https://sputnik-georgia.com/20210913/uefas-delegaciam-saqartvelosi-stadionebis-da-savarjiso-moednebis-mdgomareoba-seafasa-259538490.html
უეფას დელეგაციამ საქართველოში სტადიონებისა და სავარჯიშო მოედნების მდგომარეობა შეაფასა
უეფას დელეგაციამ საქართველოში სტადიონებისა და სავარჯიშო მოედნების მდგომარეობა შეაფასა
Sputnik საქართველო
2023 წელს უეფას 21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება. 13.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-13T10:00+0400
2021-09-13T10:00+0400
2021-09-13T14:10+0400
სპორტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/08/251671621_0:16:3067:1741_1920x0_80_0_0_e945fd32318deaa094ca77d44c1dbfc2.jpg
თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. უეფას ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საორგანიზაციო ჯგუფთან ერთად დაათვალიერეს ის სტადიონები და სავარჯიშო მოედნები, სადაც 2023 წელს უეფას 21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ოფიციალური მატჩები გაიმართება.ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება. ევრო-2023-ის ახალგაზრდული გუნდების ფინალური მატჩი ჩატარდება ბათუმში, ხოლო გახსნის მატჩი – რუმინეთში. ჯგუფური მატჩები საქართველოში შედგება ოთხ სტადიონზე: ბათუმში, ფოთსა და თბილისში (ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე" და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე).საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მონაცემებით, ხუთდღიანი ვიზიტი საორგანიზაციო ჯგუფმა თბილისში დაიწყო და ბათუმში დაასრულა. უეფას საორგანიზაციო ჯგუფი ქართულ მხარესთან ერთად ყოველკვირეულად ონლაინ რეჟიმში იმუშავებს, ფინალური ეტაპის დაწყებამდე კი სპეციალური დელეგაციების ვიზიტებია დაგეგმილი.ევროპის 16 გუნდი ოთხ ჯგუფად დაიყოფა. თითოეული ქვეყანა ორ-ორ ჯგუფს უმასპინძლებს. ჩემპიონატის რეგლამენტის მიხედვით, ორივე ორგანიზატორი ქვეყანა – საქართველო და რუმინეთი ფინალურ ეტაპზე საკვალიფიკაციო ეტაპის გამოტოვებით ითამაშებს.
https://sputnik-georgia.com/20210713/batumis-stadion-pirvel-saertashoriso-matchs-umaspinzlebs-252298321.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/08/251671621_317:0:3046:2047_1920x0_80_0_0_45025ddf4fe8f03426df58f75e8787f0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები
უეფას დელეგაციამ საქართველოში სტადიონებისა და სავარჯიშო მოედნების მდგომარეობა შეაფასა
10:00 13.09.2021 (განახლებულია: 14:10 13.09.2021) 2023 წელს უეფას 21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება.
თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. უეფას ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საორგანიზაციო ჯგუფთან ერთად დაათვალიერეს ის სტადიონები და სავარჯიშო მოედნები, სადაც 2023 წელს უეფას 21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ოფიციალური მატჩები გაიმართება.
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება. ევრო-2023-ის ახალგაზრდული გუნდების ფინალური მატჩი ჩატარდება ბათუმში, ხოლო გახსნის მატჩი – რუმინეთში. ჯგუფური მატჩები საქართველოში შედგება ოთხ სტადიონზე: ბათუმში, ფოთსა და თბილისში (ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე" და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე).
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მონაცემებით, ხუთდღიანი ვიზიტი საორგანიზაციო ჯგუფმა თბილისში დაიწყო და ბათუმში დაასრულა. უეფას საორგანიზაციო ჯგუფი ქართულ მხარესთან ერთად ყოველკვირეულად ონლაინ რეჟიმში იმუშავებს, ფინალური ეტაპის დაწყებამდე კი სპეციალური დელეგაციების ვიზიტებია დაგეგმილი.
ევროპის 16 გუნდი ოთხ ჯგუფად დაიყოფა. თითოეული ქვეყანა ორ-ორ ჯგუფს უმასპინძლებს. ჩემპიონატის რეგლამენტის მიხედვით, ორივე ორგანიზატორი ქვეყანა – საქართველო და რუმინეთი ფინალურ ეტაპზე საკვალიფიკაციო ეტაპის გამოტოვებით ითამაშებს.