https://sputnik-georgia.com/20220115/ra-moxdeba-tu-kitrie-mwnilis-wvens-xsirad-dalevt-263634558.html
რა მოხდება, თუ კიტრის მწნილის წვენს ხშირად დალევთ: აკრძალვები და დაშვებები
რა მოხდება, თუ კიტრის მწნილის წვენს ხშირად დალევთ: აკრძალვები და დაშვებები
Sputnik საქართველო
კიტრის მწნილის წვენს ფართო სამკურნალო თვისებები აქვს, თუმცა ზოგ შემთხვევაში ის შესაძლოა უკიდურესად მავნებელი გამოდგეს
2022-01-15T13:53+0400
2022-01-15T13:53+0400
2022-01-15T13:58+0400
სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/19/250449994_0:0:1920:1080_1920x0_80_0_0_271cf2ecdd0eb9cd1ef077cc4f41fbca.jpg
თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. კვლევებმა აჩვენა, რომ კიტრის მწნილის წვენი სინამდვილეში ძალიან სასარგებლოა და ადამიანის ორგანიზმის ფუნქციონირებას ბევრად აუმჯობესებს, აცხადებენ მეცნიერები.მათი თქმით, მკვეთრი მჟავე გემოს მიუხედავად, ამ სპეციფიკურ წვენს ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებების ფართო სპექტრი აქვს — დაწყებული საჭმლის უკეთ მონელებით და დასრულებული გულის ჯანმრთელობით.აი, რა უნდა იცოდეთ კიტრის მწნილის წვენისა და მისი გამოყენების შესახებ.ამშვიდებს კუნთების სპაზმებსკვლევებმა აჩვენა, რომ ფიზიკური ვარჯიშის შემდეგ კიტრის მწნილის წვენის დალევა ამცირებს კუნთების ტკივილს და სწრაფად ხსნის სპაზმებს.ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მწნილის წვენში შემავალ ძმარს შეიძლება რაიმე კავშირი ჰქონდეს ტკივილის სწრაფად შემსუბუქებასთან, რადგან ის ხელს უწყობს კუნთების სპაზმების გამომწვევი ნერვული სიგნალების შეჩერებას.რატომ არ შეიძლება ყველის ყოველდღე ჭამა: ექიმი ასახელებს მიზეზებს>>ინარჩუნებს წყლის ბალანსსკიტრის მწნილის წვენი ხელს უწყობს წყლის ბალანსის დიდი ხნით შენარჩუნებას. გარდა ამისა, ის შეიცავს სწრაფი დატენიანებისთვის აუცილებელ ორ მინერალურ ნივთიერებას: ნატრიუმსა და კალიუმს.ნატრიუმი და კალიუმი ელექტროლიტებია, ანუ აქვთ ელექტრული მუხტი. ისინი აუცილებელია ორგანიზმის არაერთი ფუნქციისთვის, მათ შორის, ენერგიის გამომუშავებისა და კუნთების შეკუმშვისთვის. რაც უფრო მეტად ოფლიანობთ, მით მეტ ელექტროლიტს კარგავთ. ამიტომ კალიუმისა და ნატრიუმის შემცველი სასმელის მიღება ხელს უწყობს ელექტროლიტების დონის ბევრად სწრაფად აღდგენას.აქრობს უსიამოვნო სუნს პირის ღრუშიძმარი არ პასუხობს სუნთქვის ბუნებრივი გამაჯანსაღებლების ყველა მოთხოვნას, მაგრამ აღმოჩნდა, რომ კიტრის მწნილის წვენის პირის ღრუში გამოვლებას შეუძლია სუნის გამომწვევი ბაქტერიების განადგურება — კამისა და ძმრის ანტიბაქტერიული თვისებების წყალობით.თაფლი ზამთარში „საშინელი პროდუქტია“: ნუტრიგენეტიკოსის რჩევა>>ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯანმრთელობასკიტრის მწნილის წვენი ხელს უწყობს ნაწლავების კარგ ფუნქციონირებას, ასტიმულირებს რა ნაწლავებში სასარგებლო ბაქტერიების ზრდასა და ჯანმრთელ ბალანსს. ეს ბაქტერიები ხელს უწყობს საკვების დაშლას და იცავს ნაწლავებს ინფექციებისგან.ამასთან ექიმები გვაფრთხილებენ, რომ არსებობს ჯანმრთელობის პრობლემები და დაავადებები, რომელთა შემთხვევაშიც კიტრის მწნილი მავნებელია ადამიანისთვის.ეს დაავადებებია:როგორც ექიმები ამბობენ, დიდი რაოდენობით მჟავე კიტრის ჭამა იწვევს წნევის მკვეთრ ვარდნას და ამასთან აძლიერებს მადას.ბავშვებსა და ორსულ ქალებს მედიკოსები ურჩევენ, არ მიირთვან დიდი რაოდენობით კიტრის მწნილი.მნიშვნელოვანია გახსოვდეთ: კონსერვირებული პროდუქტები დიდი რაოდენობით ჯანმრთელი ადამიანებისთვისაც კი არ არის რეკომენდებული. საქმე ისაა, რომ ასეთ პროდუქტებში შემავალი რძემჟავას ჭარბი რაოდენობა შესაძლოა ტოქსიკური აღმოჩნდეს.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/19/250449994_0:0:1708:1281_1920x0_80_0_0_0d339bc3c6a7641438c4ed53d1d50058.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კიტრის მწნილი წვენი ჯანმრთელობა ექიმის რჩევა მავნებლობა სარგებელი
კიტრის მწნილი წვენი ჯანმრთელობა ექიმის რჩევა მავნებლობა სარგებელი
თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. კვლევებმა აჩვენა, რომ კიტრის მწნილის წვენი სინამდვილეში ძალიან სასარგებლოა და ადამიანის ორგანიზმის ფუნქციონირებას ბევრად აუმჯობესებს, აცხადებენ მეცნიერები.
