https://sputnik-georgia.com/20220110/saakasvilis-mier-sazrvris-kveta-braldebulebis-mimart-arkvetis-roniszieba-zalasi-darca-263508257.html
სააკაშვილის მიერ საზღვრის კვეთა: ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიება ძალაში დარჩა
სააკაშვილის მიერ საზღვრის კვეთა: ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიება ძალაში დარჩა
Sputnik საქართველო
ბრალდებულების ადვოკატებსა და ნათესავებს აღკვეთის ღონისძიების შემსუბუქების იმედი ჰქონდათ იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულებმა ბრალი აღიარეს. 10.01.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-01-10T21:44+0400
2022-01-10T21:44+0400
2022-01-10T23:12+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0e/262058638_0:0:3068:1727_1920x0_80_0_0_4c83a24ddc79ebb3b4923604e6c78501.jpg
თბილისი, 10 იანვარი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთაში დახმარების აღმოჩენის საქმეზე ბრალდებულები.სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან 29 სექტემბერს არალეგალურად დაბრუნდა. 1 ოქტომბერს იგი თბილისში დააკავეს. მოგვიანებით დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ოთხი პირი დააკავეს – ზურაბ და შალვა წოწორიები, გიორგი ნარიმანიძე და ელგუჯა ცომაია. ცომაიას ასევე ბრალი ედება საზღვრის უკანონო გადმოკვეთის დროს დახმარების აღმოჩენაში.ბრალდებულების ადვოკატებსა და ნათესავებს აღკვეთის ღონისძიების შემსუბუქების იმედი ჰქონდათ იმის გათვალისწინებით, რომ დაკავებულებმა ბრალი აღიარეს.მისი თქმით, აღიარებითი ჩვენებები და გამოძიებასთან თანამშრომლობა გათვალისწინებული იქნება სასამართლოში განაჩენის გამოტანისას. მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმებაზე არ წარმოებს.გამოძიების მონაცემებით, ელგუჯა ცომაია რძის პროდუქტებით დატვირთული იმ ტრაილერის საჭესთან იჯდა, რომლითაც სააკაშვილმა საქართველოს საზღვარი არალეგალურად გადმოკვეთა. ცომაია 2 ოქტომბერს, ექს-პრეზიდენტის დაკავებიდან მეორე დღეს დააკავეს.სწორედ ცომაიას სახლში, აბაშის რაიონის სოფელ ტყვირში შეჩერდა სააკაშვილი პირველად, შემდეგ კი თბილისში გამოემგზავრა და იმავე ცომაიას მიერ შერჩეულ ბინაში დაბინავდა. ის ასევე თან ახლდა ექს-პრეზიდენტს ბათუმსა და თბილისში.ფოთის ნავსადგურში, სადაც სააკაშვილი ბორნით ჩამოვიდა, ყოფილ პრეზიდენტსა და ცომაიას ელოდნენ შალვა და ზურაბ წოწორიები თავიანთი მანქანით. ამ მანქანით სააკაშვილი და ცომაია სოფელ ტყვირში გაემგზავრნენ.რაც შეეხება გიორგი ნარიმანიძეს, მან სააკაშვილი და ცომაია ტრაილერით თბილისში ჩაიყვანა.უკრაინის სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლები სააკაშვილის გამო პასუხისგებაში მისცეს >>ყველა მათგანმა 28 დეკემბერს ბრალი აღიარა.სააკაშვილის საქმე ცალკე იხილება.ამასთან, იგი უკვე იხდის სასჯელს სისხლის სამართლის ორ საქმეზე. სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამ საქმეს იხილავს – 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის, სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის და საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0e/262058638_337:0:3068:2048_1920x0_80_0_0_1369f1405b80caaba02d819a37dea106.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
სააკაშვილის მიერ საზღვრის კვეთა: ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიება ძალაში დარჩა
21:44 10.01.2022 (განახლებულია: 23:12 10.01.2022) ბრალდებულების ადვოკატებსა და ნათესავებს აღკვეთის ღონისძიების შემსუბუქების იმედი ჰქონდათ იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულებმა ბრალი აღიარეს.
თბილისი, 10 იანვარი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთაში დახმარების აღმოჩენის საქმეზე ბრალდებულები.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან 29 სექტემბერს არალეგალურად დაბრუნდა. 1 ოქტომბერს იგი თბილისში დააკავეს. მოგვიანებით დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ოთხი პირი დააკავეს – ზურაბ და შალვა წოწორიები, გიორგი ნარიმანიძე და ელგუჯა ცომაია. ცომაიას ასევე ბრალი ედება საზღვრის უკანონო გადმოკვეთის დროს დახმარების აღმოჩენაში.
ბრალდებულების ადვოკატებსა და ნათესავებს აღკვეთის ღონისძიების შემსუბუქების იმედი ჰქონდათ იმის გათვალისწინებით, რომ დაკავებულებმა ბრალი აღიარეს.
„ვადასტურებ, რომ მათ მისცეს აღიარებითი ჩვენება, მაგრამ ეს არ არის უპირობო საფუძველი აღკვეთის ღონისძიების შესაცვლელად. არავინ არავის არაფერს დაჰპირებია“, – განუცხადა პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ ჟურნალისტებს.
მისი თქმით, აღიარებითი ჩვენებები და გამოძიებასთან თანამშრომლობა გათვალისწინებული იქნება სასამართლოში განაჩენის გამოტანისას. მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმებაზე არ წარმოებს.
გამოძიების მონაცემებით, ელგუჯა ცომაია რძის პროდუქტებით დატვირთული იმ ტრაილერის საჭესთან იჯდა, რომლითაც სააკაშვილმა საქართველოს საზღვარი არალეგალურად გადმოკვეთა. ცომაია 2 ოქტომბერს, ექს-პრეზიდენტის დაკავებიდან მეორე დღეს დააკავეს.
სწორედ ცომაიას სახლში, აბაშის რაიონის სოფელ ტყვირში შეჩერდა სააკაშვილი პირველად, შემდეგ კი თბილისში გამოემგზავრა და იმავე ცომაიას მიერ შერჩეულ ბინაში დაბინავდა. ის ასევე თან ახლდა ექს-პრეზიდენტს ბათუმსა და თბილისში.
ფოთის ნავსადგურში, სადაც სააკაშვილი ბორნით ჩამოვიდა, ყოფილ პრეზიდენტსა და ცომაიას ელოდნენ შალვა და ზურაბ წოწორიები თავიანთი მანქანით. ამ მანქანით სააკაშვილი და ცომაია სოფელ ტყვირში გაემგზავრნენ.
რაც შეეხება გიორგი ნარიმანიძეს, მან სააკაშვილი და ცომაია ტრაილერით თბილისში ჩაიყვანა.
ყველა მათგანმა 28 დეკემბერს ბრალი აღიარა.
სააკაშვილის საქმე ცალკე იხილება.
ამასთან, იგი უკვე იხდის სასჯელს სისხლის სამართლის ორ საქმეზე. სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამ საქმეს იხილავს – 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის, სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის და საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთის.