რატომ არ შეიძლება ყველის ყოველდღე ჭამა: ექიმი ასახელებს მიზეზებს

© Pixabay / Devanathყველი
ყველი - Sputnik საქართველო, 1920, 12.01.2022
გამოწერა
თბილისი, 12 იანვარი − Sputnik. ყველი ძალიან სასარგებლო პროდუქტია, განსაკუთრებით ზამთრობით, მაგრამ მისი ყოველდღე ჭამა მაინც არ შეიძლება, აცხადებს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ექიმი-დიეტოლოგი ანდრეი ბობროვსკი რადიო Sputnik-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, ყველის ჭარბი რაოდენობით მიღებამ შეიძლება გარკვეული დაავადებები გამოიწვიოს.

„ყველი არ არის ყოველდღიური მოხმარების პროდუქტი, ვინაიდან ის საკმაოდ კალორიულია. გარდა ამისა, ის შეიცავს ცუდ ცხიმებს, ცუდ ქოლესტერინს, რაც შეიძლება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, უპირველესად კი ათეროსკლეროზის განვითარების მიზეზი გახდეს“, − ამბობს ექიმი.

გარდა ამისა, ნორმაზე მეტმა ყველმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს შარდ-კენჭოვანი დაავადება და ჰიპერტონია.
სპეციალისტის განმარტებით, ყველის ყოველდღიური უსაფრთხო რაოდენობა − დღე-ღამეში 100-150 გრამია.
როგორც ბობროვსკი ამბობს, ზომიერი რაოდენობით ყველი ძალიან სასარგებლო პროდუქტია, ვინაიდან მასში შემავალი ცილები − ორგანიზმის „სამშნებელო მასალაა“, რომლებიც იმუნიტეტს აძლიერებს.
დადგინდა ყველის სახეობები, რომლებიც სიცოცხლეს ახანგრძლივებს>>
გარდა ამისა, ყველში ასევე შედის კალციუმი და B-ჯგუფის ვიტამინები. კონკრეტულად B12, რომელიც სიამოვნებისა და სიხარულის ჰორმონის − სეროტონინის გამომუშავებას უწყობს ხელს, ზამთარში კი განსაკუთრებით სასარგებლოს ხდის ყველს.
საქმე ისაა, რომ როდესაც დღე მოკლეა, B12 ძილის რიტმსაც არეგულირებს და ამასთან მზის სინათლის ნაკლებობით გამოწვეული დეპრესიის პროფილაქტიკასაც ახდენს.
წყარო: რადიო Sputnik
ყველა ახალი ამბავი
0