https://sputnik-georgia.com/20210910/doqtori-komarovski-ramdeni-tafli-seizleba-wamos-bavsvma-259508722.html
რამდენი თაფლი შეიძლება ჭამოს ბავშვმა: ყველაზე პოპულარული პედიატრის რჩევა
რამდენი თაფლი შეიძლება ჭამოს ბავშვმა: ყველაზე პოპულარული პედიატრის რჩევა
Sputnik საქართველო
დოქტორი კომაროვსკი — თანამედროვე პედიატრიის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი, უმაღლესი კატეგორიის ბავშვთა ექიმი, ნიჭერი მედიკოსი, ათობით წიგნის ავტორი... 10.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-10T21:19+0400
2021-09-10T21:19+0400
2021-09-10T21:19+0400
სასარგებლო რჩევები
რჩევები მშობლებს
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23883/56/238835640_0:0:1920:1080_1920x0_80_0_0_b203db4c570c630bdfc7c38eb128de60.jpg
მას იცნობენ არა მხოლოდ სამშობლოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც. გადაცემას „დოქტორ კომაროვსკის სკოლა“ მილიონობით ადამიანი უყურებს, რომელშიც ექიმი აბსოლუტურად გასაგები ენით, მარტივად აწვდის მშობლებს საჭირო ინფორმაციას ბავშვების ჯანმრთელობის შესახებ.მის რჩევებს ითალისწინებენ და ემადლიერებიან, პატივს სცემენ და უყვართ. იმიტომ რომ ნამდვილი ექიმია — მცოდნე და განათლებული.ქვემოთ დოქტორ კომაროვსკის პასუხს გაგაცნობთ მშობლის შეკითხვაზე: რამდენი თაფლი შეიძლება ჭამოს ბავშვმა დღის განმავლობაში? აი, რას ამბობს ექიმი:„თაფლი მართლაც რომ სავსეა სასარგებლო ნივთიერებებით: ვიტამინებით, ფრუქტოზით, მიკროელემენტებით... თუმცა მთავარი მაინც ისაა, რომ ის ტკბილია, ხოლო სიტკბო — ეს ენერგიაა. ენერგია კი სადღაც უნდა დაიხარჯოს.ამიტომ, თუ ბავშვს პუტკუნა ლოყები და ფუშფუშა ტაკო აქვს, თანაც მთელი დღე გორაობს, მაშ, რატომღა უნდა მისცეთ ტკბილი თაფლი?მაგრამ თუ ბავშვი გამხდარია, სადგისგაყრილივით მოძრავი და მთელი დღე ველოსიპედითაც დაჰქრის, კანფეტის მაგივრად თუ თაფლს მივცემთ, ვინ ვიქნებით? ვინ და ყოჩაღები! დაიმახსოვრეთ: იმისათვის, რომ შვილისთვის ტკბილეულის მიცემის მორალური უფლება გქონდეთ, ბავშვი უნდა იყოს გამხდარი, აქტიური და გამუდმებით დატვირთული ფიზიკურად.როცა გაქვთ შესაძლებლობა, შეცვალოთ „ღარიბი“ შაქარი ვიტამინებითა და მიკროელემენტებით მდიდარი თაფლით, შეცვალეთ. მაგალითად, დაუტკბეთ ბავშვს ხაჭო თაფლით და არა შაქრით, ჩაიში მურაბის მაგივრად თაფლი ჩაუშვით...მაგრამ დაიმახსოვრეთ: მართალია, თაფლი შაქარზე მარგებელია, მაგრამ ზედმეტი სიტკბო, თუნდაც თაფლის სახით, ბავშვს არაფერში სჭირდება. ეს იმიტომ, რომ არსებობს კიდევ ერთი პრობლემა, მით უმეტეს, თუ ბავშვს ფიჭის წოვა-ღეჭვა უყვარს: პირში ტკბილის დიდხანს გაჩერება კარიესს იწვევს!ასე რომ, გაითვალისწინეთ ზემოთ ნათქვამი, შეუთანხმდით შვილს და გადაწყვიტეთ, როდის და რამდენ თაფლს მიირთმევს იგი“.
