საქართველო მნიშვნელოვანი სპორტული შეჯიბრებების გამართვისთვის ემზადება

© photo: Sputnik / Stringerკალათბურთი
კალათბურთი - Sputnik საქართველო, 1920, 24.01.2022
გამოწერა
საქართველოში უახლოეს ორ წელში მსოფლიოს და ევროპის რამდენიმე ჩემპიონატის გამართვა იგეგმება
თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. 2022 წლის სექტემბერში თბილისი, ევროპის სამ ქალაქთან (კიოლნი, პრაღა, მილანი) ერთად, კალათბურთის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, დედაქალაქში ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფის მატჩები ჩატარდება, რომელშიც საქართველოს ნაკრებთან ერთად, ითამაშებენ ესპანეთის, რუსეთის, თურქეთის, ბელგიისა და ბულგარეთის გუნდები.
„სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, დედაქალაქში ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის ახალი ევროპული სტანდარტების სპორტის სასახლე შენდება, რომელიც ამ ზაფხულს დასრულდება და ჩვენ თბილისში ევროპის ჩემპიონატს ღირსეულად ჩავატარებთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ასევე სასიხარულოა ის ფაქტი, რომ 2023 წელს გაიმართება ევროპის ახალგაზრდული საფეხბურთო ჩემპიონატი. მატჩები როგორც თბილისში, ისე ბათუმსა და ქუთაისში ჩატარდება.
„საქართველოში ჩამოვა რვა ქვეყნის უძლიერესი გუნდები და ფინალური მატჩი ბათუმის ახალ სტადიონზე გაიმართება... ეს 2023 წელს ძალიან დიდი მოვლენა იქნება. საქართველოში ფეხბურთის ბევრი ვარსკვლავი ჩამოვა და ქართველ გულშემატკვარს მათი ხილვის შესაძლებლობა ექნებათ“, - აღნიშნა პრემიერმა.
უეფას დელეგაციამ საქართველოში სტადიონებისა და სავარჯიშო მოედნების მდგომარეობა შეაფასა>>>
როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, შეიქმნება დროებითი სამთავრობო კომისია, რომელიც ჩემპიონატის წარმატებით ჩატარებას ორგანიზებას გაუწევს.
პრემიერის თქმით, გარდა ამისა, 2023 წლის 19 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით ბაკურიანში ჩატარდება მსოფლიო ჩემპიონატი „თავისუფალ სრიალში თხილამურებით და სნოუბორდით“, რაც ასევე დიდი მოვლენაა ქვეყნისთვის.
„ამისთვის ინტენსიურ სამუშაოებს ვატარებთ. მოეწყობა სამი ახალი სასრიალო ტრასა, ხელოვნური ტბები და ა.შ. დიდი სამუშაო ტარდება, რაც საბოლოო ჯამში, ბაკურიანსა და ჩვენს მოსახლეობას დარჩება“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
ამასთან, პრემიერი თქმით, მიმდინარე წლის 18-19 თებერვალს და 5-6 მარტს ბაკურიანი მსოფლიო თასის ეტაპებს უმასპინძლებს.
ყველა ახალი ამბავი
0