დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 16 იანვარი

© Pixabay / Sylaboზღვა
ზღვა - Sputnik საქართველო, 1920, 16.01.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 16 იანვარია, კვირა. მზარდი მთვარე კირჩხიბის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.
მშფოთვარე, მაგრამ სასიამოვნო დღეა. ახალი ამოცანები საინტერესოდ გეჩვენებათ. მოუსმინეთ იმ ადამიანების რჩევებს, რომლებიც კარგად გიცნობენ. უკეტებოსკენს ცვლილებებია მოსალოდნელი პირად ურთიერთობებში. ბევრს ექნება შესაძლებლობა, გაერკვეს თავის გრძნობებში. ოღონდ კარდინალური ცვლილებებისთვის ჯერ ადრეა, არ აჩქარდეთ.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 15 იანვარი>>
ვერძი: დღის დასაწყისი არახელსაყრელი დროა მნიშვნელოვანი საქმეებისა და სერიოზული საკითხების გადაწყვეტისთვის. ურთიერთობები გარშემომყოფებთან ყოველთვის ჰარმონიული არ არის. დღის მეორე ნახევარში განწყობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. თავს ბევრად მხნედ და ენერგიულად იგრძნობთ.
ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2021
ზოდიაქო: როდის და რატომ ღალატობენ სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენლები
კურო: დღის დასაწყისში ახალი იდეები და გეგმები გაჩნდება. კარგი დროა იმ ადამიანებთან შესახვედრად, რომლებსაც გინდათ, რომ მოეწონოთ. კარგ შტაბეჭდილაბეას დიდი ძალისხმევის გარესე მოახდენთ. აჯობებს, თუ დღის მეორე ნახევარს ყოველდღიურ საქმეებს, ყოფით საკითხებს დაუთმობთ.
ტყუპი: სიმშვიდის შენარჩუნება ზოგჯერ რთული იქნება. ემოციური ფონი არასტაბილურია, გულთან ყველაფერი ახლოს მიგაქვთ. დღის პირველ ნახევარში ამან, შესაძლოა, ახლობლებთან უთანხმოებებამდე მიგიყვანოთ, მაგრამ ურთიერთობებში ჰარმონია მალე აღდგება, რადგან კონფლიქტი არავის სურს.
კირჩხიბი: წვრილმანების გამო არ ინერვიულოთ. შეიძლება რაღაც გეგმის მიხედვით არ წავიდეს, მაგრამ ცოტა ხანში ყველაფერი კალაპოტში ჩადგება. დღის მეორე ნახევარში ახალი იდეები გაჩნდება, მაგრამ აჯობებს, თუ მათ რეალიზაციას ცოტა ხნით გადადებთ. საღამოს შეყვარებულებს სასიამოვნო სიურპრიზები გელოდებათ.
ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2017
მამაკაცებისთვის: ენდეთ ფსიქოლოგებს – იმსჯელეთ ქალზე მისი დაბადების თვის მიხედვით
ლომი: შესანიშნავი, ნაყოფიერი და საინტერესო დღეა. გაიხსნება ბევრი ახალი შესაძლებლობა და ეცდებით, რომ ხელიდან არც ერთი არ გაუშვათ. გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც დახმარებას შემოგთავაზებენ. არაა გამორიცხული მეგობრული ან სასიყვარულო ურთიერთობების დაწყება.
ქალწული: დღის პირველი ნახევარი კარგი დროა ახალი საქმეებისთვის. სწრაფად ხვდებით, როგორ მიაღწიოთ მიზანს. მოგვიანებით სჯობს, ის საკითხები გადაწყვიტოთ, რომლებიც რამდენჯერმე გადადეთ. არაა გამორიცხული სასარგებლო ნაცნობობა. ამ ადამიანების გამოცდილება ძალიან გამოგადგებათ.
სასწორი: დღის დასაწყისში მცირე უსიამოვნებებია მოსალოდნელი, მაგრამ სიტუაცია მალე შეიცვლება უკეთესობისკენ. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელი დროა ურთიერთობებისთვის. შესანიშნავად ეწყობით განსხვავებულ ადამიანებს. შეიძლება დაიწყოს რომანტიკული, სერიოზული ურთიერთობები.
თავისუფლება - Sputnik საქართველო, 1920, 16.10.2019
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც რამდენჯერმე ქორწინდებიან
მორიელი: შესაფერისი დღეა იმ საქმეებისთვის, რომლებიც უსიამოვნო ან ძალზე რთული გეჩვენებოდათ. შესაძლებელი იქნება საჭირო შედეგების მიღება. შეიძლება გამოჩნდეს რაღაც სახლის საქმეები, ყოფითი პრობლემები. ამას სწრაფად გაუმკლავდებით და დასვენებისთვისაც დაგრჩებათ დრო.
მშვილდოსანი: კარგი დღეა რთული საკითხების გადასაწყვეტად, ჩახლართულ სიტუაციებში გასარკვევად. ხართ ყურადღებიანი და მხედველობიდან არაფერი გეპარებათ. არაა გამორიცხული თქვენთვის მნიშვნელოვანი ძველი კავშირების აღდგენა. ასევე დაძაბული ურთიერთობების დალაგება.
თხის რქა: უჩვეულო იდეების დღეა, მაგრამ მათი განხორციელება დღეს არ გამოვა. საჭიროა დრო, რომ ყველაფერი კარგად მოიფიქროთ. არ იჩქაროთ ფინანსური საკითხების გადაწყვეტა; ყურადღებით იყავით მნიშვნელოვან დოკუმენტებზე ხელმოწერისას. პირად ურთიერთობებში პოზიტიური ტენდენციები ჭარბობს.
გეომაგნიტური ქარიშხალი მზეზე - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2018
რამდენად ემოციური ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მერწყული: მოულოდნელი მოვლენების გამო შეიძლება გეგმები შეგეცვალოთ. შესაძლოა, თავიდან აიცილოთ პრობლემა, რომელიც ცხოვრებას გაგირთულებდათ. პირად ურთიერთობებში უკეთესობისკენ ცვლილებებია მოსალოდნელი. ზოგიერთ თქვენგანს რომანტიკული სიურპრიზები ელოდება, ასევე სიყვარულის აღიარება.
თევზები: შესანიშნავი დღეა იმ ადამიანებთან ურთიერთობებისთვის, რომლებიც იზიარებენ თქვენს ინტერესებს. გაჩნდება ახალი გეგმები და დღეს სწორედ ამ გეგმის დეტალებზე მსჯელობის დროა. ხართ საოცრად მიზანსწრაფული და აუცილებლად მიაღწევთ იმას, რაც მიზნად დაისახეთ.
ყველა ახალი ამბავი
0