https://sputnik-georgia.com/20220114/rogor-ganvasxvavot-namdvili-da-yalbi-yveli--263623415.html
როგორ განვასხვავოთ ნამდვილი ყველი ყალბისგან
როგორ განვასხვავოთ ნამდვილი ყველი ყალბისგან
Sputnik საქართველო
ექსპერტი ამბობს, რომ თუ ყველი ნედლი რძისგან არაა დამზადებული, ის ყველი არაა. როგორც უნდა შევარჩიოთ ნატურალური ყველი და არ მოვტყუვდეთ?
2022-01-14T17:46+0400
2022-01-14T17:46+0400
2022-01-14T17:46+0400
ახალი ამბები
საქართველო
აჭარა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23432/23/234322392_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_976362d2f8afb9765fb4108c500fd55e.jpg
თბილისი, 14 იანვარი – Sputnik. პროდუქტი, რომელიც ნედლი რძისგან არ მზადდება, ყველი არ არის. ამის შესახებ აჭარის სურსათის უვნებლობის სააგენტოს სამსახურის ექსპერტმა თამარ ბერძენიშვილმა აჭარის ტელევიზიაში განაცხადა.დახლებზე მრავალი სახეობის ყველია წარმოდგენილი და ფასიც საკმაოდ მაღალია, თუმცა ყველა არაა ნატურალური პროდუქტი, აღნიშნა ბერძენიშვილმა. ადამიანები ფიქრობენ, რომ ყველს ყიდულობენ, მაგრამ ხანდახან პროდუქტი საერთოდ არ შეიცავს რძეს.მისი თქმით, თუ ეს სიტყვა ეტიკეტზე არ არის აღნიშნული, სააგენტოს უფლება აქვს სამართალდარღვევის ოქმი შეადგინოს.მყიდველს შეუძლია მოითხოვოს ეტიკეტი ან შესაბამისი დოკუმენტაცია მაღაზიებშიცა და ბაზრებშიც.ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ადამიანებს, რომლებიც პროდუქტს სახლში აწარმოებენ, შეუძლიათ სურსათის სააგენტოში მისვლა და უფასო და ძალზე მარტივი რეგისტრაციის გავლა.ყველის წარმოების წესები გამკაცრდა>>ფერმერებს, რომლებსაც ხუთზე ნაკლები ძროხა ჰყავთ, შეუძლიათ დარეგისტრირდნენ, როგორც ოჯახური წარმოების სუბიექტები. ბერძენიშვილის განცხადებით, რეგისტრაციის კოდი მათი პირადი ნომრის იდენტური იქნება. ამის შემდეგ მათ საკუთარი პროდუქციის გაყიდვა თავისუფლად შეუძლიათ.რაც შეეხება რძის პროდუქტების შემოწმებას, იყო შემთხვევები, როდესაც ეტიკეტზე ეწერა სიტყვა „ყველი“, თუმცა ის შეიცავდა არა რძის ცხიმს, არამედ პალმის. იყო ასევე ყველის რძის ფხვნილისგან დამზადების შემთხვევებიც.საქართველოს მთავრობის დადგენილებით 2015 წელს დამტკიცდა „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტი", რომლის თანახმად პროდუქციას, რომელიც მცენარეულ ცხიმს შეიცავს, არ უნდა ეწოდოს „რძის პროდუქტი“.საქართველოში განისაზღვრა ყველის რაობა>>საქართველოში 2017 წლის 1 ივლისიდან „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში" ცვლილებები ამოქმედდება, რომლის თანახმად, რძის ფხვნილზე დამზადებულ პროდუქტებს „ყველი“ აღარ შეიძლება ეწოდოსამჟამად ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია ორი სახის პროდუქტი – პირველი, რომლის ეტიკეტზე დაწერილია რძის პროდუქტი და მეორე, რომელიც ჰგავს რძის პროდუქტს, ანუ არაჟანი, კარაქი, მაწონი, რომელთა ეტიკეტზე არ უნდა ეწეროს „რძის პროდუქტი“, რადგან მათში, ძირითადად, არაა გამოყენებული რძის ცხიმი 100%–ით.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23432/23/234322392_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_871bf834ca731e4368c7977989ff009c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ყველი ექსპერტი რძე სურსათი ნამდვილი ყალბი
ყველი ექსპერტი რძე სურსათი ნამდვილი ყალბი
როგორ განვასხვავოთ ნამდვილი ყველი ყალბისგან
სპეციალისტი განმარტავს, როგორ უნდა ამოვიცნოთ ნამდვილი პროდუქტი და არ დავრჩეთ მოტყუებული ყველის ყიდვის დროს
თბილისი, 14 იანვარი – Sputnik. პროდუქტი, რომელიც ნედლი რძისგან არ მზადდება, ყველი არ არის. ამის შესახებ აჭარის სურსათის უვნებლობის სააგენტოს სამსახურის ექსპერტმა თამარ ბერძენიშვილმა აჭარის ტელევიზიაში განაცხადა.
დახლებზე მრავალი სახეობის ყველია წარმოდგენილი და ფასიც საკმაოდ მაღალია, თუმცა ყველა არაა ნატურალური პროდუქტი, აღნიშნა ბერძენიშვილმა. ადამიანები ფიქრობენ, რომ ყველს ყიდულობენ, მაგრამ ხანდახან პროდუქტი საერთოდ არ შეიცავს რძეს.
„ძნელია მომხმარებელმა თვალით გაარჩიოს, რომელია ყველი და რომელია ყველისმაგვარი მასა. მომხმარებელს მოვუწოდებთ, პირველ რიგში დააკვირდეს ეტიკეტს... დასახელებაში არის გამოტანილი თუ არა სიტყვა „ყველი“. თუ სიტყვა „ყველია“ გამოყენებული, ის აუცილებლად უნდა იყოს დამზადებული ნედლი რძისაგან", – განაცხადა ბერძენიშვილმა.
მისი თქმით, თუ ეს სიტყვა ეტიკეტზე არ არის აღნიშნული, სააგენტოს უფლება აქვს სამართალდარღვევის ოქმი შეადგინოს.
მყიდველს შეუძლია მოითხოვოს ეტიკეტი ან შესაბამისი დოკუმენტაცია მაღაზიებშიცა და ბაზრებშიც.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ადამიანებს, რომლებიც პროდუქტს სახლში აწარმოებენ, შეუძლიათ სურსათის სააგენტოში მისვლა და უფასო და ძალზე მარტივი რეგისტრაციის გავლა.
ფერმერებს, რომლებსაც ხუთზე ნაკლები ძროხა ჰყავთ, შეუძლიათ დარეგისტრირდნენ, როგორც ოჯახური წარმოების სუბიექტები. ბერძენიშვილის
განცხადებით, რეგისტრაციის კოდი მათი პირადი ნომრის იდენტური იქნება. ამის შემდეგ მათ საკუთარი პროდუქციის გაყიდვა თავისუფლად შეუძლიათ.
რაც შეეხება რძის პროდუქტების შემოწმებას, იყო შემთხვევები, როდესაც ეტიკეტზე ეწერა სიტყვა „ყველი“, თუმცა ის შეიცავდა არა რძის ცხიმს, არამედ პალმის. იყო ასევე ყველის რძის ფხვნილისგან დამზადების შემთხვევებიც.
ყველი ისაა, რომელიც ნედლი რძისგან მზადდება, განმარტა ბერძენიშვილმა. საქართველოს მთავრობის დადგენილებით 2015 წელს დამტკიცდა „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტი", რომლის თანახმად პროდუქციას, რომელიც მცენარეულ ცხიმს შეიცავს, არ უნდა ეწოდოს „რძის პროდუქტი“.
საქართველოში 2017 წლის 1 ივლისიდან „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში" ცვლილებები ამოქმედდება, რომლის თანახმად, რძის ფხვნილზე დამზადებულ პროდუქტებს „ყველი“ აღარ შეიძლება ეწოდოს
ამჟამად ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია ორი სახის პროდუქტი – პირველი, რომლის ეტიკეტზე დაწერილია რძის პროდუქტი და მეორე, რომელიც ჰგავს რძის პროდუქტს, ანუ არაჟანი, კარაქი, მაწონი, რომელთა ეტიკეტზე არ უნდა ეწეროს „რძის პროდუქტი“, რადგან მათში, ძირითადად, არაა გამოყენებული რძის ცხიმი 100%–ით.