დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 14 იანვარი

© Pixabay / jplenioსაქართველოს მთები ჩამავალი მზის შუქზე
საქართველოს მთები ჩამავალი მზის შუქზე - Sputnik საქართველო, 1920, 14.01.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 14 იანვარია, პარასკევი. მზარდი მთვარე ტყუპის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა ვენერა მფარველობს.
ფრთხილად იმოქმედეთ – ასე ბევრის მიღწევის შანსი გაქვთ. სანამ რამე ნაბიჯს გადადგამთ, შეისწავლეთ და გათვალეთ ყველა შესაძლოა ვარიანტი. ყველა პრობლემას სწრაფად ვერ გადაწყვეტთ; ასევე მოსალოდნელია უთანხმოებები გარშემომყოფებთან.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 13 იანვარი>>
ვერძი: არ აღელდეთ წვრილმანების გამო, რადგან მათ არა აქვს დიდი მნიშვნელობა. შესაძლებელია ხელსაყრელი ვითარებები შეიქმნას და ამით რომ ისარგებლოთ, სიმშვიდისა და ჯანსაღი აზრის შენარჩუნებაა საჭირო. ფულთან, დოკუმენტებთან და ღირებულ ნივთებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების სწრაფად არ მიიღოთ.
წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 11.01.2022
ზოდიაქო: რეიტინგები – სიყვარული, მეგობრობა, მუშაობა
კურო: კარგი დღეა ჩვეული საქმიანობისთვის. მათ სწრაფად გაუმკლავდებით. კარგი იქნება სამომავლო გეგმების განხილვა. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია უჩვეულო შეხვედრები, საოცარი დამთხვევები. გაგიჩნდებათ ახალი იდეები, პასუხები რთულ კითხვებზე. შესაძლებელია ძვირფასი ურთიერთობების აღდგენა.
ტყუპი: იღბლიანი და მშვიდი დღეა. მიესადაგება ძველი საქმეების დამთავრებას, ასევე ძველი პრობლემების გადაჭრას. დეტალებისადმი ყურადღება შეცდომებს აგარიდებთ თავიდან. კარგი დროა მნიშვნელოვან თემებზე საუბრისთვის, რადგან ემოციების მოთოკვა შეგიძლიათ და პროვოკაციებზე არ ეგებით.
კირჩხიბი: საჩქარო არაფერია და ეს გაგახარებთ. კარგი დღეა ძველი კავშირების აღსადგენად. არაა გამორიცხული, რომ მოულოდნელად საინტერესო წინადადება მიიღოთ. სიამოვნებით გაატარებთ დროს ახლობელ ადამიანებთან. საღამო იმპროვიზირებული საოჯახო ზეიმისთვის შესანიშნავი დროა.
ვეფხვები - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2021
2022 – ცვლილებების წელი: ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
ლომი: არ იჩქაროთ, დღის პირველი ნახევარი მნიშვნელოვანი საქმეებისთვის არახელსაყრელი დროა. თანდათანობით გაძლიერდება პოზიტიური ტენდენციების გავლენა და გაჩნდება კარგი იდეები, მაგრამ მათი განხორციელებისთვის შესაფერისი დრო ჯერ არ დამდგარა. სჯობს, იფიქროთ და დეტალური გეგმა შეიმუშაოთ.
ქალწული: ძალზე ნაყოფიერი დღეა. იმაზე მეტს მოასწრებთ, ვიდრე დაგეგმილი გქონდათ. შესაძლებელია თანხის მიღება, მათ შორის მოულოდნელი წყაროებიდან. არ არის გამორიცხული სასიამოვნო სიურპრიზები, მაგალითად, რომანტიკული შეხვედრა საყვარელ ადამიანთან ან მასთან, ვინც მოგწონთ.
სასწორი: არცთუ მარტივი იქნება საერთო ენის გამონახვა ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან ან საქმიან პარტნიორებთან. ყოველთვის სწორად არ გიგებენ, მაგრამ თავის გაკონტროლებას შეძლებთ, კონფლიქტურ სიტუაციებს თავიდან აიცილებთ. სამაგიეროდ, ძალიან გაგახარებთ ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობები.
სანაპირო - Sputnik საქართველო, 1920, 30.05.2019
ვინ გადარჩება უკაცრიელ კუნძულზე - ზოდიაქოს „რობინზონ კრუზო" ნიშნების რეიტინგი
მორიელი: მუშაობისთვის ხელსაყრელი დღეა. ბევრი საკითხი მოულოდნელად და სწრაფად გადაწყდება. შესანიშნავი დღეა არაფორმალური ურთიერთობებისთვის. შეიძლება რთული და მტკივნეული საკითხების განხილვა უთანხმოებების გარეშე. შეყვარებულ მორიელებს რომანტიკული სიურპრიზები ელოდებათ.
მშვილდოსანი: ეცადეთ, უაზრო კამათში არ ჩაებათ. ცოტა მოიცადეთ და თქვენი სიმართლე ცხადი გახდება. კარგი დღეა სამუშაო საკითხების გადასაწყვეტად. შესაძლებელია ძალზე ღირებული ინფორმაციის მოპოვება. დილით განწყობა შეიძლება არასახარბიელო იყოს, მაგრამ თანდათანობით გაუმჯობესდება.
თხის რქა: მშფოთვარე დღეა. რამდენიმე საქმის ერთდროულად გაკეთება მოგიწევთ. შიშობთ, რომ შეიძლება რამე დაგავიწყდეთ, აგერიოთ. გაიოლდება საქმე, თუ ვინმეს დახმარებას სთხოვთ. გელოდებათ სასიამოვნო შეხვედრები. შემთხვევითი ნაცნობობით შეიძლება თქვენთვის მნიშვნელოვანი ურთიერთობები დაიწყოს.
მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო, 1920, 13.12.2018
პროფესია – ცოლი: ხუმრობანარევი, მაგრამ ყველაზე მართალი რეიტინგი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
მერწყული: კარგი დღეა იმისთვის, რომ რთულ კითხვებზე პასუხები ეძებოთ. ცხადი ხდება ის, რაზეც აქამდე მხოლოდ გუმანი მიგანიშნებდათ. ეცადეთ, მოერიდოთ გადატვირთვას და სტრესულ ვითარებებს, განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარში, რადგან ამ დროს ემოციური ფონი ძალიან დაძაბული შეიძლება გახდეს.
თევზები: კარგი დღეა, თუმცა მშფოთვარე. ბევრი რთული საკითხის გადაწყვეტა შეიძლება, თუ სიტუაციაში გარკვევას, სწორი სტრატეგიის შერჩევას შეძლებთ. ამაში ინტუიცია დაგეხმარებათ. ეცადეთ, წვრილმანებზე არ გაღიზიანდეთ. გაუგებრობებს ფილოსოფიურად შეხედეთ. საღამოს პოზიტიური ტენდენციები მომძლავრდება.
ყველა ახალი ამბავი
0