უკრაინის სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლები სააკაშვილის გამო პასუხისგებაში მისცეს

© photo: Sputnik / Yuri Kaplunოდესის პორტი
ოდესის პორტი - Sputnik საქართველო, 1920, 10.12.2021
გამოწერა
უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა სამსახურებრივი შემოწმება სააკაშვილის ქვეყნიდან გასვლის ფაქტზე ჯერ კიდევ ოქტომბერში დაიწყო.
თბილისი, 10 დეკემბერი – Sputnik. უკრაინიდან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გასვლის გამო სამსახურებრივი შემოწმების შედეგად ქვეყნის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის რამდენიმე თანამშრომელი დისციპლინურ პასუხისგებაში მისცეს. ამის შესახებ უწყების პრეს-მდივანმა ანდრეი დემჩენკომ განაცხადა.
სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში მალულად შემოვიდა. საქართველოს პროკურატურის მონაცემებით, ექს-პრეზიდენტმა უკანონოდ გადმოკვეთა უკრაინის სახელმწიფო საზღვარი, ის ბორანზე სატვირთო კონტეინერში იმალებოდა. ბორანი უკრაინის ჩერნომორსკიდან საქართველოს ფოთის პორტში შემოვიდა.
უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა ოქტომბერში სააკაშვილის ქვეყნიდან გასვლის ფაქტზე სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო. გამოძიების პერიოდში რამდენიმე ჩინოვნიკი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას ჩამოაცილეს.
„გამოძიების ყველა დეტალს ვერ ვიტყვი, რადგან მასალებზე წვდომა შეზღუდულია, თუმცა აღვნიშნავ, რომ ისინი სასამართლომდე გამოძიების შესაბამის ორგანოს გადაეგზავნა, ფაქტზე დაიწყო სისხლის სამართლის წარმოება. გამოძიების შედეგებით რიგი თანამდებობის პირები დისციპლინურ პასუხისგებაში მისცეს“, – განაცხადა დემჩენკომ, იუწყება Украинская правда.
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 10.12.2021
პროკურატურა: სააკაშვილს საზღვრის კვეთაში გიორგი ლორთქიფანიძე ეხმარებოდა
მას არ დაუზუსტებია, რას გულისხმობს დისციპლინური სასჯელი და რამდენ ადამიანს შეეხო ეს.
გამოცემის მონაცემებით, ჩვეულებრივ, ასეთ შემთხვევებში საუბარია საყვედურის გამოტანაზე, წოდებრივ ან თანამდებობრივ დაქვეითებაზე. ასევე მესაზღვრეებმა არ უპასუხეს კითხვას, დადგენილია თუ არა სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო გადაკვეთა.
სააკაშვილი, რომელიც საქართველოში სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეშია ბრალდებული, სამშობლოში არალეგალურად 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ამჟამად ექს-პრეზიდენტისთვის ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონოდ შემოსვლაში ხელშეწყობისთვის ბრალდებული არიან გიორგი ნარიმანიძე, ელგუჯა ცომაია, ზურაბ და შალვა წოწორიები. ისინი გამოძიების პერიოდში პატიმრობაში იმყოფებიან.
ყველა ახალი ამბავი
0