https://sputnik-georgia.com/20220111/saakasvilis-kadrebis-gavrceleba-iusticiis-saministrostvis-dakisrebuli-jarima-gauqmda-263540634.html
სააკაშვილის კადრების გავრცელება: იუსტიციის სამინისტროსთვის დაკისრებული ჯარიმა გაუქმდა
სააკაშვილის კადრების გავრცელება: იუსტიციის სამინისტროსთვის დაკისრებული ჯარიმა გაუქმდა
Sputnik საქართველო
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას და მის გასაჩივრებას უმაღლეს ინსტანციაში გეგმავს
2022-01-11T21:25+0400
2022-01-11T21:25+0400
2022-01-11T23:04+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/1e/250207789_0:85:1620:996_1920x0_80_0_0_ab9791bf8ddb7a0b55ea085b31828bf5.jpg
თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ იუსტიციის სამინისტროსთვის დაკისრებული 500-ლარიანი ჯარიმა გააუქმა.აღნიშნული ჯარიმა უწყებას დაეკისრა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის კადრების გამოქვეყნებისთვის.სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სპეციალური პენიტენციური სამსახური 2 ათასი ლარით დაჯარიმდა, ხოლო იუსტიციის სამინისტრო – 500 ლარით.სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას და აპირებს გაასაჩივროს ის უმაღლეს ინსტანციაში.სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა შეისწავლა პერსონალური მონაცემების მიღებისა და გავრცელების კანონიერება და დაადგინა, რომ იუსტიციის სამინისტრომ და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის შესახებ ინფორმაცია კანონდარღვევით გაავრცელეს.კერძოდ, საუბარია ვიდეოჩანაწერებზე, სადაც ნაჩვენებია სააკაშვილის რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში ეტაპირება, ასევე თუ როგორ ყიდულობს სააკაშვილი ციხის ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში პროდუქტებს და მედპუნქტში იღებს საკვებ დანამატებს.ნინო ლომჯარიამ სააკაშვილის ეტაპირება გააკრიტიკა >>მანამდე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილის ეტაპირების და სხვა ვიდეოკადრები გამოქვეყნდა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო და ასევე ინფორმაციის გაყალბების პრევენციის მიზნით მოხდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/1e/250207789_90:0:1530:1080_1920x0_80_0_0_f786ab3ae409a6b38a24ee1fc2f8da6a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
იუსტიციის სამინისტრო ინსპეტორის სამსახური ჯარიმა
იუსტიციის სამინისტრო ინსპეტორის სამსახური ჯარიმა
სააკაშვილის კადრების გავრცელება: იუსტიციის სამინისტროსთვის დაკისრებული ჯარიმა გაუქმდა
21:25 11.01.2022 (განახლებულია: 23:04 11.01.2022) სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას და მის გასაჩივრებას უმაღლეს ინსტანციაში გეგმავს.
თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ იუსტიციის სამინისტროსთვის დაკისრებული 500-ლარიანი ჯარიმა გააუქმა.
აღნიშნული ჯარიმა უწყებას დაეკისრა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის კადრების გამოქვეყნებისთვის.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სპეციალური პენიტენციური სამსახური 2 ათასი ლარით დაჯარიმდა, ხოლო იუსტიციის სამინისტრო – 500 ლარით.
„დღეს სასამართლომ მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება, სრულად დააკმაყოფილა იუსტიციის სამინისტროს საჩივარი და გააუქმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ 2021 წლის 3 დეკემბერს გამოტანილი გადაწყვეტილება, რითაც დასტურდება, რომ იუსტიციის სამინისტროს „პერსონალური ინფორმაციის დაცვის“ კანონი არ დაურღვევია“, – განაცხადა იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა ნინო მინდიაშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას და აპირებს გაასაჩივროს ის უმაღლეს ინსტანციაში.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა შეისწავლა პერსონალური მონაცემების მიღებისა და გავრცელების კანონიერება და დაადგინა, რომ იუსტიციის სამინისტრომ და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის შესახებ ინფორმაცია კანონდარღვევით გაავრცელეს.
კერძოდ, საუბარია ვიდეოჩანაწერებზე, სადაც ნაჩვენებია სააკაშვილის რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში ეტაპირება, ასევე თუ როგორ ყიდულობს სააკაშვილი ციხის ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში პროდუქტებს და მედპუნქტში იღებს საკვებ დანამატებს.
მანამდე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილის ეტაპირების და სხვა ვიდეოკადრები გამოქვეყნდა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო და ასევე ინფორმაციის გაყალბების პრევენციის მიზნით მოხდა.