Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ვისთვის არის აუცილებელი ბუსტერ-დოზით აცრა – სპეციალისტის განმარტება

© AP Photo / Aaron Favilaვაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 12.01.2022
გამოწერა
ექსპერტები მოსახლეობას ბუსტერ–დოზით აცრისკენ მოუწოდებენ. ისინი ინფიცირების შემთხვევების ზრდას ვარაუდობენ და ამას ახალი შტამი „ომიკრონის“ გამოჩენას უკავშირებენ.
თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ რისკ-ჯგუფის წარმომადგენლები და 50 წელს გადაცილებული პირები ბუსტერ-დოზით აიცრან, განაცხადა იმუნიზაციის საბჭოს წევრმა, პედიატრმა თემურ მიქელაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას.
მისი განმარტებით, რისკ-ჯგუფების წარმომადგენლები და ქრონიკული პათოლოგიის მქონე პაციენტები დაუყოვნებლივ უნდა აიცრან მესამე დოზით, მათ შორის რისკ-ჯგუფებში შემავალი ბავშვები.

„ევროპასა და იგივე იაპონიაში 75-80% აცრილია და, შესაბამისად, სიკვდილიანობა პრაქტიკულად არ არის. ვაქცინა არაფერს ვნებს. ამიტომ სწორედ ეს მოწყვლადი ჯგუფები უნდა იყვნენ აცრილები, მათ შორის რისკ-ჯგუფებში შემავალი ბავშვები. მთავარია, ეს ფენები გადავარჩინოთ და სწორედ მათთვის არის აუცილებელი ბუსტერ-დოზებით ვაქცინაცია“, – განაცხადა მიქელაძემ.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ინფიცირებულთა რიცხვის ზრდის ფონზე საქართველოში ვაქცინაციის დონე კვლავ დაბალ ნიშნულზე რჩება და ამან შესაძლოა მძიმე შედეგები გამოიწვიოს, რაც პირდაპირ დაკავშირებული იქნება „ომიკრონ“ შტამის გავრცელებასთან.
ჯანდაცვის პოლიტიკის სპეციალისტი აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ მომდევნო ორი თვე განსაკუთრებით კრიტიკული იქნება და ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზრდება.
„ჩვენს ქვეყანაში მოსახლეობის ორი მესამედია დაუცველი და აუცრელი. შესაძლოა აქ გაცილებით მძიმე მიმდინარეობა ჰქონდეს „ომიკრონს“. ახლა არის კრიტიკული ორი თვე წინ, როდესაც რამდენიმე ათეულ ათასს გადააჭარბებს დღიურად ინფიცირებულთა რაოდენობა. ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი მოხვდეს საავადმყოფოში“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
პანდემია - Sputnik საქართველო, 1920, 11.01.2022
COVID-19 - ბოლო ცნობები
საქართველოში „ომიკრონით“ ინფიცირებულთა მაჩვენებელი იზრდება
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ნოემბრის ბოლოს გამოვლენილ ახალ შტამB.1.1.529-ს, რომელიც „შეშფოთების გამომწვევად" შეფასდა, ბერძნული ანბანის მე-15 ასოს მიხედვით „ომიკრონი" უწოდა.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ „ომიკრონით“ კოვიდგადატანილი და ვაქცინირებული პირებიც შეიძლება დაინფიცირდნენ.
11 იანვრის მონაცემებით, ქვეყანაში სულ ჩატარებულია 2.565.599 აცრა. ბუსტერ–დოზა გაკეთებული აქვს 89.685 ადამიანს.
წყარო: ტელეკომპანია „იმედი"
ყველა ახალი ამბავი
0