააღმდეგ ჯონი დეპის ადვოკატი დაიცავს
Sputnik საქართველო
ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე Netflix-სგან ხუთ მილიონ დოლარს მოითხოვს. 20.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-20T12:56+0400
2021-09-20T12:56+0400
2023-08-17T12:57+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
ქართველი ცნობადი სახეები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23717/31/237173100_0:0:2000:1125_1920x0_80_0_0_f45c4cd0d4c9759a2cd2415d8b07e0dc.jpg
თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. ცნობილი მოჭადრაკის ნონა გაფრინდაშვილის ინტერესს Netflix-ის წინააღმდეგ ჯონი დეპის ადვოკატი დაიცავს. ამაზე კომპანია BLB-ს მმართველმა დირექტორმა კახა შარაბიძემ „დილის პალიტრის“ ეთერში ისაუბრა.იურიდიული ფირმა BLB ნონა გაფრინდაშვილის ინტერესებს იცავს მას შემდეგ, რაც გიგანტურმა ამერიკულმა არხმა Netflix-მა მათ თხოვნაზე, შეესწორებინათ სერიალ „ლაზიერის გამბიტში“ ნონა გაფრინდაშვილის შესახებ ინფორმაცია, ცინიკური პასუხი მოიწერა, რომ არც ბოდიშის მოხდას აპირებენ და არც არაფრის შესწორებას.იურისტის თქმით, Netflix-ს ყოველწლიურად უდიდესი შემოსავალი აქვს, მხოლოდ შარშან მისი შემოსავალი 30 მილიარდი დოლარი იყო, ამიტომ ელოდებიან, რომ მათი იურისტებიც ძალიან ცნობილი ადამიანები იქნებიან, თუმცა დანებებას არ აპირებენ და იბრძოლებენ ბოლომდე.ლეგენდარულმა ქართველმა მოჭადრაკემ ნონა გაფრინდაშვილმა Netflix-ის წინააღმდეგ აშშ-ში, კალიფორნიის შტატში, სასამართლოში სარჩელი 16 სექტემბერს შეიტანა.ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს უჩივის მოჭადრაკე ქალზე გადაღებული მინი-სერიალის „ლაზიერის გამბიტის“ (The Queen’s Gambit – „დედოფლის სვლა“) ფინალური ეპიზოდის იმ ნაწილის გამო, რომელშიც მის მიღწევებს პერსონაჟ ბეტ ჰარმონის წარმატებას ადარებენ. კერძოდ, ეპიზოდში, როდესაც ბეტ ჰარმონი მოსკოვში თამაშობს, მატჩის კომენტატორი ამბობს: „ერთადერთი უჩვეულო რამ მის (ჰარმონის) შესახებ მისი სქესია და ესეც არ არის გასაკვირი რუსეთში. აქ ნონა გაფრინდაშვილია, მაგრამ ის ქალი მსოფლიო ჩემპიონია და არასოდეს უთამაშია კაცთან“.
https://sputnik-georgia.com/20210917/netflixis-pasuxi-nona-gaprindashvils-259680771.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23717/31/237173100_121:0:1901:1335_1920x0_80_0_0_72961c13ccc80c538543407fa577bf15.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ნონა გაფრინდაშვილი ჯონი დეპი ადვოკატი the qeens gambit netflix
ნონა გაფრინდაშვილი ჯონი დეპი ადვოკატი the qeens gambit netflix
ნონა გაფრინდაშვილის ინტერესებს Neftlix-ის წინააღმდეგ ჯონი დეპის ადვოკატი დაიცავს
12:56 20.09.2021 (განახლებულია: 12:57 17.08.2023) ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე Netflix-სგან ხუთ მილიონ დოლარს მოითხოვს.
თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. ცნობილი მოჭადრაკის ნონა გაფრინდაშვილის ინტერესს Netflix-ის წინააღმდეგ ჯონი დეპის ადვოკატი დაიცავს. ამაზე კომპანია BLB-ს მმართველმა დირექტორმა კახა შარაბიძემ „დილის პალიტრის“ ეთერში ისაუბრა.
17 სექტემბერი 2021, 15:34
იურიდიული ფირმა BLB ნონა გაფრინდაშვილის ინტერესებს იცავს მას შემდეგ, რაც გიგანტურმა ამერიკულმა არხმა Netflix-მა მათ თხოვნაზე, შეესწორებინათ სერიალ „ლაზიერის გამბიტში“ ნონა გაფრინდაშვილის შესახებ ინფორმაცია, ცინიკური პასუხი მოიწერა, რომ არც ბოდიშის მოხდას აპირებენ და არც არაფრის შესწორებას.
„შევარჩიეთ პარტნიორი იურისტები, რომლებიც არიან ძალიან დიდი სახეები ამ სფეროში – ერთი არის ბატონი როდ სმოლა, რომლის წიგნით ხელმძღვანელობენ ამ სფეროში და მეორე გახლავთ ალექს რუფუს აისაკი, რომელიც ამჟამად ჩართულია ჯონი დეპისა და The Sun-ის ცნობილ დავაში და წარმოადგენს არაერთ სელებრითს“, – განაცხადა კახა შარაბიძემ.
იურისტის თქმით, Netflix-ს ყოველწლიურად უდიდესი შემოსავალი აქვს, მხოლოდ შარშან მისი შემოსავალი 30 მილიარდი დოლარი იყო, ამიტომ ელოდებიან, რომ მათი იურისტებიც ძალიან ცნობილი ადამიანები იქნებიან, თუმცა დანებებას არ აპირებენ და იბრძოლებენ ბოლომდე.
ლეგენდარულმა ქართველმა მოჭადრაკემ ნონა გაფრინდაშვილმა Netflix-ის წინააღმდეგ აშშ-ში, კალიფორნიის შტატში, სასამართლოში სარჩელი 16 სექტემბერს შეიტანა.
ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს უჩივის მოჭადრაკე ქალზე გადაღებული მინი-სერიალის „ლაზიერის გამბიტის“ (The Queen’s Gambit – „დედოფლის სვლა“) ფინალური ეპიზოდის იმ ნაწილის გამო, რომელშიც მის მიღწევებს პერსონაჟ ბეტ ჰარმონის წარმატებას ადარებენ. კერძოდ, ეპიზოდში, როდესაც ბეტ ჰარმონი მოსკოვში თამაშობს, მატჩის კომენტატორი ამბობს: „ერთადერთი უჩვეულო რამ მის (ჰარმონის) შესახებ მისი სქესია და ესეც არ არის გასაკვირი რუსეთში. აქ ნონა გაფრინდაშვილია, მაგრამ ის ქალი მსოფლიო ჩემპიონია და არასოდეს უთამაშია კაცთან“.