Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

თამარ გაბუნია: ქვეყანა მზად უნდა იყოს ყველანაირი სცენარისთვის

© photo: Sputnikსაველე ჰოსპიტალი კოვიდ-პაციენტებისთვის
საველე ჰოსპიტალი კოვიდ-პაციენტებისთვის - Sputnik საქართველო, 1920, 12.01.2022
გამოწერა
ეპიდემიოლოგები ვარაუდობენ, რომ თებერვლის დასაწყისში, როდესაც ქვყანაში კორონავირუსის მეექვსე ტალღის პიკი იქნება, „ომიკრონი“ სხვა შტამებს მთლიანად ჩაანაცვლებს.
თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონის“ 1.000-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული, თუმცა მათი უდიდესი ნაწილი მსუბუქად ან საშუალო სიმძიმით მიმდინარეობდა და მიმდინარეობს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ისაუბრა.
მისი თქმით, მოსალოდნელია ინფიცირებულთა რაოდენობის სწრაფი მატება და ამას მსოფლიოს სხვა ქვეყნების გამოცდილებაც აჩვენებს.

„მხოლოდ ცხრა შემთხვევაში გახდა ჰოსპიტალიზაცია საჭირო და ეს ჰოსპიტალური მართვაც ძალიან მოკლე ხანში დასრულდა. არც ერთი შემთხვევა გართულებული არ ყოფილა", – თქვა თამარ გაბუნიამ.

მისი განცხადებით, ქვეყანა მზად უნდა იყოს ყველანაირი სცენარისთვის. მათ შორისაა საველე ჰოსპიტლები, რომლის გამოცდილება ქვეყანას აქვს.
ამ ეტაპზე არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, მაგრამ უნდა შევინარჩუნოთ მაქსიმალური მობილიზება და გავაძლიეროთ პრევენციული ღონისძიებები“, – აღნიშნა გაბუნიამ.
მინისტრის მოადგილის თქმით, მთავარია, ერთბაშად არ მოხდეს შემთხვევების მატება და ეს იყოს დროში გადავადებული პროცესი, რათა სისტემაზე ზეწოლა მყისიერად არ გაიზარდოს.
ომიკრონი - Sputnik საქართველო, 1920, 12.01.2022
COVID-19 - ბოლო ცნობები
ყველაფერი „ომიკრონის“ შესახებ – ინფექციონისტი ახალ შტამზე
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ნოემბრის ბოლოს გამოვლენილ ახალ შტამ B.1.1.529-ს, რომელიც „შეშფოთების გამომწვევად" შეფასდა, ბერძნული ანბანის მე-15 ასოს მიხედვით „ომიკრონი" უწოდა.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ „ომიკრონით“ კოვიდგადატანილი და ვაქცინირებული პირებიც შეიძლება დაინფიცირდნენ.
ვისთვის არის აუცილებელი ბუსტერ-დოზით აცრა – სპეციალისტის განმარტება>>
ამ დროისათვის „ომიკრონი“ მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაშია გამოვლენილი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 5.596-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 973.909-ს მიაღწია.
ამ დროისთვის საქართველოში დადასტურებულია „ომიკრონის“ 951 შემთხვევა.
ყველა ახალი ამბავი
0