https://sputnik-georgia.com/20210618/evgeni-komarovski-Tu-bavSvi-sakvebITmoiwamla-252067837.html
https://sputnik-georgia.com/20210419/temperaturis-sworad-gazomva-komarovskis-rCeva-251507556.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23883/56/238835640_213:0:1920:1280_1920x0_80_0_0_3fc8de915c475dc708ef5a81bde57d21.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , რჩევები მშობლებს, ექიმის რჩევები
სასარგებლო რჩევები , რჩევები მშობლებს, ექიმის რჩევები
რამდენი თაფლი შეიძლება ჭამოს ბავშვმა: ყველაზე პოპულარული პედიატრის რჩევა
დოქტორი კომაროვსკი — თანამედროვე პედიატრიის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი, უმაღლესი კატეგორიის ბავშვთა ექიმი, ნიჭერი მედიკოსი, ათობით წიგნის ავტორი...
მას იცნობენ არა მხოლოდ სამშობლოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც. გადაცემას „დოქტორ კომაროვსკის სკოლა“ მილიონობით ადამიანი უყურებს, რომელშიც ექიმი აბსოლუტურად გასაგები ენით, მარტივად აწვდის მშობლებს საჭირო ინფორმაციას ბავშვების ჯანმრთელობის შესახებ.
მის რჩევებს ითალისწინებენ და ემადლიერებიან, პატივს სცემენ და უყვართ. იმიტომ რომ ნამდვილი ექიმია — მცოდნე და განათლებული.
ქვემოთ დოქტორ კომაროვსკის პასუხს გაგაცნობთ მშობლის შეკითხვაზე: რამდენი თაფლი შეიძლება ჭამოს ბავშვმა დღის განმავლობაში?
„თაფლი მართლაც რომ სავსეა სასარგებლო ნივთიერებებით: ვიტამინებით, ფრუქტოზით, მიკროელემენტებით... თუმცა მთავარი მაინც ისაა, რომ ის ტკბილია, ხოლო სიტკბო — ეს ენერგიაა. ენერგია კი სადღაც უნდა დაიხარჯოს.
ამიტომ, თუ ბავშვს პუტკუნა ლოყები და ფუშფუშა ტაკო აქვს, თანაც მთელი დღე გორაობს, მაშ, რატომღა უნდა მისცეთ ტკბილი თაფლი?
მაგრამ თუ ბავშვი გამხდარია, სადგისგაყრილივით მოძრავი და მთელი დღე ველოსიპედითაც დაჰქრის, კანფეტის მაგივრად თუ თაფლს მივცემთ, ვინ ვიქნებით? ვინ და ყოჩაღები!
დაიმახსოვრეთ: იმისათვის, რომ შვილისთვის ტკბილეულის მიცემის მორალური უფლება გქონდეთ, ბავშვი უნდა იყოს გამხდარი, აქტიური და გამუდმებით დატვირთული ფიზიკურად.
ამიტომ თაფლის მიღების ნორმა ვერ გაიზომება თაფლის რაოდენობით. ის ბავშვის აქტიურობით იზომება!
როცა გაქვთ შესაძლებლობა, შეცვალოთ „ღარიბი“ შაქარი ვიტამინებითა და მიკროელემენტებით მდიდარი თაფლით, შეცვალეთ. მაგალითად, დაუტკბეთ ბავშვს ხაჭო თაფლით და არა შაქრით, ჩაიში მურაბის მაგივრად თაფლი ჩაუშვით...
მაგრამ დაიმახსოვრეთ: მართალია, თაფლი შაქარზე მარგებელია, მაგრამ ზედმეტი სიტკბო, თუნდაც თაფლის სახით, ბავშვს არაფერში სჭირდება. ეს იმიტომ, რომ არსებობს კიდევ ერთი პრობლემა, მით უმეტეს, თუ ბავშვს ფიჭის წოვა-ღეჭვა უყვარს: პირში ტკბილის დიდხანს გაჩერება კარიესს იწვევს!
ამიტომ მთავარია არა თაფლის რაოდენობა, არამედ მისი სწორად მიღება.
ასე რომ, გაითვალისწინეთ ზემოთ ნათქვამი, შეუთანხმდით შვილს და გადაწყვიტეთ, როდის და რამდენ თაფლს მიირთმევს იგი“.