დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 15 იანვარი

© Pixabay / cocoparisienneსავსე მთვარე
სავსე მთვარე - Sputnik საქართველო, 1920, 15.01.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 15 იანვარია, შაბათი. მზარდი მთვარე ტყუპის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.
შესანიშნავი იდეებისა და თამამი გეგმების დღეა. ჩნდება ახალი შესაძლებლობები. არაა გამორიცხული, რომ ცხოვრებაში რაღაცის კარდინალურად შეცვლის სურვილი გაჩნდეს, მაგრამ აჩქარება არ ივარგებს – ჯერ ყველაფრის კარგად მოფიქრებაა საჭირო. ყურადსაღებია ინტუიციის მინიშნებები, რასაც გარშემომყოფების რჩევებზე ვერ ვიტყვით.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 14 იანვარი>>
ვერძი: არცთუ ნაყოფიერი, მაგრამ მთლიანობაში სასიამოვნო დღეა. მიესადაგება გეგმების დაწყობას. შეძლებთ საკუთარი ძალებისა თუ გარშემომყოფების ზრახვების სწორად შეფასებას. არაა გამორიცხული, რომ მხარდაჭერა შემოგთავაზონ გავლენიანმა ადამიანებმა. ხელსაყრელი დროა მნიშვნელოვანი საუბრებისთვის.
წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 11.01.2022
ზოდიაქო: რეიტინგები – სიყვარული, მეგობრობა, მუშაობა
კურო: დღე ცუდად არ აეწყობა, მაგრამ ოცნებებში ფრენთ და სიტუაციას ყოველთვის ვერ აფასებთ სწორად. ამის გამო სირთულეებს თავად იქმნით. რაც უფრო მალე დაემშვიდობებით ილუზიებს, მით უფრო მალე მიაღწევთ მიზნებს. საყიდლებზე წასვლა არ იჩქაროთ, ასევე ყურადღებით იყავით დოკუმენტებზე ხელმოწერისას.
ტყუპი: კარგი დღეა სერიოზული საუბრებისთვის. გექნებათ შანსი, აღადგინოთ ურთიერთობები, რომლებიც მნიშვნელოვანი იყო თქვენთვის. მოსალოდნელია კარგი სიახლეების გაგება. დღის პირველი ნახევარი სასარგებლო საქმეებს დაუთმეთ, მეორე კი დასვენებას. მოწყდით რუტინას და რამე თქვენთვის საინტერესო გააკეთეთ.
კირჩხიბი: დღის პირველ ნახევარში გაგიჭირდებათ თავის გაკონტროლება. საკმაოდ დაძაბული ემოციური ფონია, ამიტომ განწყობა ხშირად გეცვლებათ, გულთან ახლოს მიგაქვთ ნებისმიერი წვრილმანი. დღის მეორე ნახევარი ბევრად სასიამოვნოდ ჩაივლის. შესაძლებელია თანხის, საჩუქრების მიღება, სასიამოვნო სიურპრიზები.
ეკატერინე მამამთავრიშვილი და დავით ხელაშვილი: ღამის საოცრება მწვანე ტბაზე - Sputnik საქართველო, 1920, 02.10.2018
ყველაზე გულუხვი ადამიანები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - რეიტინგი
ლომი: მნიშვნელოვანი საკითხების მოსაგვარებლად ხელსაყრელი დღეა. ხართ ყურადღებიანი, ბევრ რამეს ამჩნევთ, გამოგაქვთ სწორი დასკვნები, თუნდაც მცირე ინფორმაცია გაგაჩნდეთ. სიამოვნებით უზიარებთ თქვენს გეგმებსა და იდეებს გარშემომყოფებს, ღიად გამოთქვამთ საკუთარ მოსაზრებებს და ეს მათ მოსწონთ.
ქალწული: კარგი დღეა ძველ მეგობრებთან შესახვედრად. ასევე შეგიძლიათ აღადგინოთ ძველი საქმიანი კავშირები – არაა გამორიცხული, რომ ეს მალე თქვენთვის სასარგებლო აღმოჩნდეს. ეცადეთ, არ გადაიღალოთ. დღის მეორე ნახევარში დაისვენეთ, განმარტოვდით და რამე სასიამოვნოზე იფიქრეთ.
სასწორი: ძალზე ნაყოფიერი დღეა. თუ ბოლო დროს საქმეები დაგიგროვდათ, დღეს იოლად გაუმკლავდებით მას. ახლობლებთან შეგიძლიათ გეგმების განხილვა. ისინი კარგ რჩევებს მოგცემენ. არაა გამორიცხული სასიამოვნო ნაცნობობა, რომლითაც სათავე შეიძლება დაედოს მეგობრულ ან რომანტიკულ ურთიერთობებს.
გულის ფორმის სუვენირები - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2021
2022 – სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რას უმზადებს შავი წყლის ვეფხვი ზოდიაქოს ნიშნებს
მორიელი: დღის პირველ ნახევარში მნიშვნელოვან თემებს ნუ განიხილავთ. ამ დროს რთული იქნება საერთო ენის გამონახვა გარშემომყოფებთან. დრო გჭირდებათ ვითარებაში გასარკვევად. დღის მეორე ნახევარი ბევრად მშვიდად და სასიამოვნოდ ჩაივლის. მოახერხებთ დაგროვებულ საქმეებში გარკვევას და მათ დამთავრებას.
მშვილდოსანი: კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. თუნდაც რთული ამოცანები დაისახოთ, მათ აუცილებლად შესანიშნავად გაუმკლავდებით. ხელსაყრელი დღეა ურთიერთობებისთვის. ადამიანებთან საერთო ენას ადვილად პოულობთ. არაა გამორიცხული რომანტიკული სიურპრიზები, სიყვარულის მოულოდნელი აღიარება.
თხის რქა: დღის პირველ ნახევარში სიფრთხილე გმართებთ. არ იჩქაროთ რთულ საქმეებთან შეჭიდება. არ ელაპარაკოთ ახლობლებს იმაზე, რაზეც აქამდე უთანხმოება გქონდათ. პოზიტიური ტენდენციები მალე გაძლიერდება და ეს სხვადასხვა სფეროში წარმატებების მიღწევისა და ინიციატივის გამოჩენის შანსს მოგცემთ.
ქალი ცაში აპყრობილი ხელებით - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2021
ბედის შანსები: ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება 2022 წელი წარმატებული
მერწყული: ხელსაყრელი დღეა ყოფითი საკითხების მოსაგვარებლად, რომელსაც ხარჯები შეიძლება მოჰყვეს. არაა გამორიცხული, რომ მოულოდნელად სტუმრები გეწვიონ. ამის გამო შესაძლებელია გეგმების შეცვლა, მაგრამ ეს ნეგატიურ ემოციებს არ გამოიწვევს. სამუშაოსთან დაკავშირებით საინტერესო იდეები გაგიჩნდებათ.
თევზები: სასიამოვნო და საინტერესო დღე გელოდებათ. გრძნობთ, რომ ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ და ეს მართლაც ასეა. მაგალითად, შესაძლებელია დიდი ხნის დაწყებული საქმის წარმატებით დასრულება, პასუხების პოვნა მნიშვნელოვან კითხვებზე. დღის მეორე ნახევარში სასიამოვნო ნაცნობობა გელოდებათ.
ყველა ახალი ამბავი
0