მათი თქმით, მკვეთრი მჟავე გემოს მიუხედავად, ამ სპეციფიკურ წვენს ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებების ფართო სპექტრი აქვს — დაწყებული საჭმლის უკეთ მონელებით და დასრულებული გულის ჯანმრთელობით.
აი, რა უნდა იცოდეთ კიტრის მწნილის წვენისა და მისი გამოყენების შესახებ.
ამშვიდებს კუნთების სპაზმებს
კვლევებმა აჩვენა, რომ ფიზიკური ვარჯიშის შემდეგ კიტრის მწნილის წვენის დალევა ამცირებს კუნთების ტკივილს და სწრაფად ხსნის სპაზმებს.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მწნილის წვენში შემავალ ძმარს შეიძლება რაიმე კავშირი ჰქონდეს ტკივილის სწრაფად შემსუბუქებასთან, რადგან ის ხელს უწყობს კუნთების სპაზმების გამომწვევი ნერვული სიგნალების შეჩერებას.
კიტრის მწნილის წვენი ხელს უწყობს წყლის ბალანსის დიდი ხნით შენარჩუნებას. გარდა ამისა, ის შეიცავს სწრაფი დატენიანებისთვის აუცილებელ ორ მინერალურ ნივთიერებას: ნატრიუმსა და კალიუმს.
ნატრიუმი და კალიუმი ელექტროლიტებია, ანუ აქვთ ელექტრული მუხტი. ისინი აუცილებელია ორგანიზმის არაერთი ფუნქციისთვის, მათ შორის, ენერგიის გამომუშავებისა და კუნთების შეკუმშვისთვის. რაც უფრო მეტად ოფლიანობთ, მით მეტ ელექტროლიტს კარგავთ. ამიტომ კალიუმისა და ნატრიუმის შემცველი სასმელის მიღება ხელს უწყობს ელექტროლიტების დონის ბევრად სწრაფად აღდგენას.
აქრობს უსიამოვნო სუნს პირის ღრუში
ძმარი არ პასუხობს სუნთქვის ბუნებრივი გამაჯანსაღებლების ყველა მოთხოვნას, მაგრამ აღმოჩნდა, რომ კიტრის მწნილის წვენის პირის ღრუში გამოვლებას შეუძლია სუნის გამომწვევი ბაქტერიების განადგურება — კამისა და ძმრის ანტიბაქტერიული თვისებების წყალობით.
ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯანმრთელობას
კიტრის მწნილის წვენი ხელს უწყობს ნაწლავების კარგ ფუნქციონირებას, ასტიმულირებს რა ნაწლავებში სასარგებლო ბაქტერიების ზრდასა და ჯანმრთელ ბალანსს. ეს ბაქტერიები ხელს უწყობს საკვების დაშლას და იცავს ნაწლავებს ინფექციებისგან.
ამასთან ექიმები გვაფრთხილებენ, რომ არსებობს ჯანმრთელობის პრობლემები და დაავადებები, რომელთა შემთხვევაშიც კიტრის მწნილი მავნებელია ადამიანისთვის.
შარდ-კენჭოვანი დაავადება,
კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებები.
როგორც ექიმები ამბობენ, დიდი რაოდენობით მჟავე კიტრის ჭამა იწვევს წნევის მკვეთრ ვარდნას და ამასთან აძლიერებს მადას.
ბავშვებსა და ორსულ ქალებს მედიკოსები ურჩევენ, არ მიირთვან დიდი რაოდენობით კიტრის მწნილი.
მნიშვნელოვანია გახსოვდეთ: კონსერვირებული პროდუქტები დიდი რაოდენობით ჯანმრთელი ადამიანებისთვისაც კი არ არის რეკომენდებული. საქმე ისაა, რომ ასეთ პროდუქტებში შემავალი რძემჟავას ჭარბი რაოდენობა შესაძლოა ტოქსიკური აღმოჩნდეს.