„არ ვაპირებთ ბოდიშის მოხდას“ – Netflix-ის პასუხი ნონა გაფრინდაშვილს

© Sputnik / Alexander Imedashviliნონა გაფრინდაშვილი
ნონა გაფრინდაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 17.09.2021
გამოწერა
ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე Netflix-სგან ხუთ მილიონ დოლარს მოითხოვს.
თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. Netflix-მა ლეგენდარულ ქართველ მოჭადრაკეს ნონა გაფრინდაშვილს და მის ადვოკატებს მისწერა, რომ სერიალიდან არც სადავო ფრაზის ამოღებას აპირებენ და არც ბოდიშის მოხდას, აცხადებს მოჭადრაკის ინტერესების დამცველი რუსუდან მაისურაძე ტელეკომპანია „ფორმულასთან“.
ნონა გაფრინდაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 17.09.2021
ნონა გაფრინდაშვილი Netflix-სგან 5 მილიონ დოლარს მოითხოვს
ადვოკატი იმ იურიდიული ფირმა BLB-ს წარმომადგენელია, რომელმაც ამერიკული კინოკომპანიის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა და მისგან ნონა გაფრინდაშვილის სახელით ხუთ მილიონ დოლარს ითხოვს. თუმცა, რუსუდან მაისურაძის თქმით, ადვოკატებსა და Netflix-ის წარმომადგენლობას შორის სასამართლომდე კიდევ არაერთი მოლაპარაკება გაიმართა.

„პირდაპირ სასამართლოში მისვლა არ გადაგვიწყვეტია. ჩვენ მივმართეთ Netflix-ს. არაერთხელ ჰქონდათ სატელეფონო საუბარი ჩვენს ამერიკელ კოლეგებს. გავგზავნეთ ოფიციალური მიმართა და ვთხოვეთ, რომ რაიმე სახით გამოესწორებინათ ეს ზიანი, რაც მათ ნონას მიაყენეს ამ სერიალში. პირველი წერილი არ იყო აროგანტული, მაგრამ მას შემდეგ, რაც „ოქროს გლობუსის“ ცერემონია დამთავრდა, ცოტა ხანში წერილი მოგვწერეს და გვითხრეს, რომ არ აპირებდნენ ბოდიშის მოხდას და არც ამ ფრაზის ამოღებას სერიიდან, ასე დაამთავრეს საუბარი ჩვენთან. მას შემდეგ დავიწყეთ სარჩელზე მუშაობა“, – განაცხადა ადვოკატმა.

ლეგენდარულმა ქართველმა მოჭადრაკემ ნონა გაფრინდაშვილმა Netflix-ის წინააღმდეგ აშშ-ში, კალიფორნიის შტატში, სასამართლოში სარჩელი გუშინ, 16 სექტემბერს შეიტანა.
ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს უჩივის მოჭადრაკე ქალზე გადაღებული მისი სერიალის „დედოფლის სვლა“ ფინალური ეპიზოდის იმ ნაწილის გამო, რომელშიც მის მიღწევებს პერსონაჟ ბეტ ჰარმონის წარმატებას ადარებენ. კერძოდ, ეპიზოდში, როდესაც ბეტ ჰარმონი მოსკოვში თამაშობს, მატჩის კომენტატორი ამბობს: „ერთადერთი უჩვეულო რამ მის [ჰარმონის] შესახებ მისი სქესია და ესეც არ არის გასაკვირი რუსეთში. აქ ნონა გაფრინდაშვილია, მაგრამ ის ქალი მსოფლიო ჩემპიონია და არასოდეს უთამაშია კაცთან“.
ნათია ჭიჭინაძე - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2021
Netflix-ის ცნობილ სერიალში „ლუციფერი“ ქართველი არტისტის მუსიკა გაჟღერდა – დეტალები
გაფრინდაშვილის 25-გვერდიან საჩივარში წერია: „ბრალდება, რომ ნონა გაფრინდაშვილს არასდროს უთამაშია კაცთან, არის სიცრუე, ასევე უკიდურესად სექსისტური და დამამცირებელი. 1968 წლისთვის, ანუ იმ დროისთვის, როცა მოქმედება ხდება, მას სულ მცირე 59 მოჭადრაკე კაცთან ჰქონდა მატჩი ჩატარებული, მათ შორის ჭადრაკის სულ მცირე ათ დიდოსტატთან“.
ნონა გაფრინდაშვილი არის ქართველი მოჭადრაკე, დიდოსტატი (1976). მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი (1962-1978). 11 გუნდური და 9 პირადი ოლიმპიური ოქროს მფლობელი. ფიდეს ქალთა კომისიის თავმჯდომარე (1980-1986). საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი პრეზიდენტი 1989-1996 წლებში, 1996 წლიდან მისი საპატიო პრეზიდენტი. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი (2000-2002).
თავისი თაობის მსოფლიოს უძლიერესი მოჭადრაკე ქალი. 1978 წელს ნონა გაფრინდაშვილი გახდა პირველი ქალი მოჭადრაკე, ვისაც საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა მამაკაცთა შორის. 1997 წელს ფიდეს 68-ე კონგრესის გადაწყვეტილებით დაწესდა ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასი საჭადრაკო ოლიმპიადებზე, რომელიც გადაეცემა ქვეყნის ვაჟთა და ქალთა გუნდებს საუკეთესო ჯამური შედეგისათვის. 2001 წელს მისი სახელი მიენიჭა თბილისის ჭადრაკის სასახლეს.
ნონა გაფრინდაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 21.07.2021
მეფური საჩუქარი ლეგენდარულ ლიონელ მესის ლეგენდარული ნონა გაფრინდაშვილისგან
რაც შეეხება მინი-სერიალს The Queen’s Gambit, ის მაყურებელმა 2020 წელს იხილა. სერიალის მთავარი გმირი 8 წლის ობოლი ბეტ ჰარმონია, მშვიდი, პირქუში და ერთი შეხედვით ჩვეულებრივი გოგონა, თუმცა მაშინ, როცა პირველად თამაშობს ჭადრაკის პარტიას, ის გრძნობს, თუ როგორ ძლიერდება, როგორ აზროვნებს უკეთ და პირველად გრძნობს, რომ ცხოვრებაში ყველაფერს აკონტროლებს.
16 წლის ასაკში ის შეერთებული შტატების ღია ჩემპიონატში იღებს მონაწილეობას, თუმცა რაც უფრო მეტად მიიწევს პროფესიონალური წრისკენ, მით უფრო რთულდება ყველაფერი. სერიალი დაფუძნებულია უოლტერ რევისის წიგნზე.
ყველა ახალი ამბავი
0