https://sputnik-georgia.com/20210713/batumis-stadion-pirvel-saertashoriso-matchs-umaspinzlebs-252298321.html
ბათუმის სტადიონი პირველ საერთაშორისო მატჩს უმასპინძლებს
ბათუმის სტადიონი პირველ საერთაშორისო მატჩს უმასპინძლებს
Sputnik საქართველო
კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, ბათუმის „დინამოსა“ და სან–მარინოს „ტრე პენეს“ მატჩს მაქსიმუმ 10 ათასი მაყურებელი დაესწრება. 13.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-13T10:00+0400
2021-07-13T10:00+0400
2021-08-28T14:27+0400
ახალი ამბები
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24889/59/248895905_0:0:979:550_1920x0_80_0_0_d1a1ed7b7f0f137a39a8546a5280de97.jpg
თბილისი, 13 ივლისი – Sputnik. ბათუმის ახალი ცენტრალური სტადიონი პირველ საერთაშორისო მატჩს 15 ივლისს უმასპინძლებს.საერთაშორისო სტანდარტებით აშენებული ახალი თანამედროვე სტადიონი აჭარის დედაქალაქში 2020 წლის 27 ოქტომბერს გაიხსნა. ის დაპროექტებულია თურქული არქიტექტურული კომპანია Bahadir Kul Architects-ის მიერ. სტადიონი 20 ათას მაყურებელს იტევს. მის მშენებლობაზე თითქმის 145 მლნ ლარი დაიხარჯა. 2023 წელს ბათუმის სტადიონი 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობას გეგმავს.უეფას „კონფერენს ლიგის“ 2021/22 წლების პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში ბათუმის „დინამო“ სან-მარინოს „ტრე პენეს" დაუპირისპირდება. პირველ მატჩში ბათუმის „დინამომ“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა – 4:0. ორი მატჩის ჯამში გამარჯვების შემთხვევაში ბათუმელები მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში გადავლენ, სადაც ბელარუსის „ბატეს“ დაუპირისპირდებიან.ბათუმის „დინამო“ საქართველოს მოქმედი ვიცე-ჩემპიონია. მიმდინარე სეზონში გუნდი უეფას „კონფერენს ლიგაში“ მონაწილეობს.კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით ბილეთების გაყიდვა წარმოებს დისტანციურად, biletebi.ge-ს პორტალზე. ბილეთის ფასი 5 ლარიდან 25 ლარამდე მერყეობს.
https://sputnik-georgia.com/20210705/giorgi-aburjania-karieras-portugaliashi-gaagrzelebs-252211965.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24889/59/248895905_119:0:852:550_1920x0_80_0_0_4a40d825da5d5bd08d4231a78e9d7e35.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, სპორტი
ბათუმის სტადიონი პირველ საერთაშორისო მატჩს უმასპინძლებს
10:00 13.07.2021 (განახლებულია: 14:27 28.08.2021) კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, ბათუმის „დინამოსა“ და სან–მარინოს „ტრე პენეს“ მატჩს მაქსიმუმ 10 ათასი მაყურებელი დაესწრება.
თბილისი, 13 ივლისი – Sputnik. ბათუმის ახალი ცენტრალური სტადიონი პირველ საერთაშორისო მატჩს 15 ივლისს უმასპინძლებს.
საერთაშორისო სტანდარტებით აშენებული ახალი თანამედროვე სტადიონი აჭარის დედაქალაქში 2020 წლის 27 ოქტომბერს გაიხსნა. ის დაპროექტებულია თურქული არქიტექტურული კომპანია Bahadir Kul Architects-ის მიერ. სტადიონი 20 ათას მაყურებელს იტევს. მის მშენებლობაზე თითქმის 145 მლნ ლარი დაიხარჯა.
2023 წელს ბათუმის სტადიონი 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობას გეგმავს.
უეფას „კონფერენს ლიგის“ 2021/22 წლების პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში ბათუმის „დინამო“ სან-მარინოს „ტრე პენეს" დაუპირისპირდება.
პირველ მატჩში ბათუმის „დინამომ“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა – 4:0. ორი მატჩის ჯამში გამარჯვების შემთხვევაში ბათუმელები მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში გადავლენ, სადაც ბელარუსის „ბატეს“ დაუპირისპირდებიან.
ბათუმის „დინამო“ საქართველოს მოქმედი ვიცე-ჩემპიონია. მიმდინარე სეზონში გუნდი უეფას „კონფერენს ლიგაში“ მონაწილეობს.
კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით ბილეთების გაყიდვა წარმოებს დისტანციურად, biletebi.ge-ს პორტალზე. ბილეთის ფასი 5 ლარიდან 25 ლარამდე მერყეობს.