ყველის წარმოების წესები გამკაცრდა

© Sputnik / Denis Aslanovქართული ყველი გამოფენაზე WinExpo Georgia 2017
ქართული ყველი გამოფენაზე WinExpo Georgia 2017 - Sputnik საქართველო
გამოწერა
"რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში" შესული ცვლილებების თანახმად, რძის ფხვნილზე დამზადებულ პროდუქტებს "ყველი" აღარ შეიძლება ეწოდოს.

თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. საქართველოში 1 ივლისიდან ძალაში შევიდა ცვლილებები "რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში", რომლის თანახმად, რძის ფხვნილზე დამზადებულ პროდუქტებს "ყველი" აღარ შეიძლება ეწოდოს.

სიახლის თანახმად, დასახელება "ყველი" შეიძლება გამოყენებული იყოს მხოლოდ იმ ნაწარმზე, რომელიც მზადდება რძისგან. დაუშვებელია რძის ფხვნილისგან დამზადებული ნაწარმის ეტიკეტზე ტერმინი "ყველის" გამოყენება.

ქართული ყველი - Sputnik საქართველო
რატომ არის უფრო მომგებიანი იმერული ყველის რძის ფხვნილით წარმოება და რას მივირთმევთ...

ცვლილებები ასევე შეეხო კარაქს, რომელშიც რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 39% და არაუმეტეს 79% უნდა იყოს. ამ პროდუქტის მწარმოებლებს აეკრძალებათ ეტიკეტზე სიტყვა "კარაქის" დაწერა, რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებლების მხრიდან ახალი წესების დარღვევის შემთხვევაში ისინი დაჯარიმდებიან 400 ლარით, წლის განმავლობაში განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა 1200 ლარამდე გაიზრდება.

"რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი" 2005 წლის აგვისტოში ამოქმედდა. ის ადგენს მოთხოვნებს რძის, რძის პროდუქტებისა და ყველა იმ პროდუქტთან მიმართებით, რომლებიც რძეს შეიცავს.

ყველა ახალი ამბავი
0