სააკაშვილი „ტილიან თანამდებობებზე" და ნევროლოგიურ პრობლემებზე

© AP Photo / Irakli Gedenidze Poolმიხეილ სააკაშვილი სასამართლოში
მიხეილ სააკაშვილი სასამართლოში - Sputnik საქართველო, 1920, 13.01.2022
გამოწერა
„თქვენ ჩემთვის არავინ არ ხართ!“ – მიმართა მოსამართლეს სააკაშვილმა მის მიერ საზღვრის უკანონო გადაკვეთის საქმის განხილვისას.
თბილისი, 13 იანვარი – Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მის მიერ საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმის განხილვის პროცესზე შესავალი სიტყვის წარმოთქმისას მოსამართლეს დემონსტრაციულად ზურგი აქცია.
სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში 2021 წლის 29 სექტემბერს არალეგალურად შემოვიდა, 1 ოქტომბერს ის თბილისში დააკავეს. იმ დროისათვის მას დაუსწრებლად უკვე ჰქონდა მისჯილი ექვსწლიანი პატიმრობა სისხლის სამართლის ორ საქმეზე.
მოსამართლის შენიშვნის საპასუხოდ მან განაცხადა: „მე გადავწყვეტ, ვის მივმართო. მივმართავ ქართველ ხალხს. თქვენ ისეთი სასამართლო ხართ, როგორც მე ვარ ასტრონავტი. ვაპირებ შევხედო თვალებში ქართველ ხალხს. თქვენ ჩემთვის არავინ არ ხართ საერთოდ“.
თავისი სიტყვა ყოფილმა პრეზიდენტმა მთლიანად პრეზიდენტობის დროს თავის დამსახურებებს და ამჟამინდელი ხელისუფლების კრიტიკას მიუძღვნა; ბევრი ილაპარაკა ისტორიაზე, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კომუნალური მომსახურების, ბენზინის, კვების პროდუქტების, წამლების ფასების გაზრდაზე, პენსიების გაუფასურებაზე.
სააკაშვილის განცხადებით, „ახლა ბრალდებულის სკამზე ზის ეს რეჟიმი“ და ის იქ „ამ რეჟიმის გასასამართლებლად არის“.
მან დასძინა, რომ აქვს ნევროლოგიური პრობლემები და ამაში ბრალი ამჟამინდელ ხელისუფლებას მიუძღვის. მისი თქმით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მას არასათანადოდ უმკურნალეს.
მან ასევე მოკლედ ისაუბრა თავის ეკონომიკურ პროგრამაზე, რომელიც ციხის საკანში დაწერა და პირობა დადო, რომ ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში მოსახლეობის მინიმალური ხელფასი 1.000 დოლარამდე გაიზრდება.
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 11.01.2022
სააკაშვილის კადრების გავრცელება: იუსტიციის სამინისტროსთვის დაკისრებული ჯარიმა გაუქმდა
ამასთან, მან განაცხადა: „მე არაფერში მჭირდება ტილიანი თანამდებობები საქართველოში“.
მოსამართლისა და პროკურორების მოწოდებაზე, სააკაშვილს არსებით საკითხებზე, ფაქტობრივ გარემოებებზე ესაუბრა, ადვოკატები პასუხობდნენ საკუთარი არგუმენტებით – რომ ეს არის სამოტივაციო ნაწილის ფაქტობრივი გარემოება.
თითქმის საათნახევრიანი სიტყვის ბოლოს სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა შეკრებილებს და სხდომათა დარბაზი დატოვა.
საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, რომლისთვისაც სააკაშვილს სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, საქალაქო სასამართლო კიდევ ორ საქმეს განიხილავს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვა და 2007 წლის 7 ნოემბერს საპროტესტო აქციის დარბევა.
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 10.01.2022
სააკაშვილის მიერ საზღვრის კვეთა: ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიება ძალაში დარჩა
სააკაშვილი უკვე იხდის სასჯელს სისხლის სამართლის ორ საქმეზე.
2018 წლის იანვარში სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენებაში გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეზე (2006 წელს), ხოლო 2018 წლის ნოემბერში – სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებაში და ადამიანის ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების ორგანიზაციაში – დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე (2005 წელს).
ყველა ახალი ამბავი
0