https://sputnik-georgia.com/20220106/tafli-zamtarsi-sasineli-produqtia-263418136.html
თაფლი ზამთარში „საშინელი პროდუქტია“: ნუტრიგენეტიკოსის რჩევა
თაფლი ზამთარში „საშინელი პროდუქტია“: ნუტრიგენეტიკოსის რჩევა
Sputnik საქართველო
თბილისი, 6 იანვარი – Sputnik. რა დაავადება შეიძლება გამოიწვიოს თაფლმა და რატომ უნდა მოვექცეთ ზამთარში ამ პროდუქტს განსაკუთრებული სიფრთხილით, ამ თემაზე რადიო... 06.01.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-01-06T14:44+0400
2022-01-06T14:44+0400
2023-08-17T10:48+0400
სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23883/54/238835490_0:103:1920:1183_1920x0_80_0_0_2c4cedeb970bf669e34bc0fab3c771b3.jpg
თბილისი, 6 იანვარი – Sputnik. რა დაავადება შეიძლება გამოიწვიოს თაფლმა და რატომ უნდა მოვექცეთ ზამთარში ამ პროდუქტს განსაკუთრებული სიფრთხილით, ამ თემაზე რადიო Sputnik-თან ნუტრიგენეტიკოსმა ანდრეი ზოლოტარიოვმა ისაუბრა.მისი თქმით, თაფლიანი ჩაი საკმაოდ პოპულარული სასმელია, მაგრამ ცივ სეზონზე მისით ტკბობა ყოველთვის და ყველგან არ შეიძლება.ექიმის განმარტებით, თაფლი ორგანიზმზე ძლიერ გამათბობელ ეფექტს ახდენს, ამიტომ მისი გამოყენება მხოლოდ შინ და მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუ უახლოეს საათებში გარეთ გასვლას არ აპირებთ.ამასთან სპეციალისტი გვაფრთხილებს, რომ ქუჩაში გასვლის წინ თავი უნდა ავარიდოთ ყველა იმ პროდუქტს, რომლებიც სხეულის ტემპერატურის ცვლილებას იწვევს.გარდა ამისა, ნუტრიგენეტიკოსის თქმით, გავრცელებული მოსაზრების მიუხედავად, ზამთარში ნაყინის ჭამა ასევე არ არის რეკომენდებული.როგორც ზოლოტარიოვმა განმარტა, ნებისმიერი ტემპერატურული ცვლილება საკვებს, ადამიანსა და გარემოს შორის ორგანიზმის მხრიდან საკმაოდ აქტიურ რეაქციას იწვევს, რაც ყოველთვის არ არის სასარგებლო.წყარო: რადიო Sputnik
https://sputnik-georgia.com/20210910/doqtori-komarovski-ramdeni-tafli-seizleba-wamos-bavsvma-259508722.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23883/54/238835490_104:0:1817:1285_1920x0_80_0_0_4fb9c41aea6c140bc480671aaccc958b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
თაფლი ზამთარში „საშინელი პროდუქტია“: ნუტრიგენეტიკოსის რჩევა
14:44 06.01.2022 (განახლებულია: 10:48 17.08.2023) თბილისი, 6 იანვარი – Sputnik. რა დაავადება შეიძლება გამოიწვიოს თაფლმა და რატომ უნდა მოვექცეთ ზამთარში ამ პროდუქტს განსაკუთრებული სიფრთხილით, ამ თემაზე რადიო Sputnik-თან ნუტრიგენეტიკოსმა ანდრეი ზოლოტარიოვმა ისაუბრა.
მისი თქმით, თაფლიანი ჩაი საკმაოდ პოპულარული სასმელია, მაგრამ ცივ სეზონზე მისით ტკბობა ყოველთვის და ყველგან არ შეიძლება.
ექიმის განმარტებით, თაფლი ორგანიზმზე ძლიერ გამათბობელ ეფექტს ახდენს, ამიტომ მისი გამოყენება მხოლოდ შინ და მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუ უახლოეს საათებში გარეთ გასვლას არ აპირებთ.
„ერთ-ერთი ყველაზე საშინელი პროდუქტი, რომელიც ნამდვილად დიდი სიფრთხილით უნდა მიირთვათ ცივ სეზონზე, არის თაფლი. ფაქტია, რომ თაფლს აქვს გამოხატული გამათბობელი ეფექტი, ამის გამო იწყება ოფლის გამოყოფა. ადამიანები ამას ვერ გრძნობენ, მაგრამ თაფლის მოხმარებამ ზამთარში გარეთ გასვლამდე, ან პირდაპირ ქუჩაში შეიძლება გაციების პროვოცირება მოახდინოს“, — ამბობს ექიმი.
ამასთან სპეციალისტი გვაფრთხილებს, რომ ქუჩაში გასვლის წინ თავი უნდა ავარიდოთ ყველა იმ პროდუქტს, რომლებიც სხეულის ტემპერატურის ცვლილებას იწვევს.
„ტემპერატურის ნებისმიერ ცვლილებას მოჰყვება შედეგი. რაც უფრო დიდია ტემპერატურული დიაპაზონი, მით უფრო საზიანოა ის ორგანიზმისთვის. ცხელი ჩაი ჯობს ზაფხულში მიირთვათ, ზამთარში კი — ოთახის ტემპერატურისა“, — აცხადებს ექიმი.
10 სექტემბერი 2021, 21:19
გარდა ამისა, ნუტრიგენეტიკოსის თქმით, გავრცელებული მოსაზრების მიუხედავად, ზამთარში ნაყინის ჭამა ასევე არ არის რეკომენდებული.
როგორც ზოლოტარიოვმა განმარტა, ნებისმიერი ტემპერატურული ცვლილება საკვებს, ადამიანსა და გარემოს შორის ორგანიზმის მხრიდან საკმაოდ აქტიურ რეაქციას იწვევს, რაც ყოველთვის არ არის სასარგებლო.