https://sputnik-georgia.com/20220119/saakashvils-sheizleba-dazaralebulis-statusi-mienichos-263738109.html
სააკაშვილს შეიძლება დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოს
სააკაშვილს შეიძლება დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოს
Sputnik საქართველო
სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ექიმთა კონსილიუმთან ერთად ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მომზადებული დასკვნა წარადგინა. 19.01.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-01-19T18:17+0400
2022-01-19T18:17+0400
2022-01-19T18:17+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/07/263439446_0:126:2679:1632_1920x0_80_0_0_66470ce1302633b8928eb9385a8ba8e8.jpg
თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას არგუმენტირებულად მიიჩნევს.ადრე, ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის ადვოკატებმა პროკურატურას მათი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნისა და წამების საქმეზე მისი დაზარალებულად ცნობის თხოვნით მიმართეს.სისხლის სამართლის საქმე „არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის“ მუხლით აღიძრა ადვოკატების განცხადების შემდეგ, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ რუსთავისციხიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში ეტაპირებისას ექს-პრეზიდენტის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას და დამცირებას.მისი თქმით, სახალხო დამცველის ააპარატი ეცდება აღნიშნული ინფორმაცია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისგან მიიღოს.„თუ ჩვენ გარკვეულ მტკიცებულებებზე გვექნება წვდომა, რომლებიც ჩვენ მოგვცემს დამაჯერებელ საფუძველს ვიფიქროთ, რომ სააკაშვილისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების საფუძველი არსებობს, ჩვენ ამის თაობაზე განვაცხადებთ“, - აღნიშნა ლომჯარიამ.ომბუდსმენის ეგიდით შექმნილმა ექიმთა კონსილიუმმა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე მესამე დასკვნა წარმოადგინა. დოკუმენტს რვა ექსპერტი აწერს ხელს.ლომჯარიას თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის თაობაზე წარმოდგენილი ანგარიში, შეფასებები და რეკომენდაციები შემაჯამებელია. მისი განმარტებით, სამი ვიზიტის - 23 ნოემბერი, 12 დეკემბერი, 11 იანვარი - მანძილზე, მკურნალობის მეთოდოლოგიის თვალსაზრისით არსებითი ცვლილებები არ მომხდარა. კვლავ არ შესრულებულა ექს-პრეზიდენტთან დაკავშირებით გაცემული რეკომენდაციები ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის საჭიროების თაობაზე.„ვიდრე სიტუაცია არსებითად არ შეიცვლება როგორც მკურნალობის მეთოდოლოგიის, ისე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის თვალსაზრისით, ჩვენ არ ვაპირებთ დამატებითი ვიზიტი განვახორციელოთ“, - განაცხადა ლომჯარიამ.რას ამბობენ ექიმებიდასკვნის თანახმად, სააკაშვილის მდგომარეობა კვლავ მოითხოვს ყურადღებას, მას აღენიშნება წონასწორობის დარღვევა, სისუსტე, ანემია და პოსტტრამვული ნერვული აშლილობა.„კვლავ რჩება ნერვული სიმპტომატიკა, რომელიც 12 დეკემბრიდან არ გაუმჯობესებულა. გამოხატულია მხედველობის სიმპტომატიკა, წონასწორობის დარღვევა, სისუსტე“, - განაცხადა კონსილიუმის წევრმა თენგიზ წულაძემ.კონსილიუმის დასკვნის თანახმად, მედიკამენტოზური მკურნალობის კურსში აუცილებელია ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის ჩართვა. წულაძის თქმით, რეაბილიტაცია დაეხმარება ექს-პრეზიდენტს კვების რეჟიმის აღდგენაში. გარდა ამისა, კონსილიუმი მიიჩნევს, რომ დამატებითი კვლევების სახით აუცილებელია სააკაშვილმა მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია ჩაიტაროს.„ნევროლოგიური თვალსაზრისით, საჭიროა ნევრილოგის მონიტორინგი იმ შემთხვევაში, თუ მოხდება დაავადების პროგრესირება“, - აღნიშნა წულაძემ.კონსილიუმის კიდევ ერთი წევრის გიორგი გრიგოლიას განცხადებით, კვებასთან დაკავშირებული პრობლემები კვლავ რჩება და ექს-პრეზიდენტს, რომელიც 50 დღე შიმშილობდა, ჯერ კიდევ არ დაუწყია სრულფასოვანი კვება.სააკაშვილი, რომელიც ქვეყანაში უკრაინიდან არალეგალურად 29 სექტემბერს დაბრუნდა და თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს, ამ დროისთვის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.სააკაშვილს სისხლის სამართლის ორ საქმეზე დაუსწრებლად ექვსი წლის ვადით პატიმრობა აქვს შეფარდებული. სასამართლო მის წინააღმდეგ კიდევ სამ საქმეს იხილავს –2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის, სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის და საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთის.
https://sputnik-georgia.com/20220118/advokatebi-saakasvilistvis-fsiqiatriul-eqspertizas-moitxoven-263712966.html
https://sputnik-georgia.com/20220111/saakasvilis-kadrebis-gavrceleba-iusticiis-saministrostvis-dakisrebuli-jarima-gauqmda-263540634.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/07/263439446_0:0:2679:2010_1920x0_80_0_0_7cb636b3d45fc81e80781fccbd1f42bc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო
საზოგადოება, ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო
სააკაშვილს შეიძლება დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოს
სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ექიმთა კონსილიუმთან ერთად ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მომზადებული დასკვნა წარადგინა.
თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას არგუმენტირებულად მიიჩნევს.
ადრე, ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის ადვოკატებმა პროკურატურას მათი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნისა და წამების საქმეზე მისი დაზარალებულად ცნობის თხოვნით მიმართეს.
სისხლის სამართლის საქმე „არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის“ მუხლით აღიძრა ადვოკატების განცხადების შემდეგ, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ რუსთავისციხიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში ეტაპირებისას ექს-პრეზიდენტის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას და დამცირებას.
„მოცემულ ეტაპზე, აღნიშნული მოთხოვნა არგუმენტირებულად მიმაჩნია. თუმცა იმისთვის, რომ სახალხო დამცველმა რეკომენდაცია გასცეს, საჭიროა მეტი ინფორმაცია“, - განაცხადა ლომჯარიამ.
მისი თქმით, სახალხო დამცველის ააპარატი ეცდება აღნიშნული ინფორმაცია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისგან მიიღოს.
„თუ ჩვენ გარკვეულ მტკიცებულებებზე გვექნება წვდომა, რომლებიც ჩვენ მოგვცემს დამაჯერებელ საფუძველს ვიფიქროთ, რომ სააკაშვილისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების საფუძველი არსებობს, ჩვენ ამის თაობაზე განვაცხადებთ“, - აღნიშნა ლომჯარიამ.
ომბუდსმენის ეგიდით შექმნილმა ექიმთა კონსილიუმმა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე მესამე დასკვნა წარმოადგინა. დოკუმენტს რვა ექსპერტი აწერს ხელს.
ლომჯარიას თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის თაობაზე წარმოდგენილი ანგარიში, შეფასებები და რეკომენდაციები შემაჯამებელია. მისი განმარტებით, სამი ვიზიტის - 23 ნოემბერი, 12 დეკემბერი, 11 იანვარი - მანძილზე, მკურნალობის მეთოდოლოგიის თვალსაზრისით არსებითი ცვლილებები არ მომხდარა.
კვლავ არ შესრულებულა ექს-პრეზიდენტთან დაკავშირებით გაცემული რეკომენდაციები ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის საჭიროების თაობაზე.
„ვიდრე სიტუაცია არსებითად არ შეიცვლება როგორც მკურნალობის მეთოდოლოგიის, ისე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის თვალსაზრისით, ჩვენ არ ვაპირებთ დამატებითი ვიზიტი განვახორციელოთ“, - განაცხადა ლომჯარიამ.
დასკვნის თანახმად, სააკაშვილის მდგომარეობა კვლავ მოითხოვს ყურადღებას, მას აღენიშნება წონასწორობის დარღვევა, სისუსტე, ანემია და პოსტტრამვული ნერვული აშლილობა.
„კვლავ რჩება ნერვული სიმპტომატიკა, რომელიც 12 დეკემბრიდან არ გაუმჯობესებულა. გამოხატულია მხედველობის სიმპტომატიკა, წონასწორობის დარღვევა, სისუსტე“, - განაცხადა კონსილიუმის წევრმა თენგიზ წულაძემ.
კონსილიუმის დასკვნის თანახმად, მედიკამენტოზური მკურნალობის კურსში აუცილებელია ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის ჩართვა. წულაძის თქმით, რეაბილიტაცია დაეხმარება ექს-პრეზიდენტს კვების რეჟიმის აღდგენაში.
გარდა ამისა, კონსილიუმი მიიჩნევს, რომ დამატებითი კვლევების სახით აუცილებელია სააკაშვილმა მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია ჩაიტაროს.
„ნევროლოგიური თვალსაზრისით, საჭიროა ნევრილოგის მონიტორინგი იმ შემთხვევაში, თუ მოხდება დაავადების პროგრესირება“, - აღნიშნა წულაძემ.
კონსილიუმის კიდევ ერთი წევრის გიორგი გრიგოლიას განცხადებით, კვებასთან დაკავშირებული პრობლემები კვლავ რჩება და ექს-პრეზიდენტს, რომელიც 50 დღე შიმშილობდა, ჯერ კიდევ არ დაუწყია სრულფასოვანი კვება.
„გამორიცხული არაფერია. თუ იგი კვლავ დაიწყებს შიმშილობას, მისი მხრიდან ნებისმიერი რადიკალური მოქმედებები მის ჯანმრთელობას კარდინალურ ზიანს მიაყენებს“, - აღნიშნა გრიგოლიამ.
სააკაშვილი, რომელიც ქვეყანაში უკრაინიდან არალეგალურად 29 სექტემბერს დაბრუნდა და თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს, ამ დროისთვის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.
სააკაშვილს სისხლის სამართლის ორ საქმეზე დაუსწრებლად ექვსი წლის ვადით პატიმრობა აქვს შეფარდებული. სასამართლო მის წინააღმდეგ კიდევ სამ საქმეს იხილავს –2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის, სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის და საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთის.